"მეხანძრე მაშველს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო" _ ჭიჭინაძე

პოლიტიკა

"მეხანძრე მაშველს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო" _ ჭიჭინაძე

24 სექ. 2020, 15:58:44

“პოლიციის ზემდეგ, ზაურ გოგიაშვილს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი  და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო.

მიზეზი: როგორც მეხანძრე- მაშველი, ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფესიის მოთხოვნებს.

ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს, ვისაც  23-25 წელი აქვთ ნამსახურები მეხანძრე- მაშველად და პენსიამდე კიდევ 10 წელი რჩებათ, დღეს, ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივის,  ელემენტალური საარსებო მინუმუმის გარეშე და  ბანკების ვალებით  აბსოლუტურად ბედის ანაბარა აღმოჩნდნენ დატოვებული.

საქმე კი იმაშია, რომ 2008-2019 წლებში  სამაშველო და სახანძრო სამსახურები გადაცემული იყო ადგილობრივი თვითმმართველობს ორგანოების  დაქვემდებარებაში. 2019 წელს ისევ დაუბრუნდნენ შსს სტრუქტურა, რის გამოც 55 წლის ასაკის ადამიანებს პენსიაში უშვებენ, მაგრამ ძალოვნებისთვის კუთვნილი პენსიის გარეშე!

 ანუ,  გამოდის, რომ სახელმწიფო მათ უბრალოდ პარავს საკუთარი ნამოღვაწარის  11 წელს, რადგან ამ ადამიანებს  ეს პერიოდი არ ეთვლებათ,  როგორც გასამხედროებული სამსახური  20 წლის სტაჟის პირობებში. ამ ყველაფერს კი, შესაბამის სტრუქტურებში უბრალოდ არ იმჩნევენ, ან შეგნებულად ხუჭავენ თვალს.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

თავად ზაურ გოგიაშვილის განცხადებით კი,  მის უკან ათეულობით ადამიანი დგას, რომელთაგან ზოგი ხმას ვერ იღებს, რადგან ეშინიათ, ზოგის ოჯახის წევრები კი, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და მათაც ასევე ეშინიათ, რომ ისინიც უმუშევრები არ დარჩნენ.

ამას გარდა, ზაურ გოგიაშვილის განცხადებით, სახანძრო მანქანების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია და ხშირად უწევთ შეკეთება, სპეციალური ტანისამოსი ორ წელზე მეტია არ გამოუცვლიათ, საკვებად კი ყოვლედღიურ რაციონში შედის ორი კონსერვი, ჩაი და შაქარი და ეს ყველაფერი პურის გარეშე.

(R)




 ახალი ამბები
  • სროლა ავჭალაში _ დაღუპულია 1 ადამიანისროლა იყო ავჭალაში ლიბანის ქუჩაზე. როგორც "გურია ნიუსს" ადგილიდან წყარო ატყობინებს, სროლის შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. დეტალების გარკვევას "გურია ნიუსი" შსს-ში ცდილობს, რასაც უახლოეს დროში ... ...
  • ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგურის დამყაჩაღებლები„გურია ნიუსმა“ იმ ავტომობილის ფოტო მოიპოვა, რომლითაც ზუგდიდში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ. მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც, სავარაუდოდ,  თავდამსხმელები გადაადგილდნენ,   დღეს დილით, სოფელ ნარაზენში, უჩაშონას უბანში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით,  თავდამსხმელებმა გარკვეული რაოდენობის  თანხა ... ...
  • თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხოეთის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯესსაქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს.-მ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა არარეზიდენტი საწარმოს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ნ.ს. და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, საქმიან ნდობაში შევიდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოს დირექტორთან, რომელსაც თითქოსდა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების შესაძენად გამიზნული 89 240 ევრო, მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, ნ.ს.-ის მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისთვის შეწირული თანხის 47% მმართველ პარტიაზე მოდის„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა ჯამში 22.6 მლნ ლარის შემოწირულება მიიღეს, რომლის 47% მმართველ პარტიაზე მოდის. ორგანიზაცია აღნიშნავს რომ ბოლო ერთ კვირაში, 10 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, მმართველმა პარტიამ 1 222 200 ლარის შემოწირულობა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 4 999 831 ლარის, „სტრატეგია აღმაშენებელმა“- 180 000 ლარის, ლელომ კი 170 700 ლარის. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართულმა ოცნება“ 10.7 მილიონი ლარი, 2.8 მილიონი ლარი „ლელოს“, 2.7 მილიონი ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“, 2.1 მილიონი ლარი „სტრატეგია აღმაშენებელს“, 1.5 მილიონი ლარი „პატრიოტთა ალიანსს“, 1.2 მილიონი ლარი კი „ევროპულ საქართველოს“ ... ...
  • ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე საცხობი გატეხესბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 23 ოქტომბერს დილით, საცხობი და სწრაფი კვების ობიექტი გატეხეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით საცხობიდან წაღებულია თანხა. საცხობთან უკვე იმყოფება პოლიცია. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, იქვე მდებარე მეორე საცხობის მეპატრონე ობიექტთან მაშინ მივიდა, როცა დამნაშავე მის გატეხვასაც ცდილობდა. მომხდარ ფაქტზე პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...