მუნიციპალიტეტებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას მხარი დაუჭირეს

პოლიტიკა

მუნიციპალიტეტებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას მხარი დაუჭირეს

5 ივნ. 2020, 19:30:27

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილა.

საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ პირველი მოსმენისთვის წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება აღნიშნული კანონის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან" შესაბამისობაში მოყვანა, რაც მისცემს მუნიციპალიტეტებს საშუალებას საკუთარ ადმინისტრაციულ საზღვრებში დაარეგულირონ რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება.

„ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ამ ცვლილების მიხედვით, თუ დღემდე ტრანსპორტის რეგულირების საკითხები ადგილობრივი  თვითმმართველობის დონეზე მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველი ქალაქების კომპეტენცია იყო, აღნიშნული ცვლილების შემდეგ, ამ უფლებით აღიჭურვება უკვე დანარჩენი მუნიციპალიტეტები და მთ შეეძლებათ აღნიშნულ უფლების სრულად განხორციელება, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" პროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად, პირველი მოსმენით  პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა კობა ლურსმანაშვილმა წარადგინა.

წარმოდგენილი კანონპროექტით  დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების წესები რეგულირდება. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია არსებული პრაქტიკით, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი არ არის ეფექტური.

მომხსენებლის განმარტებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ხშირია პარკირების სხვადასხვა წესის დარღვევა, მათ შორის, პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება შემოსავლის მიღების მიზნით და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაჯარიმებას.

ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება.

კანონმდებლობით, ასევე არაა განსაზღვრული ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაბამისი რეგულაცია.

 

კანონპროექტის მიღება კი აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სანქციების შემოღებას უკავშირდება. გარდა ამისა, სახელმწიფო ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით, პოპულარიზაციას უწევს ელექტროძრავიან მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის პროექტით გათვალისწინებულია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, სატრანსპორტო საშუალების პარკირების განსაზღვრა სამართალდარღვევად.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა  საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძის და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" და „საქართველოს კანონების პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", პროექტთა პაკეტთან ერთად.

მომხსენებლის, მერაბ ქვარაიას განცხადებით,  წარმოდგენილი ცვლილებები ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას, აგრეთვე ხარვეზული ჩანაწერების გასწორებას. აღნიშნული ცვლილებები გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებისგან.

საქართველოს პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიასა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა. რომლის მიხედვითაც საქართველოს კანონს ემატება მე-175 მუხლი რომელიც გულისხმობს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის გადამხდელის ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებას, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ეს ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად; ბ) ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს.

მომხსენებლის, მერაბ ქვარაიას განმარტებით, მესამე მოსმენისთვის პროექტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, კანონის ამოქმედების ვადად, ნაცვლად გამოქვეყნებიდან ერთი თვისა, გამოქვეყნებიდან 30 დღე განისაზღვრა.

 „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების" პროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარუდგინა.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 174-ე მუხლის შესაბამისად განსახილველად წარმოდგენილი ანგარიშის მომზადების ვალდებულება საქართველოს აკისრია 1966 წლის „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლით და მიზნად ისახავს გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია, 2016 წლის ივნისის შემდეგ, VI-VIII გაერთიანებული ანგარიშების შემდგომ, საქართველოს მიერ, კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ. ანგარიში დაყოფილია 4 ნაწილად, რაც მათ შორის მოიცავს, შესავალს და ზოგად ინფორმაციას, კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციების შესრულებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ეთნიკურ ქართველთა დისკრიმინაცია და კონვენციით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოხსენება თავისი შინაარსის, ტევადობის და  ჩვენი სახელმწიფოს  სასიცოცხლო ამოცანების გათვალისწინებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ ანგარიშის წარდგენა ხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის კომიტეტზე",-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ" და „კონკურენციის შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების არადისკრიმინაციული, პროპორციული, ეფექტური და კონკურენტული პირობების უზრუნველყოფა.

მომხსენებელმა განმარტა, რომ შესაბამისი კანონების მიღებით დარეგულირდება სათანადო მართლზომიერი ჩარევის და სამართლიანი პირობების დადგენის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის ოპერატორების მხრიდან სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების უსაფუძვლო უარის თქმის, დისკრიმინაციული საფასურის დადგენისა და ექსკლუზიური ხელშეკრულებების დაუშვებლობის მიმართულებით და, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნას, როგორც ერთ-ერთი ძირითად საფუძველს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის.

კანონპროექტის მიღების შედეგად ავტორიზებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა ფართოზოლოვანი ქსელის განსავითარებლად ისარგებლონ უკვე არსებული, სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურით, არადისკრიმინაციული და კონკურენტული პირობებით და ფასით, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს განვითარებას, შეამცირებს ქსელის განვითარების საფასურს, წაახალისებს ავტორიზებულ პირებს ბოლო მომხმარებელს შესთავაზონ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შედარებით დაბალ ფასად.

კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ",

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ხდება კოდექსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრული გამიჯვნა და ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრება მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ აქტებში.

მომხსენებლის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განმარტებით,  წარმოდგენილ პროექტში არის მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები, დაკორექტირდა ტერმინები და შინაარსს ცვლილება არ განუცდია.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

დღესვე, კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ორი დოკუმენტი განიხილა და მხარი დაუჭირა. სარატიფიკაციო დოკუმენტები დეპუტატებს განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს პროექტი)" 

ხელშეკრულების თანახმად შეძენილი იქნება ახალი თანამედროვე ტიპის ვაგონები, რომლის შესყიდვის ღირებულებაც დაახლოებით 60 მლნ ევროა.  აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 15 მლნ ევროს (დეპოს მშენებლობა 10 მლნ ევრო, გვირაბის აღდგენა 5 მლნ ევრო) სესხის ხანგრძლივობა 15 წელი. პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2023 წლის 20 დეკემბერი.

 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)"

„რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი"-ს დაფინანსების მიზნით საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 18 აგვისტოს ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას (30 მლნ აშშ დოლარი) და 2015 წლის 1 მაისს ხელი მოეწერა შვეიცარიული გრანტის ხელშეკრულებას სასესხო ხელშეკრულებას (საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის მოქმედი როგორც მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარი)

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ( აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე ინსტიტუციონალურ განვითარებას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.

 




 ახალი ამბები
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი“ _ ტრაგედია სენაკში სენაკში, სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურაში გუშინ 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, მამაკაცს მდინარეში გული გაუსკდა. გარდაცვლილმა სკოლა წელს დაამთავრა. „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი. საშინელება ტრიალებს. მთელი სოფელი ტირის. ვიწვით ამ ოჯახის ტრაგედიით“, _ ამბობს ადგილობრივი მოქალაქე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ... ...
  • "ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია" 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი. მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. „ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. წყარო: ... ...
  • 3 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე სტოპცოვ.გე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...