„მიხეილ სააკაშვილის გაქრობა “ქართული ოცნების“ გაქრობას ნიშნავს„ _ გრიგოლ გეგელია

პოლიტიკა

„მიხეილ სააკაშვილის გაქრობა “ქართული ოცნების“ გაქრობას ნიშნავს„ _ გრიგოლ გეგელია

2018 დეკ 24 17:03:30

„ივანიშვილის გაპრემიერება გამოსავალი არ არის. რეგიონებსა თუ ქალაქებში უამრავი პრობლემაა. ადამიანები ვერ საქმდებიან, არ არსებობს რეგიონების განვითარებისა და უმუშევრობის დაძლევის კომპლექსური გეგმა. ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება რას შეცვლის?! “_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გრიგოლ გეგლიამ.

მისივე თქმით, პოლიტიკაში სააკაშვილის ფაქტორი რომ გაქრეს, „ქართული ოცნებაც“ გაქრება და მარტივ მამრავლებად დაიშლება“.

_ ბატონო გრიგოლ, მმართველ პარტიაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების გახორციელების პარალელურად,  ბოლო დღეების განმავლობაში, კიდევ უფრო გააქტიურდა საუბრი იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნაში რიგი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, პრემირის თანამდებობა უნდა გადაიბაროს. მიგაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება ქვეყანაში არსებულ პრობლემებ აღმოფხვრის?

_ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გაპრემიერების შესახებ საზოგადოება დიდი ხანია საუბრობს. რეალურად, ყოველი კრიზისის დროს, საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს უხმობს, ის ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების დაძლევას შეძლებსო. ვფიქრობ, რომ  ივანიშვილის გაპრემიერება გამოსავალი არ არის. რეგიონებსა თუ ქალაქებში უამრავი პრობლემა იყრის თავს _ ადამიანები ვერ საქმდებიან, არ არსებობს რეგიონების განვითარებისა და უმუშევრობის დაძლევის გეგმა. ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება რას შეცვლის?! ცვლილებების გახორციელება იმ თანამდებობიდანაც შეუძლია, რომელსაც ამჟამად იკავებს.

_ მოგეხსენებთ, საქართველო საპარლამენ რესპუბლიკაა, სადაც პირველი პირი პრემიერ-მინისტრია. როგორ ფიქრობთ, ივანივილის გაპრემიერება არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირბით ნაკლებ შეკითხვებს არ გააჩენს?

_ არაფორმალური მმართველობა დემოკრატიული ქვეყნისთვის შესაფერისი ნამდვილად არ არის. ეს პრობლემა ნაწილობრივ მაშინ აღმოიფხვრა, როცა ივანიშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. გვქონდა შემთხვევა, როცა ქვეყანას კულუარებიდან მართავდა, ახლა კი ასე აღარ არის.

_ აღნიშნეთ, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას, ხელისუფლების მხრიდან კომპლექსური გეგმის შემუშავება სჭირდება, თუმცა არ გითქვათ, შესწევს თუ არა ხელისუფლებას ამ გეგმის შემუავებისა და  რელობაში გახორციელების უნარი?

_ ქვეყანაში ახალი  პოლიტიკური პარტიები უნდა გამოჩდნენ, რადგან, ფაქტობრივად, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა პოლიტიკაში მოღვაწეობის მაქსიმუმს მიაღწია. ადამიანები პოლიტიკაში შემთხვევით მოხვდნენ, პოლიტიკოსობა ითამაშეს და  საკუთარი თავი ამოწურეს.  ამიტომ გამოსავალს ახალი ძალების გამოჩენაში ვხედავ.  

_ არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ მარცხის ფორმულაა. მიხეილ სააკილი საკუთარ გუნდს აძლიერებს თუ პირიქით, ასუსტებს?

_ მიხეილ სააკაშვილს გვერდით ჰყავს ისეთი ხალხი, რომლებიც სააკაშვილს  „კომუნისტურ პარტიაშიც“ შეჰყვებიან. გაერთიანებულ ოპოზიციაში მან ბევრი ადამიანი მიიზიდა, მაგრამ  ამავე დროს, ოპოზიციის, როგორც დემოკრატიულ პარტიად ჩამოყალიბების მტერიც გახდა. „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს ჯერ კიდევ მიხეილ საკაშვილის ფაქტორით აშინებს. სააკაშვილი  პოლიტიკიდან უცებ რომ წავიდეს,  „ქართული ოცნება“ ერთ დღეში დაემხობა. „ქართულ ოცნებას“ შინაგანი იდეოლოგია არ გააჩნია. ამ პარტიას, ფაქტობრივად, მომხრეებიც არ ჰყავს. ამომრჩეველი მმართველ პარტიას ხმას იმიტომ აძლევს, რომ  ხელისუფლებაში სააკაშვილი არ დაბრუნდეს. ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის ფაქტორი რომ გაქრეს, „ქართული ოცნებაც“ გაქრება და მარტივ მამრავლებად დაიშლება. მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი საჩუქარია. ბიძინა ივანიშვილისთვის მიხეილ სააკაშვილის არსებობა ბედნიერების ტოლფასია.

 _ საპარლამენტო არჩვნებამდე ბიძინა ივანიშვლმა პრიციპული დაპრება გასცა, ერთ წელიწადში რიგი პრობლემების აღმოფხვრას შევძლებ, საზოგადოების იმედებს გავამართლებო.  2020 წელს  „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მომავალზე როგორ აისახება აღნიშნული დაპირებების შესაძლო შეუსრულებლობა?

