მანანა ქოჩლაძე: “ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“

პოლიტიკა

მანანა ქოჩლაძე: “ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“

2019 აპრ 24 14:32:27

 „ძირითადი პრობლემა, რაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს, ეს არის მშენებლობის სწორად დაგეგმვის არარსებობა. დღეს საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ მათი სიმძლავრეები ხელოვნურად არის განსაზღვრული. ქვეყანაში არსებული ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“,_ აღნიშნავს “გურია ნიუსთან“ “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე.

რაც შეეხება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ქოჩლაძე აცხადებს,  რომ პირველ ეტაპზე მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი ჰესის მშენებლობა არის შესაძლებელი.

„საქართველოში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები, თუ ის მდინარის ეკოსისტემას არ დააზიანებს. ჯერ მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ, გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი სადგურის მშენებლობა არის შესაძლებელი. საქართველოში პირიქით ხდება, ჯერ ინვესტორი კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს აფორმებს, რის შემდეგ გარემოზე ზემოქმედების შეფასებების შესწავლა მიმდინარეობს, რაც დიდი პრობლემაა“.

მისივე განცხადებით, აუცილებელია საქართველოში შეიქმნას ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომელშიც აისახება ენერგეტიკის მხრივ  ქვეყანაში რა მოთხოვნილებები არსებობს.

“აუცილებელია მოხდეს ენერგეტიკის განვითარების გეგმის შედგენა, რომელშიც მთლიანად აისახება საქართველოში ენერგეტიკის მხრივ რა მოთხოვნილებები არსებობს. ქვეყანაში ენერგეტიკის მოხმარება იზრდება, მაგრამ რის ხარჯზე?! ეს მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ?! სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია არსებობს. ეს სტრატეგია 2016 წლის სექტემბერშია გამოქვეყნებული, რომელშიც ამ დრომდე ერთი სიტყვაც არ შეცვლილა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული დამტკიცებული არ არის“, _ ამბობს ქოჩლაძე.

“მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული სტანდარტის მიხედვით, ჰესის მშენებლობის შემდეგ, მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს.

„შესაბამისი სტრუქტურები გარკვეული ჰესის გარემოზე ზემოქმედების გეგმას შედგენის პროცესში მარტივად ამბობენ, რომ  მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სტანდარტის მიხედვით, თუ მდინარეში 30% ზე ნაკლებ წყალი დარჩება, ეს აპრიორი მათთვის არაობიექტური სტანდარტია. შესაბამისად, ამ მხრივ საქართველოში დიდი პრობლემა არსებობს“,_ აცხადებს ქოჩლაძე.

 




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...