"ნაციონალები ადამიანის ტრაგედიაზეც ქულების დაწერას ცდილობენ" _ ქათამაძის პოსტს მოყოლილი გამოხმაურებები

პოლიტიკა

"ნაციონალები ადამიანის ტრაგედიაზეც ქულების დაწერას ცდილობენ" _ ქათამაძის პოსტს მოყოლილი გამოხმაურებები

2018 ნოე 15 21:13:52

დღეს, ოზურგეთში, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი უნდა გამართულიყო, მაგრამ ის თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორგანიზატორებისა და მონაწილეების გადაწყვეტილებით გადაიდო და ამის შესახებ საჯარო განცხადებაც გაკეთდა. 

თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბესო ქათამაძემ ფეისბუქის აუდიტორიას განსხვავებული ვერსია შესთავაზა:

"ოზურგეთში, მოღალატე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი კორდინატორების ვერ მიყვანის გამო გადაიდო" _ დაწერა ქათამაძემ და პოსტს სიცილის აღმნიშვნელი "სმაილიკები" დაურთო.

ამ თემას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "გურია ნიუსის" საჯარო კითხვას, რატომ გამოიყენა ადამიანური ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის ქათამაძემ ასე უპასუხა:

"ვიზიარებ და ვწუხვარ ამ დიდი ტარაგედიის გამო რაც თბილისში დატრიალდა. 1 საათის წინ სმს-ებით იხვეწებიდნენ გამოდით კონცერტზეო, სოფლიდან ხალხი არ მოყვებოდათ. კარგად", _ დაწერა ქათამაძემ და დამატებითი შეკითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.

ფეისბუქის მომხარებლებს არც ეს კომენტარი დაუტოვებიათ შეფასების გარეშე:

Maia Kutubidze: ეს სიცილის სმაილიკები რა უბედურებაა....რა დაგემართათ ხალხო....

Lela Ebralidze: სიტყვა მოღალატეც ამაზრზენია. თავად რომ არაფერი ეშველებათ, ერთია, უფრო დიდი ხიფათია, სტიგმებით გაავსეს მოზარდების ცნობიერება.

სოფიო ჩხაიძეფუ რა საზიზღარი სექტაა ეგენი. არაფერი წმინდა რომ აღარ შერჩათ...

Xatuna Surguladze: Beso Qatamadze და ამის წერას რაც პასუხში დაწერე, რომ გაჩუმდე და არაფერი აფრქვიო არა?

Irakli Dolidzeკომენტარებში საჯარო ზეიმი აქვთ!!! ადამიანს ადამიანობა როცა არაა აქვს ის ქვეყნის მომავალზე ვერ იფიქრებს!!!

Lika Kupradze: სირცხვილია ასეთი განცხადება... მარაზმი.

ბესო ქათამაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე მარი ჩხიკვიშვილიც:

"ეს ჯამბაზი, ბესო ქათამაძე ადამიანების ტრაგედიაზეც რომ ქულების დაწერას ცდილობს… იტყუება, როგორც ჩვევია. ოზურგეთი სამძიმარს გამოხატავს ახალგაზრდა დედის და მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალების გამო. ჩვენ სანთლები ავანთეთ,” _  წერს მარი ჩხიკვიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

ქათამაძის განცხადება სოციალურ ქსელში შეაფასა პარტია "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მერაბ ჭანუყვაძემ:

"ეს არაკაცი!! კაცი როდის იყო, მაგრამ კარგია, რომ თავისით გამოტყდა!! ნაგავი ხარ შენ ვერასდროს ვერაფრად ვეღარ ივარგებ!!", _ მიმართავს ჭანუყვაძე ქათამაძეს.




 ახალი ამბები
  • მუშების დაშავებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსდღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  საავადმყოფოში.   სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.  სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.  (R)       ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში _ მაღაზიაში ამწე შევარდაცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ამწე ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების გამო ამწე ერთ-ერთი მაღაზიაში შევარდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით ... ...
  • წვიმა და სეტყვა _უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი ... ...
  • 9 წლის გოგოს მკვლელობა _ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდასასამართლომ 9 წლის გოგოს მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ... ...
  • პატრიარქის ფონდი გაქურდეს პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე კომენტარი ფონდიდან არ გაკეთებულა. ამ დროისთვის უცნობია რა ნივთებია წაღებული ფონდის ოფისიდან. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...