მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომების შესასწავლად ხვალიდან ინსპექტორის აპარატი უნდა ამოქმედდეს

პოლიტიკა

მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომების შესასწავლად ხვალიდან ინსპექტორის აპარატი უნდა ამოქმედდეს

2017 მარ 13 17:20:54

ხვალიდან, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად,  მუშაობას იწყებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელიც მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება და  დამოუკიდებელი ინსპექტორი ხელმძღვანელობს.

კანონის თანახმად, დამოუკიდებელ ინსპექტორს 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ით, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართოს წინადადებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

ამავე კანონის თანახმად, დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია.

"დამოუკიდებელ ინსპექტორს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ანდა შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით", _ აღიშნულია კანონში.

რაც შეეხება დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს, კანონის თანახმად, ეს შეიძლება იყოს:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ე) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;

ვ) გარდაცვალება;

ზ) ამ უფლებამოსილების წელიწადში 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობა;

თ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

ი) მოსამართლეთა უფლებების უხეში ან სისტემატური შელახვა;

კ) შეუფერებელი ქცევა, რომელიც სახელს უტეხს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს;

ლ) დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება.

ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს. კენჭისყრის ჩატარებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ახსნა-განმარტება და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეუძლიათ გამოთქვან მოსაზრებები საკითხის შესახებ.

კანონის მიხედვით, დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის ადგილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

გარდა ამისა, დამოუკიდებელი ინსპექტორი კონკურსის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებს. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

კანონში აღნიშნულია, რომ  დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ზეგავლენის მოსახდენად დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია ასეთი ჩარევის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

რაც შეეხება ინსპექტორის ანგარიშვალდებულებას, კანონის მიხედვით, დამოუკიდებელი ინსპექტორი მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.

 




 ახალი ამბები
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...
  • "შეინანოს, როგორც უძღებმა შვილმა"_ ახალი დაპირისპირება ეკლესიაში„კარგი იქნება, თუ პატრიარქი შეინანებს როგორც უძღები შვილი, რომ ის სოდომური ცოდვით მართავს საქართველოს ეკლესიას და მართავს უკანონოდ. კანონზე მაღლა უყენია თავისი თავი. ბევრი კანონი დაურღვევია, რაც პატრიარქმა უნდა შეინანოს, როგორც უძღებმა შვილმა, ღვთის და ერის წინაშე. ეს იქნება ჩემი რჩევა“,_ განაცხადა  მეუფე პეტრე ცაავამ „მთავარ არხთან“ საუბრისას. ამ განცხადებით მეუფე პეტრე მეუფე გრიგოლის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მოუწოდა მეუფე პეტრეს მივიდეს პატრიარქთან და პატიება ითხოვოს. „როგორც პატრიარქი დასვამს შეკითხვას, ისე უნდა ვიმოქმედოთ. დღეს არის უძღები შვილის დღე, მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში“,_ განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა,  მეუფე გრიგოლ კაციამ. თეოლოგების შეფასებით,  მეუფე პეტრე მივიდეს და პატიება ითხოვოს უცნაურია. როგორც თეოლოგები „მთავარ არხთან“ საუბრისას ამბობენ, საპატრიარქო დაემსგავსა ორგანოს, რომელიც ყოველთვის  რაღაცას ითხოვს, მაგრამ არაფერს გასცემს. თავად უშვებს უხეშ შეცდომებს და სხვებისგან ითხოვს პატიებას. შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე, რის შემდეგაც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი ... ...
  • ხანძარი თბილისში_ ცეცხლი ხევში გაჩნდახანძარი თბილისში. ცეცხლი ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონში მდებარე ხევში გაჩნდა. როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ჩააქრეს და დგინდება დამწვარი ფართობის რაოდენობა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...