მერაბ ჭანუყვაძე: ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ ოზურგეთში, 100 მილიონი დახარჯა და ეს არ იყო არჩევნებისთვის


პოლიტიკა

მერაბ ჭანუყვაძე: ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ ოზურგეთში, 100 მილიონი დახარჯა და ეს არ იყო არჩევნებისთვის

22 ნოე. 2018, 15:37:03

"მაშინ როცა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რომელიც დღეს ურცხვად ატყუებს მოსახლეობას და ამბობს, რომ ქვეყანაზე ზრუნავდნენ, ბიძინა ივანიშვილმა, მხოლოდ ოზურგეთში 69 მილიონი დახარჯა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული პროექტებით იწონებენ თავს და უსინდისოდ იწერენ სხვის გაკეთებულ საქმეებს, _ ამბობს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე ცდილობენ მოსახლეობის დარწმუნებას, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს და პროექტები მხოლოდ მათი მმართველობის პერიოდში ხორციელდებოდა:

„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ არაფრის რცხვენია ეს ახალი არავისთვისაა, მაგრამ მათ უტიფრობას საზღვარი არ აქვს. ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ მხოლოდ ისინი აკეთებდნენ საქმეებს. დადიან სოფლებში და ბიძინა ივანიშვილის მიერ ხალხისთვის გაკეთებული საქმეებით იწონებენ თავს“, _ აღნიშნავს მერაბ ჭანუყვაძე.

ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მხოლოდ, 2006-2012 წლები საქველმოქმედო საქმიანობაში 68 960 482.68 ლარი დახარჯა: პარკი "ციცინათელა" ივანიშვილს, რომელიც დღეს სახელმწიფოს კუთვნილებაა, 60 259 621 ლარი დაუჯდა; სოფელ ნატანებში ნაგავსაყრელის გაკეთება 1 872 175 ლარი; ურეკის "ემერჯენსი" _ 1 665 871 ლარი; ურეკის კულტურის სახლი _ 1 503 961.65 ლარი; ურეკის მაგისტრალური გზის გარე განათების მოწყობა _ 890 098 ლარი; ნაგავსაყრელი სოფელ მერიასთან _ 750 071 ლარი; წყალწმინდის საშუალო სკოლა _ 573 421 ლარი; პოლიციის შენობა ურეკში _ 10 154 ლარი; ურეკის ზღვის სანაპიროს კეთილმოწყობა _ 25 298 ლარი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თეთრი პეპელას შეწამვლის დაფინანსება _ 329 021.75 ლარი.

მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომლის დამალვასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს:

ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ყველაფრის თქმა არ უნდა და გონიათ, რომ ხალხსაც არაფერი ახსოვს. არადა, ოზურგეთელებმა კარგად იციან ვინ და რას აკეთებდა. აქ ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხისთვის საჭირო და აუცილებელ პროექტებს აფინანსებდა წინა ხელისუფლების დროსაც და აფინანსებს ახლაც და ამას არჩევნებისთვის არ აკეთებს.

არც „ციცინათელა“, არც საავადმყოფო, არც სკოლა, არც „black sea arena“, არც მუსიკოსთა პარკი და სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები ივანიშვილს არჩევნების გამო არ გაუკეთებია და შუბლის ძარღვი უნდა ჰქონდეს ადამიანს გაწყვეტილი ეს რომ ვერ დაინახოს.

შეუძლებელია ვერ დაინახო, რომ ამ ადამიანის დამსახურებით ოზურგეთი მთელმა მსოფლიომ გაიცნო და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული „black sea arena”-ს სცენას ბოლო ორი წელია მსოფლიო ვარსკვლავები იპყრობენ, _ აღნიშნავს მერაბ ჭანუყვაძე.




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....