„მივიღებთ ცნობად“ _ რისი ბერკეტები არ აქვთ ოზურგეთის თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებში

პოლიტიკა

„მივიღებთ ცნობად“ _ რისი ბერკეტები არ აქვთ ოზურგეთის თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებში

2017 მაი 18 06:49:19

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებს თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავებას ითვალისწინებს, სწორედ აღნიშნულ საკითხს არეგულირებს. რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. გარდა ამისა, ამავე სტრატეგიის თანახმად, გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს და ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული მერი ეყოლება.  საკრებულოებს კი, დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ. 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებს, დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას - მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია. მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს“.

ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს. გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური ორგანოს მსჯელობა იქნება ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრდება პროცესის გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი”, _ აღნიშნა ალავიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში და დასძინა, რომ საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ. 

მაგალითად, მერი საკრებულოს წარუდგენს თავისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანიშნავს მათ. საკრებულოების მეშვეობით მოქალაქეებს ექნებათ მეტი საშუალება, გავლენა მოახდინონ მერიის მუშაობაზე. ყველა დასახლებაში შეიქმნება ტერიტორიული ორგანოები და ამ სათათბირო საბჭოებს, გამგებლის უფუნქციო წარმომადგენლის ნაცვლად, ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მიერ შერჩეული 10-15-წევრიანი სათათბიროს გადაწყვეტილებების მიტანას მერიამდე. მასვე დაეკისრება ამ გადაწყვეტილებების ადგილზე აღსრულების მონიტორინგის ფუნქცია. საბჭო იმსჯელებს გზებზე, წყალმომარაგებაზე, გამწვანებაზე, ქალაქებში კორპუსების კეთილმოწყობაზე და ა.შ. გარანტიებს კი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა, ქმნის კონსტიტუციის პროექტის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილების გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდირების პრინციპს და რაც მთავარია, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობა ორგანული კანონით დადგენილ უფლებამოსილებებთან. კონსტიტუციის პროექტში გაწერილია, რომ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება, ფინანსები და ის დამოუკიდებლად ადგენს თავის ორგანიზაციულ მოწყობას და იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს”, _ განაცხადა ალავიძემ. 

მისივე თქმით, არჩევითობის წესი უცვლელია - ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული ხელმძღვანელი ეყოლება. 

რაც შეეხება მოქალაქეთა ჩართულობას, ცვლილებათა პაკეტი მეტ საშუალებას აძლევს მათ, საკუთარი სოფლის (ქალაქის შემთხვევაში, უბნის) საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა მიიღონ... არ შემცირდება არც ერთი შერწყმული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება ააიპ-ების მექანიზმიც. ეს გულისხმობს ერთ სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას, რაც გაბერილი შტატების შემცირებას და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს”, _ განაცხადა მინისტრმა. 

მინისტრის ამ პოზიციას არ იზიარებს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გოგუაძე. როგორც გოგუაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სამინისტროს პროექტი ჯერ არ უნახავს, თუმცა, ის თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების წინააღმდეგია.

ველოდები პროექტის შემოსვლას საკრებულოში. როგორც კი შემოვა პროექტი სამინისტროდან, ჩაინიშნება ჯერ ბიუროს, შემდეგ საკრებულოს სხდომა რომ განვიხილოთ ეს პროექტი რომ დააფიქსირონ დეპუტატებმა თავიანთი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ პროექტი არ წაგვიკითხავს, არ ვიცით. პირადად ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე წინააღმდეგი ვარ გაერთიანების. მე რამდენადაც ვიცი, საქმე ეხება მუნიციპალიტეტების გაერთიანებას,  ყველა ვარიანტში, ამის წინააღმდეგი ვარ. ამის მთავარი არგუმენტიც შემიძლია მოგიყვანოთ - მეტი მუნიციპალიტეტი, მეტი ტერიტორიული დაყოფა ნიშნავს მეტ თვითმმართველობას, ეს არის ამოსავალი წერტილი. მეტი თვითმმართველობა და მეტი ჩართულობა კი ქვეყნის განვითარების უფრო მაღალ ხარისხს  ნიშნავს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამგვარი რეფორმის წინააღდეგი ვიქნები“, _ განაცხადა გოგუაძემ.

მისივე განმარტებით, საკრებულოს წევრები თავიანთ პოზიციას პროექტის ნახვის შემდეგ დააფიქსირებენ, რის შემდეგაც საკრებულოს ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდება.

