"მტკიცებულებები არ არსებობს, გამოიგონეს" _ სააკაშვილის ფარულ კადრებზე, გირგვლიანის საქმეზე, "იმედის" დარბევაზე

პოლიტიკა

"მტკიცებულებები არ არსებობს, გამოიგონეს" _ სააკაშვილის ფარულ კადრებზე, გირგვლიანის საქმეზე, "იმედის" დარბევაზე

2018 იან 28 15:32:13

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები მან სხვა 143 ძალოვანთან ერთად შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

გადაცემა Conflict Zone-ის წამყვანმა სებასტიანმა სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე არაერთი კრიტიკული კითხვა დაუსვა.

DW-ს ჟურნალისტის თქმით, ამ საქმეში დღემდე რჩება გაურკვევლობა და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილმა მტკიცებულებების დამალვას ხელი შეუწყო და სამართლიანობის აღსრულებას ხელი შეუშალა. ჟურნალისტის კითხვები ასევე ეხებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს აღმოჩენილ ფარული ვიდეოჩანაწერების არქივს და ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის ბოლო წლებს.

 ჟურნალისტი – მოდი ვისაუბროთ საქართველოზე, თუ წინააღმდეგი არ ხართ. 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად დამნაშავედ გცნოთ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მოგისაჯათ სამი წლით თავისუფლები აღკვეთა.

სააკაშვილი  დიახ.

ჟურნალისტი – სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს თქვენ ბოროტად გამოიყენებთ პრეზიდენტის უფლებამოსილება და შეიწყალეთ ოთხი პოლიციელი, რომლებიც ბანკირ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს. ეს ამნისტია, სასამართლოს დასკვნით, იყო გარიგების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა ამ საქმეში მტკიცებულებების დამალვას.

სააკაშვილი – დიახ, მაგრამ მოდით…

ჟურნალისტი – თქვენ ამბობთ, რომ ეს სიცრუეა.

სააკაშვილი – თანამედროვე ისტორიაში არც ერთი პრეზიდენტი არ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ მან ამნისტიის უფლებით ისარგებლა. თქვენ გახსოვთ ბილ კლინტონი, მან შეიწყალა თავისი…

ჟურნალისტი – საქმე მხოლოდ ამნისტიას არ ეხება, საუბარია იმაზე, რომ დაეხმარეთ თუ არა თქვენ მტკიცებულების დამალვაში, რომელთაც შეეძლოთ ამ საქმის დეტალების გამოააშკარავება.

სააკაშვილი – მართალია,არავინ და არასდროს.. საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს ამნისტიის შეუზღუდავ უფლებას აძლევს. ეს პირველი, მეორე – ამ ადამიანებმა მოიხადეს სასჯელი და ისინი ამნისტირებულები იყვენენ 143 სხვა ძალოვანთან ერთად.

ჟურნალისტი – დიახ, მაგრამ საქმეში იყო უამრავი გაურკვევლობა. 2011 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასმართლომ მკაცრად გააკრიტიკა მთლიანად გამოძიება.

სააკაშვილი – დიახ.

ჟურნალისტი – სტრასბურგში მივიდნენ დასკვნამდე, რომ თქვენ მტკიცებულებების დამალვაში ხართ გარეული, ხომ ასეა?

სააკაშვილი – არა

ჟურნალისტი – სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ სასამართლო გაოცებული იყო, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა შტოები, მათ შორის შინაგან საქმეთ სამინისტრო, პროკურატურა, სასჯელაღსრულების ორგანოები, ადგილობრივი სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტიც კი, შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა სამართალი არ აღსრულებულიყო. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა თქვენს წინააღმდეგ.

