„მამუკა ბახტაძისა და კობახიძის შეცვლა გარდაუვალია“_ ვაჟა ბერიძე

პოლიტიკა

„მამუკა ბახტაძისა და კობახიძის შეცვლა გარდაუვალია“_ ვაჟა ბერიძე

2019 აპრ 24 17:33:52

 „ცვლილებების განხორციელება რომ აუცილებელია, აღნიშნულს შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილიც საპრეზიდენტო  არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საუბრობდა. მან დაპირება მისცა საზოგადოებას იმის შესახებ, რომ არა მარტო ყველაფერს საკუთარ სახელს დაარქმევდა, არამედ პირდაპირ მნიშვნელოვან საკადრო გადაადგილებებს განახორციელებდა. აღნიშნულს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ, არადა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლების ყველა შტო, როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ისე სასამართლო  დასუსტდა. აქედან გამომდინარე, პირველი პირების დონზე საკადრო ცვლილებების განხორციელება სასიცოცხლოდ აუცილებელია. განსაკუთრებით ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც პოზიტივზე მეტად, ნეგატივთან ასოცირდებიან“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ.

მისივე განცხადებით, თანამდებობიდან მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის გადაყენება გარდაუვალია. ექსპერტის აზრით, ერთადერთი კანდიდატი, რომლიც, შესაძლოა, პრემიერის თანამდებობაზე მოიაზრებოდეს, შს მინისტრი გიორგი გახარიაა.

„პიროვნულად მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის პროფესიონალიზმს, ინელექტსა და გაწეულ საქმინობას ვხედავ, მაგრამ მათი შეცვლა გარდაუვალია. პრემიერის პოსტზე გამოუცდელი პოლიტიკოსი არ უნდა დანიშნო, რაც საზოგადოების აბუჩად აგებასა და აღნიშნული პიროვნების დაღუპვას ნიშნავს. პარლამნტის თავმჯომარე პრინციპული და თანმიმდევრული ადამიანია, მაგრამ მას პოლიტიკური ადეკვატურობა აკლია. ამ ადამიანებსთვის უმჯობესია, რომ სხვა ადამიანებს თავის გამოჩენის საშუალება მისცენ. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პრემიერად უნდა განვიხილოთ, ეს არის გიორგი გახარია, რომელსაც ბევრი შეცდომა დააშვებინეს, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, თავი ყოველთვის ღირსეულად უჭირავს“, _ აღნიშნა ბერიძემ.

ჩვენ, ასევე, ექსპერტს ვკითხეთ, პოლიტიკაში, დაახლოებით, ორი თვის წინ დაბრნებულმა  ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ დრომ შეძლო თუ არა „ქართულ ოცნებაში“ არსებული მწვავე შიდაპარტიული პრცესების დალაგება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა.

„პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნება კარგია, მაგრამ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ ფონზე, საზოგადოების წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დავფიქრდებით და „ქართულ ოცნებას“ ან გავუშვებთ ხელისუფლებიდან ან თუ აზრი ექნება, კვლავ ხელისუფლებაში დავტოვებთ“_ აღნიშნა ბერიძემ.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...