ნათელაშვილი: ქართული სახელმწიფოს არსებობა დგას ოფიციალური საფრთხის წინაშე

პოლიტიკა

ნათელაშვილი: ქართული სახელმწიფოს არსებობა დგას ოფიციალური საფრთხის წინაშე

2019 ივლ 10 18:03:40

„გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიულად არ არსებობდა. რაც ვართ, ისიც ოკუპაციითა და გენოციდით სხვა ერების მიმართ და რომ მომავალშიც არ გვაქვს უფლება აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და გვქონდეს სახელმწიფოებრიობის პრეტენზიები. ეს არის ყველაზე საშიში განცხადება, რაც კი ოდესმე ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მეთაურს გაუკეთებია“, _ ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ „საკმარისია რეგიონალური კრიზისი ან გლობალური გამწვავება დედამიწაზე, ან საკმარისია ჩვენმა მოკავშირეებმა ვეღარ მოიცალონ ჩვენთვის, რუსეთი  აგრესიულ მეზობლებთან ერთად დაგვინაწილებს და წაგვიღებს ნაწილ ნაწილ.“

პოლიტიკოსი საფრთხის ასარიდებლად ორ გზას ასახელებს.

მისი თქმით, ერთი გზაა- საქართველომ მთელ მსოფლიოს უნდა აღიარებინოს, რომ ისტორიული დევნისა და გენოციდის მსხვერპლი სახელმწიფოა, მეორე გზა კი საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის გახსნაა, თუნდაც, მასზე განლაგებული ბირთვული იარაღით. სხვა შემთხვევაში კი ქართული სახელმწიფოს არსებობა დგას ოფიციალური საფრთხის წინაშე.

შალვა ნათელაშვილი პუტინის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას „სახაროვი ორს“ უწოდებს.

„პრეზიდენტ პუტინს შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრამ ის სულელი და უჭკუო პოლიტიკოსი არ არის. მან იცის სად, რას და როდის ლაპარაკობს.  გაიხსენეთ როგორ დაიწყო საქართველოს დაშლა როდესაც სახაროვმა განაცხადა, რომ ჩვენ ვართ მცირე იმპერია და ვჩაგრავთ პატარა ერებს. აი, მაშინ დაიშალა საქართველო. გუშინდელი განცხადება პუტინის ეს იყო სახაროვი ორი. ახალი ეტაპი საქართველოს დაშლისა“,_ განაცხადა ნათელაშვილმა.  




 ახალი ამბები
  • იძებნება!ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში მცხოვრებ, 75 წლის ჯანფოლად (აბელ) სოროზანიშვილს ოჯახი და ახლობლები რამდენიმე დღეა ეძებენ. ისინი მოგმართავენ თხოვნით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში თუ სადმე შეგხვდათ აღნიშნული პიროვნება, დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: ... ...
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...