,,მეამაყება, ასეთი ღირსეული პრემიერი რომ მყავს“ _ ირაკლი სესიაშვილი

პოლიტიკა

,,მეამაყება, ასეთი ღირსეული პრემიერი რომ მყავს“ _ ირაკლი სესიაშვილი

2018 მარ 13 13:46:17

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი  პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთის ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მმართველი გუნდის წევრმა პრემიერ-მინისტრის განცხადება ჰუმანურ ნაბიჯად შეაფასა.

კითხვაზე _ ხომ არ უქმნის საფრთხეს პრემიერ-მინისტრის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის მოწოდების შესახებ გაკეთებული განცხადება ოკუირებული ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების არაღიარების პოლიტიკას? _ ირაკლი სესიაშვილი „გურია ნიუსთან“ ამბობს, ამ ნათქვამით  არანაირად არ იცვლება რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ჩვენი მუდმივი პრინციპული პოზიცია, რომ ჩვენი ტერიტორიების მთლიანობა  უნდა აღდგეს.

,,სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ამ სიტუაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. მთავარია, ყველამ ერთად წავიკითხოთ ქვტექსტი. მიმაჩნია, რომ ძალიან ღირსეული პრემიერი გვაქვს, ძალიან ღირსეული ვაჟკაცი ადამიანი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ამ პოლიტიკური განცხდების შემდგომ  გინებით თავს დაესხმებოდნენ ჩვენი ოპონენტები, ეს ნაბიჯი ჰუმანური მოტივებით მაინც  გადადგა, რაც, ჩემი აზრით, განპირობებული იყო იმით, რომ ორი ადამიანი ჩვენს კონტროლირებად ტეიტორიას ჯანმრთელი დაბრუნებოდა და მეორე ის, რომ  ოჯახმა შეძლოს ძალიან ღირსეული ქართველის  დატირება. მეორეს მხრივ, მისი განცხადება ითავსებს ყველ მხრივ საერთაორისო ნორმას. პრემიერს  არაფერი უთქვამს ისეთი, რომ საფუძველი გახდეს, სხვანირად ვთარგმნოთ და  მეტიც, ამ ნათვამით  არანაირად არ იცვლება რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, არანირად იცვლება, ის, რომ  საერთაშორისო საზოგადოება მხარს გვიჭერს და არანაირად არ იცვლება  ჩვენი მუდმივი პრნციპული პოზიცია, რომ ჩვენი ტერიტორიების მთლიანობა  უნდა აღდგეს და გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მეამაყება ასეთი ღირსეული პრემიერი რომ მყავს, რომელმაც საკუთარი პოიტიკური დარტყმის მიუხედავად, გადადგა ასეთი ჰუმანური ნაბიჯი. ვიტყოდი, რომ გარდა შიდაპოლიტიკური თავდასხმებისა, განცხადებას  სხვა საერთაორისო უარყოფითი შედეგი არ მოყვება და სამწუხაროდ, ბევრი ჩვენივ ოპონენტი ჩასაფრებულის პოზიციაში შეეცადა,  ეს განცხადება სხვანაირად ეთარგმნა. არსებულმა კიდევ ერთხელ გამიმყარა მოსაზრება, რომ ოპონენტებს, რომლებსაც ბუნებრივად სურთ,  ჰქონდეთ ძალაუფლება, პატივისცემა გარდაცვლილის ცხედრის დაბრუნებასთან მიმართებაში არ გააჩნიათ“,_ განაცხადა "გურია ნიუსთან" სესიაშვილმა.




 ახალი ამბები
  • ალაფიშვილი: ზურაბიშვილმა სალომემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ კონსტიტუცია უკვე დაარღვია"სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ აამოქმედა კონსტიტუცია და პირველი დამრღვევიც თვითონაა", _ ამბობს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი. მისივე თქმით, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს: "პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, მთაწმინდის მაჟორიტარის მანდატი აქვს და ახალი კონსტიტუციით ეს არ შეიძლება.  აამოქმედა და პირველივე თვითონ გახდა დამრღვევი პირველივე წამიდან. ესეთი რამ ისტორიას არ ახსოვს _ მსოფლიო რეკორდია", _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ლევან ... ...
  • სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადოსაქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში სახელმწიფო ფიცი დადო. ამის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ასევე გაისროლეს ქვემეხები.  ცერემონიას 1500 სტუმარი ესწრება. მათ შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები. საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი ესწრება. დღეიდან ამოქმედდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი ... ...
  • ომბუდსმენი შსს-ს აქციის მონაწილეების კონსტიტუციურ უფლებას ახსენებს და აქციის ორგანიზატორებსაც მიმართავსსაქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით, _აღნიშნულია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლომჯარიას თქმით, "აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით". "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,"_ წერია განცხადებაში. გურჯაანში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაძაბული ვითარებაა. ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს ... ...
  • შსს: აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ უწყებამ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დილით გაავრცელა ინფორმაცია. "თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება. კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას. მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" _ განაცხადა მამუკა ... ...
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეები "იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენგურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელით შეეხო. მათ ტელეკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელად გაიწიეს. აქციის მონაწილეების დამშვიდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ სცადა. როგორც მან მომხდარის შეფასებისას განაცხადა, მათ აქციაზე სუს-ის აგენტები არიან შეგზავნილი და პროვოკაციას ისინი ... ...

არქივი

ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...