მერიაში რეორგანიზაციის საკითხი, ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ განსახილველად კვლავ გადადო

პოლიტიკა

მერიაში რეორგანიზაციის საკითხი, ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ განსახილველად კვლავ გადადო

2019 ივლ 17 19:36:37

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ეროდი გორდელაძის წინადადებას, გახანგრძლივებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხი, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

_ კომისიაზე კიდევ განვიხილოთ ეს საკითხი და შემდეგ პროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადავუგზავნოთ მთავრობის სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტს, _ თქვა გორდელაძემ.

თუ რატომ გზავნიან ექსპერტიზის დეპარტამენტში პროექტს, ამაზე კომისიის წევრმა დეპუტატებმა ლავრენტი ბიგვავამ, ლევან მგელაძემ, შოთა გოგიბერიძემ და სხვებმა იმსჯელეს.

_ სინამდვილეში არ  უნდა გაიგზავნოს, რადგან არსებული კანონმდებლობით, მერიას არავის თანხმობა არ სჭირდება სამსახურების რეორგანიზაციისთვის და დებულებაში ცვლილების შესატანად. მერიას, პირველ რიგში, თავის დებულებაში უნდა წარმოედგინა ცვლილების შეტანის პროექტი და შემდეგ უნდა ჩაეტარებინა რეორგანიზაცია, _ თქვეს მათ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, ამ საკითხზე რამდენჯერმე იმსჯელეს.

_ ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც არ გვიმსჯელია. სამჯერ გვქონდა მიწერილი, წარმოედგინათ მე-40 მუხლში ცვლილების შესახებ, _ გიორგი ღურჯუმელიძემ.

როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მერიის დებულების მე-40 მუხლის მიხედვით, მერია საკრებულოსთან ერთად ატარებს რეორგანიზაციას. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომ მერს თავად აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს  რეორგანიზაცია, საკრებულოსგან სამგზის მიმართვის მიუხედავად, შეესწორებინამე-40 მუხლი, რაც მერმა არ გააკეთა.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ  სიტყვა ითხოვა და  ისაუბრა კარიერებთან დაკავშირებით, რაზეც დიდია მოსახლეობის  ვნებათაღელვა.

_ მთელი კვირაა, დავა და ჩხუბია. თუ რაღაცნაირად არ ჩავერთეთ ამ პროცესში, შესაძლოა, სისხლი დაიღვაროს. კარიერების წარმომადგენლები ჩვენ გვადანაშაულებენ, ძალიან ბევრი ლაფსუსია კანონმდებლობაში, _ თქვა მან.

დეპუტატმა გოჩა კილაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიები სწორად არის გაცემული, მოპოვება ხდება კანონდარღვევით.

_ პირველი, ვინც ხმა ამოიღო ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე  ჩვენი საკრებულო იყო. ჩემი აზრი ასეთია _ მერიამ აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს კონკრეტულ პირზე. კანონმდებლობა კარგად არის გაწერილი, აღსრულება არის ნული. მერიამ მიმართოს სასამართლოს ლიცენზიანტის მიერ დარღვევების თაობაზე, მინიმუმ, ჯარიმა კი არა, დაიჭირონ იქნებ, ვინმე. მე კი არ მინდა ეს, მაგრამ არ მგონია, სასამართლოს გარეშე ეს მოგვარდეს, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ.




 ახალი ამბები
  • მიხეილ სააკაშვილი: როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება. “მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას,მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ,არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“,_ წერს ფეისბუქზე მიხეილ ... ...
  • ვანო მერაბიშვილი: "წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის"შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. „ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის.“ -თქვა ვანო ... ...
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...