„ქალაქ ოზურგეთს  სპეციფიური საკრებულო აქვს, აქ არცერთ პარტიას არ ჰყავს უმრავლესობა, მათ შორის არც მმართველ პარტიას. ამიტომ საკრებულოს ყველა წევრი გადაწყვეტილებას  საკუთარი შეხედულებისამებრ ებს. ვიცი, რომ საკრებულოს წევრები არ მოერიდებიან საკუთარი აზრის დაფიქსირებას და ნებისმიერ შემთხვევაში აქ არ უნდა ულისხმებოდეს ვინმეს და რაიმეს ზეგავლენა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა საკუთარ აზრს დააფიქსირებს. მე პირადად არ ირებ ჩარევას და საკუთარი აზრის თავსმოხვევას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რა პოზიცია ექნებათ მათ და რას შემოგვთავაზებენ. საკრებულო კოლეგიალური ორგანოა; არა აქვს მნიშვნელობა რომელი ძალა მმართველი; ვინ არის ოპოზიციაში, მთავარია კოლეგიალურ განოში ყველამ ინდივიდუალურად  მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ეს  გადაწყვეტილება იქნება უმრავლესობის აზრი, ეს შემდეგ აისახება. პირადად ჩემი გადაწყვეტილება უკვე გითხარით, ამ საკითხს მხარს არ დავუჭერ“, _ აცხადებს გოგუაძე.

რაც შეეხება საკითხის განხილვის პროცედურებს, გოგუაძე აცხადებს, რომ ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც საკრებულომ ცნობის სახით უნდა მიიღოს და რაიმეს შეცვლის ბერკეტი არ გააჩნია.

„დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, უარყოფითს ან დადებითს. ჩვენ რაიმე სხვა ბერკეტი და მექანიზმი არ გაგვაჩნია. საკრებულო განიხილავს პროექტს, მიიებს ცნობად მოიწონებს ან არა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საკრებულოს მიერ მიებული მოწონება ან დაწუნება პროცესზე ვერ აისახება. ეს არ არის ის საკითხი, რაზეც საკრებულოს გავლენის მოხდენა შეუძლია.

ყველა ვარიანტში მივიღებთ იმ შედეგს, რაც სამინისტროს სურს.  ეს არის ის თემა, რომელზეც რა პოზიციაც არ უნდა დააფიქსიროს საკრებულომ, თუ გადაწვეტილება იქნება თავში მიებული, აუცილებლად ასე მოხდება. ახლა საუბარია ვინ მოიწონებს, ვინ არა. ყველანაირი მექანიზმის გამოკლებით. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით რაიმე მექანიზმი არ გაგვაჩნია“, _ აცხადებს გოგუაძე.

გოგუაძისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას, რომელიც „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულების გაყოფის მოწინააღმდეგე იყო, ამიტომ ახლა ამ ერთეულების შეერთებას ემხრობა.

დარჩია ჩვენთან საუბრისას იმასაც აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხს საკრებულოს ხუთშაბათის სხდომაზე განიხილავენ.

„საკითხის განხილვა იქნება, ალბათ. იქნება მსჯელობა, მეტი არაფერი. საკანონმდებლო აქტს და რამეს კი არ ვღებულობთ. ჩვენ რა უფლება გვაქვს მაგის? კი ბატონო, ხუთშაბათს განვიხილავთ საკითხს. თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებასან დაკავშირებით რაიმე სახის წერილი ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ჯერჯერობით არ მიგვიღია, მაგრამ მაინც ვგეგმავთ საკითხის განხილვას“, _ აცხადებს დარჩია და დასძენს, რომ თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების მომხრეა, თუმცა თავს იკავებს დაზუსტებისგან, რა სარგებელს მოუტანს ეს ოზურგეთს.

„როგორც პიროვნება, ადამიანი, როგორც მოქალაქე, რომ გითხრათ სიმართლე, თავიდან წინააღმდეგი ვიყავი რომ გაყოფილიყო. დღეს მომხრე ვარ გაერთიანების. სატელეფონო საუბარში არ იქნება მიზანშეწონილი, გამორიცხულია ამზე დაწვრილებით ვისაუბროთ მაგრამ, არ ვიყავი გაყოფის მომხრე...“, _ ამბობს დარჩია და დასძენს, რომ საკითხს საკრებულოში როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.

„ჩემი კოლეგებისნაწილის აზრი ვიცი, რა თქმა უნდა, არიან მომხრეები და მოწინააღმდეგეები, მაგრამ არ ვიცი, განვიხილავთ და გამოჩნდება“, _ აცხადებს დარჩია „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკითხის განხილვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთშაბათს იგეგმება, სავარაუდოდ, ამ კვირაშივე განიხილავენ საკითხს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოშიც. რა პოზიციაზე ჩამოყალიბდებიან საკრებულოები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სამინისტროს უკვე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია, რომ დღეს არსებული 14 მუნიციპალიტეტი, რომელთაგან 7 თვითმმართველი ქალაქია, გაუქმდება და მათგან 7 მუნიციპალიტეტი შეიქმნება. 

სამინისტრომ 14 თვითმმართველ ერთეულს დღეს წერილები უკვე გაუგზავნა და თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცედურების დაწყება მოსთხოვა.