_ პოლიტიკისთვის ორი წელი დიდი დროა. ამ ეტაპზე ივანიშვილის ძალიან არაერთგვაროვანი გამონათებები აქვს. ჯერჯერობით, ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. ივანიშვილი მენეჯერია და ქვეყანას ისე უყურებს, როგორც აქტივს, სწორედ ამაშია პრობლემა. ის ქვეყანას მართავს, როგორც ბიზნესს და ამიტომ აქვს პრობლემები. ვფიქრობ, 2020 წლისთვის „ქართული ოცნება“ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი აღარ იქნება.




 ახალი ამბები
  • “მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ პატარა იოსებს სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება. იოსებს აქვს ჰიდროცეფალია გაკეთებეული აქვს თავზე ოპერაცია. იგი  დღენაკლული დაიბადა, 6 თვის არ იყო. როგორც კი 2 კილო გახდა, გაუკეთეს თავზე შუტირება,მას შემდეგ ჩვეულებრივად ვითარდებოდა. “6 თვის ასაკამდე დახოხავდა, ჯდებოდა 6 თვის შემდეგ დაეწყო დაჭიმულობა და ყველაფერი გავყიდეთ, რაც გაგვაჩნდა, რომ საფრანგეთში წაგვეყვანა, სადაც მას უტარდებოდა რეაბილიტაცია, მასაჟები და ვარჯიშები, თუმცა, ბავშვის მდგომარება გაუარესდა. 8-თვიანი მკურნალობის შემდეგ საფრანგეთში დარჩენის უფლება არ მოგვცეს და უკან საქართველოში გამოგვიშვეს. იოსებს, თურქი ექიმების რეკომენედაციით, სასაწრაფოდ სჭირდება ორივე მენჯ-ბარძაყის ოპერაცია, რადგან პირველი ხარისხის ამოვარდნილობა და მყესების დაჭიმულობა აქვს. როგორც გვაიმედებენ, თუ ოპერაციას გავუკეთებთ, სიარულს შეძლებს, _ გვითხრა იოსების დედამ, ინგა სარიშვილმა. თუმცა, ეს ბავშვის ერთადერთი პრობლემა არაა _  პატარას ხერხემლზე ძვლების არასწორი შეზრდა აქვს მენჯის ძვლოვან ნაწილებთან, რაზეც სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვეღარ გაივლის. „ოპერაციისთვის 10 ათასი დოლარია საჭირო, რომ სამუდამოდ არ მეჯაჭვოს საწოლს. მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“, _ გვითხრა ბავშვის დედამ, თუმცა ოჯახს იოსების სამკურნალოდ ყველა რესურსი ამოწურული აქვს. პატარა იოსები საზოგადოების, კეთილი ადამიანების დახმარების იმედით ელოდება ტოლებთან სირბილს. იოსების დასახმარებლად გახსნილია ანგარიში. 09 01 200 128 საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ იოსებ თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი _ 61004014867 დაბადების თარიღი  _ 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარატები იურიდული პირი ან კომპანის ანგარიში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი: 445473014საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი: 599 33 01 ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. მას შემდეგ რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე გამოიფინება ... ...
  • პოლიციამ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, გ.ჩ. მუხიანში მდებარე “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. “სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში - ცეცხლის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთოსაგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საყავრესთან, ტყის ხანძარის ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიუტრად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. მათივე ცნობით, გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ აღინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების ... ...
  • გვარამიამ თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური შეტევა დაიწყო _ ხალვაში რ2-ში განვითარებულ მოვლენებზე"რუსთავი2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.  "საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია რუსთავი 2-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენები, კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდისა, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევდნენ კომპანიას. ფაქტია, ტელევიზიის ფინანასური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო. საზოგადოებამ იცის, რომ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რუსთავი 2-ში მუშაობდნენ, ჩვენ შევათვაზეთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტით მუშაობა, რაც ნიშნავს კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას. მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლება მოხდა, ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან ეს აღმული იქნა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად, თუმცა ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათ საქმიანობაში ჩემი მხრიდან რაიმე ჩარევა მოხდა. ცხადია, რომ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა, თავიდანვე ცხადი იყო და მხოლოდ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული, რაც აშკარად გამოჩნდა კიდევაც. ჩემთვის ნათელია, რომ ნიკა გვარამია მის პატრონთან,სააკაშვილთან ერთად ცდილობდა, რუსთავი 2-სათვის დაეკარგა ტელევიზიის სახე და აგრესიული პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია. წლების განმავლობაში ამ პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტები - სიცრუე და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა იყო. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ტელევიზიის სანდოობას პირველი კრიტიკული დარტყმა მიაყენა. ასევე უმძიმესი დარტყმა იყო ის ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც ტელეკომპანია ამ ვითარებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპოზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. გვარამიას, ანაჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ, ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, თუმცა, აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ რუსთავი2-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხმები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომელბისაგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად. ყველაფრის მიუხედავად, მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ რუსთავი2-ის გადასარჩენად და იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ კურიერის დაბრუნება ეთერში, რომელიც უამრავ მაყურებელს მიიზიდავს. სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ რუსთავი2 არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგაყობინებთ!" _ ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...