სააკაშვილი – დიახ, მაგრამ ამავე დროს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე მივიდა დასკვნამდე, რომ ის ფაქტობრივად მძევალია, სანამ საქართველოს მოქმედი მთავრობა ჩემს წინააღმდეგ ეძებს მტკიცებულებებს და რადგან მათ უარი თქვეს ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებების წარდგენაზე, ეს არის პოლიტიკური საქმე. საქართველოს მთავრობამ დაიქირავა ათი ყველზე ძლიერი გამომძიებელი მსოფლიოში. მათი ჩათვლით ვინც უკვე გადადგა…

ჟურნალისტი – თქვენ მაშინ იყავით პრეზიდენტი.

სააკაშვილი – საქართველოს მოქმედ მთავრობას „გაზპრომის“ ყველაზე დიდი აქციონერი აკონტროლებს.

ჟურნალისტი – მაგრამ, ის რაზეც ჩენ ვსაუბრობთ, 2011 წელს მოხდა.

სააკაშვილი – დიახ, მაგრამ მათქმევინეთ..

ჟურნალისტი – თქვენ მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყავით.

სააკაშვილი – დიახ, მაგრამ მათქმევინეთ რა ხდება ახლა…

ჟურნალისტი – მე ეს ვიცი. მოდი ნუ გადავიტანთ ყურადღებას და ვისაუბროთ იმაზე, რაც მაშინ მოხდა. მაშინ ამ საქმეს საქართველოში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

სააკაშვილი – დიახ, და ევროპულმა სასამართლომ ეს გააკრიტიკა, მაგრამ სხვა კუთხით რომ შევხედოთ, პრეზიდენტს ამნისტიის შეუზღუდავი უფლება აქვს, ასე რომ ეს საქმე არის პოლიტიკური და მე აგიხსნით რატომ.

ჟურნალისტი – ბატონი სააკაშვილო, რჩება ეჭვი, რომ გირგვლიანი მოკლეს თქვენი მაღალჩინოსანი თანაშემწის დაკვეთით, ხოლო 4 პოლიციელი დაარწმუნეს დანაშაული საკუთარ თავზე აეღოთ და სამაგიეროდ სოლიდურ თანხას და თავისუფლებას დაპირდნენ.

სააკაშვილი – არა, ადამიანებმა ვინც მკვლელობა ჩაიდინეს დაისაჯნენ და მათ სასჯელი დიდი ნაწილი მოიხადეს…

ჟურნალისტი – ისინი ისე გაასამართლეს, რომ მოსამართლეს დანაშაულის მოტივიც კი არ უკითხავს.

სააკაშვილი – მაგრამ, იცით, იგივე მოსამართლე…

ჟურნალისტი – სასამართლო პროცესი სულ დარღვევებით მიმდინარეობდა. თქვენ ეს იცით.

სააკაშვილი – იგივე მოსამართლე მონაწილეობდა ჩემი მთავრობის წევრების საწინააღმდეგო პროცესებში, ასე რომ სამწუხაროდ, მოსამართლეები….

ჟურნალისტი – გირგვლიანის დედას ემუქრებოდნენ. მისგან დუმილს ითხოვდნენ. სთავაზობდნენ ფულს, თუ ის გაჩუმდებოდა, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი მას ძალით გაჩუმებას ჰპირდებოდნენ. ეს ძალიან ბინძური საქმე იყომ, ხომ ასეა?

სააკაშვილი – ბატონო, სებასტიან, შეხედეთ, სახელმწიფო, რომელიც მე ჩავიბარე იყო იმ მომენტისთვის შეუმდგარი სახელმწიფო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენდით, რომ მე შევძლებდი გადამექცია ქვეყანა, რომელსაც ბიუჯეტი არ ჰქონდა, სადაც არ ფუნქციონირებდა ინსტიტუტები, კარგად განვითარებად სახელმწიფოდ და წარმატებული რეფორმების მაგალითად. თუმცა მისი გადაქცევა უნაკლო ქვეყნად შეუძლებელი იყო..

ჟურნალისტი – დავუბრუნდეთ გირგვლიანი საქმეს. ჩემი აზრით, ეს იყო სასამართლოსთვის ხელის შეშლა.

სააკაშვილი – ჩვენს სასამართლო სისტემაში იყო სუსტი და ეს სიმართლეა. მე ვაღიარებდი…

ჟურნალისტი – ბრალდება ასეთია – თქვენ სამართლიანობის აღსრულებას ხელი შეუშალეთ.