 ახალი ამბები
  • ხუნდაძე: არ ერიდებიან არც ადამიანების ჯანმრთელობის შელახვასჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით  პარლამენტის დარბაზში გავრცელებული სპეციფიკური სუნის შედეგად შეუძლოდ გახდნენ ის ადამიანები, რომლებსაც უახლოეს წარსულში ოპერაციები ჰქონდათ გადატანილი. დიმიტრი ხუნდაძე მომხდარში ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი არ ერიდებიან არც ადამიანების ჯანმრთელობის შელახვას და არც სიცოცხლის მოსპობას: "რამდენიმე დეპუტატი გახდა შეუძლოდ, ერთს აღენიშნებოდა ბრონქოსპაზმი, იყო ნაოპერაციები და ალბათ ესეც იყო პირობა, რომ გაუმწვავდა მდგომარეობა და თანამშრომელი, რომელსაც ერთი წლის წინ აქვს საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადატანილი, ისიც შეუძლოდ გახდა, იქნა სასწრაფო ბრიგადის მიერ გადაყვანილი. ისინი ყველაფერზე მიდიან, მთავარია მიაღწიონ საკუთარ დესტრუქციულ მიზანს, ისინი არ ერიდებიან არც ადამიანების ჯანმრთელობის შელახვას, არც სიცოცხლის მოსპობას, აი ვის ხელში იყო ქვეყანა," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო. უმრავლესობის დეპუტატები მომხდარში ოპოზიციის დეპუტატებს ადანაშაულებენ, მათი თქმით, გაურკვეველი სითხე დარბაზში სწორედ მათ დაასხეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "სირცხვილიამ" აიღო. ... ...
  • ბერაია: „რომან გოცირიძეს ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი"„რომან გოცირიძეს ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი, ამიტომ  მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა. რომან გოცირიძე მატყუარა და უზრდელი ადამიანია. მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია, რასაც ის აკეთებს. ამის შემდეგ შეურაცხყოფა მივიღე მისგან. შემდეგ მივუთითე მისი ასაკის შესახებ და ვუთხარი, რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლი კაცი ხარ და წესიერად მოიქეცი-მეთქი. მან არ გაიგონა ეს ნათქვამი და ხელახლა მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ჩემი რეაქცია ბუნებრივი და ადეკვატური იყო, თუმცა საზოგადობას მაინც ბოდიში მინდა მოვუხადო, " - განაცხადა დაჩი ბერაიამ. ცნობისთვის, როგორც რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერ: „ბიძინა ივანიშვილი დიმიტრი ხუნდაძის მკაცრად დასჯას აპირებს თავისი გამოხტომებისათვის. დავნიშნოთ ეს კაცი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გამოთავისუფლებულ ადგილზე და დაე, ატაროს ეს მძიმე ტვირთიო. თუ ურჩობისთვის ასეთ სასჯელს აწესებენ, რომ შევაგინო, შეიძლება მთლად ჯანდაცვის მინისტრობა დავირტყაო, გაუფიქრებია დაჩი ბერაიას და გუშინ აეროპორტში ისე ხმამაღლა უგინებია ივანიშვილისათვის, მგზავრები შოკში ჩაუგდია. თანაც სელფით იღებდა ამ გინებას მტკიცებულებისათვის. უნდა ველოდოთ ადებატურ სასჯელს (ახალი სიტყვაა, ადეკვატურის მსგავსი, მაგრამ უფრო ... ...
  • თალაკვაძე: ეს პარლამენტის წევრებზე ქიმიური შეტევააპარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა ეს პარლამენტის წევრებზე ქიმიური შეტევა იყო. თალაკვაძის განცხადებით, თუ რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს მომხდარს, ეს შესაბამისი სამსახურების საქმეა და უკვე დაწყებულია მოქმედებები. მისივე თქმით, შესვენების დასრულების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრა გაიმართება. "სამწუხაროდ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელიც არის აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, "სირცხვილიამ" აიღო ამაზე პასუხისმგებლობა. ჩვენთვის ეს განცხადება საკმაოდ უცნაური იყო. რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, შესვენების შემდეგ პარლამენტი გააგრძელებს მუშაობს და სხდომა განახლდება. პარლამენტის მუშობას ვერავინ შეაჩერებს და ვერ დაბლოკავს. ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო ინსტიტუტს, იქნება სათანადო რეაქციები", - განაცხადა არჩილ ... ...
  • „მოვიდა პირდაპირ და დამესხა თავს"_გოცირიძერომან გოცირიძემ დეპუტატ დაჩი ბერაიასან დაპირისპირების შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა, მისი განცხადებით, უცნობია ბერაიას რა უდოდა, რატომ დაუპირისპირდა. „მოვიდა პირდაპირ და დამესხა თავს. არ ვიცი რა უნდოდა, გაუგებარი რაღაცები ილაპარაკა. ფიზიკური შეხების მცდელობა იყო,"- განაცხადა რომან გოცირიძემ. ინციდენტს სასესიო დარბაზთან ჰქონდა ადგილი, თუმცა, მანდატურის ჩარევის შედეგად მალევე ... ...
  • ექსპერტკრიმინალისტები პარლამენტში პარლამენტში ექსპერტკრიმინალისტები მივიდნენ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სდხომათა დარბაზში სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერების გაშვების გამო სუნი დადგა და სხდომა შეწყდა. ამ დროისთვის რანდენიმე ადამიანი, საავადმყოფოშია ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...