სააკაშვილი – ეს უბრალოდ ტყუილია, ჩვენი…

ჟურნალისტი – ადვილი სათქმელია.

სააკაშვილი – ჩვენი იურიდიული სისტემა იყო სუსტი და ახლა უფრო შესუსტდა.

ჟურნალისტი –  მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც თქვენი „მიღწევები“ არ იყო სახარბიელო.

სააკაშვილი – საქმე იმაში, რომ..

ჟურნალისტი – თქვენ ხომ ამ დროს საქართველოში იყავით? თქვენ დაესხით თავს თავისუფალ მედიას, ტელეკომპანია იმედს, რომელსაც დაესხნენ თავს თქვენი უსაფრთხოების ძალები 2007 წელს ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, გაუნადგურეს ტექნიკა.

სააკაშვილი – მარგამ, ისინი მაინც დაბრუნდნენ ეთერში.

ჟურნალისტი – ტელეკომპანია ეთერში დაბრუნდა, თუმცა თქვენ დაამყარეთ არალოიალურ ტელეარხებზე  კონტროლი ხუთი წლის ვადით.

სააკაშვილი – დიახ, ისინი დღემდე მუშაობენ. იმედს მე ვეზიზღები. იყო უამრავი სხვა ტელეარხი. ჩემი მუშაობის მთავარი შედეგი ის არის, რომ რეგიონში სადაც ძალაუფლებაზე არავინ არასდროს უარს არ ამბობს, მე თავად წავედი არჩევნების შედეგად. მე მივეცი უფლება ძალაუფლების გადაცემა მომხდარიყო.

ჟურნალისტი – და ასეც უნდა მოქცეულიყავით, თქვენ ითხოვთ აღიარებას იმის გამო, რომ მოიქეცით იმგვარად, როგორც მოიქცეოდა ყველა ნორმალური ქვეყნის, ნორმალური პრეზიდენტი.

სააკაშვილი – არა, ჩვენს რეგიონში ასე არ არის. მიმოიხედეთ ამ რეგიონში ამას არვინ აკეთებს.

ჟურნალისტი – თედო ჯაფარიძემ, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თქვენ მთავრობაში, განაცხადა, რომ თქვენი მმართველობის ბოლო წლებში ცხადი გახდა, რომ თქვენ თანამდებობის გამოყენებით ცდილობდით შეგექმნათ ფეოდალური სისტემა, რომელსაც ვერავინ შეარყევდა.. მან მმართველობის ამ სტილს ავტორიტარული უწოდა. ასეც იყო, ხომ მართალია?

სააკაშვილი – თედო ჯაფარიძე „გაზპრომის“ აქციონერზე მუშაობს.

ჟურნალისტი – ასევე ამბობენ, რომ თქვენ საკუთარ ხალხს უთვალთვალებდით, გქონდათ ბინძური არქივი, რომლიც სავსე იყო პოლიტიკოსების, აქტივისტების, ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი სცენებით, რომ შემდეგ ის გამოგეყენებინათ

სააკაშვილი  არავის ეს არ გაუკეთებია, ნუ იმეორებთ რუსულ პროპაგანდას.

ჟურნალისტი – თუმცა ეს ჩანაწერები ჟურნალისტების წინ საჯაროდ გაანადგურეს 2013 წელს.

სააკაშვილი – ტყუილია, არავის არ შეუდგენია ასეთი არქივი. . გამოიგონა ჯერ რუსულმა პროპაგანდამ და შემდეგ „გაზპრომის“ აქციონერმა.

მე პირადად, სპეციალურად ავკრძალე პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის შეგროვება. ეს იყო მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვის, რადგან ეს იყო ის, რაც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს მთავრობის ხალხმა, რომლებიც ჩემს მოსვლამდე მუშაობდნენ მთავრობაში. ასეთი რაღაცები უბრალოდ მეზიზღება.

 1tv.ge




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...