ნინო წილოსანი: "თუ ბოდიშის მოხდა სურთ, უმჯობესი იქნება პროკურატურას უჩივლონ"

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: "თუ ბოდიშის მოხდა სურთ, უმჯობესი იქნება პროკურატურას უჩივლონ"

2018 იან 26 17:16:58

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის დეპუტატი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული სტატუსის გამო, რომელშიც, იურისტების შეფასებით, უდანაშაულობის პრეზუმციაა დარღვეული, ბოდიშის მოხდას არ აპირებს _ ამის შესახებ წილოსანმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა:

„ჩემი პოსტის ქვემოთ მითითებულია პროკურატურის ოფიციალური პოზიცია, რაზე დაყრდნობითაც გავაკეთე განცხადება. შესაბამისად, თუ ბოდიშის მოხდა სურთ, უმჯობესი იქნება პროკურატურას უჩივლონ“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას წილოსანმა.

_ ქალბატონო ნინო, თქვენ დაწერეთ, რომ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალას“, შენაძენი ჰქონდა 843 აბი სუბოტექსი. ეს მას შემდეგ გააკეთეთ, რაც ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც გარკვევით წერია, რომ გიორგანაშვილს 8 წელი მიესაჯა 45 აბის შეძენა-შენახვისთვის...

_ უპირველეს ყოვლისა, არ ვიცი რა თემასთან დაკავშირებით ითხოვენ ბოდიშის მოხდას, რადგან პოსტში ბევრი ფაქტი იყო მოყვანილი. თუმცა, ზოგადად, რაზე დაყრდნობითაც დავწერე ეს პოსტი, იყო პროკურატურის ოფიციალური ინფორმაცია...

_ თქვენთვის პროკურატურის ინფორმაცია უფრო სანდოა თუ სასამართლოსი, სადაც არ დაუმტკიცებიათ, რომ „ბახალამ“ ნარკოტიკული საშუალება რეანომობილის მძღოლს გამოატანა და რის შესახებაც თქვენ მტკიცებით ფორმაში წერთ...

_ ეს პროკურატურის ოფიციალურ ინფორმაციაში მითითებულია. როგორც სასამართლო, ასევე,  ოფიციალური წყარო არის პროკურატურა.

_ თქვენთვის სასამართლოზე მეტად სანდოა პროკურატურა?

_ ორივეს თავისი სანდოობის მაღალი ხარისხი აქვს და ორივე არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას მისი პასუხიმგებლობის ფარგლებში.

_ პროკურატურა თქვენი ოჯახის კომპანიას, სახელმწიფოს კუთვნილი 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება... ვიცით, რომ ამ საქმეს დღემდე იხილავს სასამართლო და დავიჯეროთ პროკურატურის პოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე?

_ სასამარლოს გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი.

_ რომ არ არის და როცა თქვენ პროკურატურის განცხადების საფუძველზე მტკიცებით ფორმაში წერთ პოსტს, იმიტომაც გეკითხებით... დავიჯეროთ, რომ თქვენი ოჯახის კომპანიამ სახელმწიფოს კუთვნილი 65 მილიონი ლარი მიითვისა?

_ სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იყო გიორგანაშვილის საქმეზე, როცა პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა.

_ პროკურატურამ დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია რომ ცალკე მიმდინარეობს გამოძიება... რეანიმობილის მძღოლის, ხულორდავას საქმე ცალკე წარმოებაშია და გიორგანაშვილის _ ცალკე.

_ ჰო, მაგრამ საქმის კურსში არა ვარ, კონკრეტულად რომელ ნაწილზე ითხოვენ ბოდიშის მოხდას. შესაბამისად, ვერ გაგცემთ ამაზე უფრო ზუსტ პასუხს, _ აღნიშნა ნინო წილოსანმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ რომ,  ნინო წილოსანი  გიორგი გიორგანაშვილისთვის (ბახალა) ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის 8-წლიანი სასჯელის შეფარდებას ფეისბუქზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მისთვის გასაკვირია, რატომ მიუსაჯეს მინიმალური სასჯელი:

საინტერესო, საოცარი და გენიალური საზოგადოება ვართ და რაც მთავარია ყველაფერში პროფესიონალურად გათვითცნობიერებული.

თან გვიკვირს ნარკომანიის მიმართ რომანტიული განწყობები რატომ არის და ამდენი ნარკოდამოკიდებული რატომ ყავს ქვეყანას...

გავიგეთ ბახალა სახელი და უცბად აჭრიამულდა საზოგადოება, ოღონდ არც კი ვიცით რისთვის მიუსაჯეს 8 წელი... თუ 45 აბუ ( 400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა ან ის 843 აბი მძღოლს რომ გამოატანა დიდი მარაგების გასაკეთებლად სჭირდებოდა. მაგრამ არა, ეს შინაარსი ვის აინტერესებს ან კიდევ უარესი თუ დაინტერესდით და მაინც ესეთ ამბავში ხართ...

მე პირადად საწინააღმდეგო კითხვა გამიჩნდა _ წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს , მუხლი ხომ 8-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა?!

P.S და კიდევ, შედარებები რომ მოყავთ სამი კაცის დამჭრელს, ერთი ადამიანის დამჭრელს იგივე როგორ მიესაჯაო, აი აქ ჩანს ზუსტად როგორი რომანტიული დამოკიდებულება გვაქვს ნარკოგამსაღებლების მიმართ და რომ ვერც კი ვაცნობიერებთ იმ სიმძიმეს რასაც ნარკოგამსაღებელი ქვია ...“ _  დაწერა წილოსანმა, რასაც გამოხმაურებები მოჰყვა.

დეპუტატის პოსტს პოსტით უპასუხა გიორგანაშვილის მეუღლემ ანი ჩადუნელმა და წილოსანს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა:

„ქალბატონ ნინო წილოსანს მივმართავთ და მოვუწოდებთ, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საქმის დეტალების მიზანმიმართულად დამახინჯებისთვის.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაანონსებთ, რომ სარჩელს ცილისწამებისთვის სასამართლოში შევიტანთ.

ეს ეხება ყველა სხვა პირსაც, რომლებიც „ბახალას“ საქმესთან მიმართებაში ღირსების შემლახავ სიცრუეს ავრცელებენ!", _ წერს ანი ჩადუნელი.

ამ ფაქტს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტი, „ბახალას“ ადვოკატის, გიორგი მახარაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  ჯაბა ხულორდავას საქმე (843 აბი სუბოტექსი) „ბახალას" საქმესთან კავშირში არაა.

ადვოკატის თქმით, ჯაბა ხულორდავასთან აღმოჩენილ ნარკოტიკებზე ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა და ექსპერტიზის დასკვნით, მასზე გიორგი გიორგანაშვილის კვალი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ჯაბა ხულორდავასა და გიორგი გიორგანაშვილის საქმეები, რომლებიც თავიდან გაერთიანებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაიყო.

 ამავე თემაზე: მინიმალური რატომ მიუსაჯეს" _ დეპუტატ წილოსანის კომენტარი "ბახალას" განაჩენზე და დაპირისპირება ფეისბუქში

დეპუტატ წილოსანს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვენ

"ოცნების" კანდიდატის კომპანიას პროკურატურა სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავება, კერძო პირი კი _ ქონების წართმევას

7 ბინა, 13 კომპანია _ დეპუტატ წილოსანის ქონება და შემოსავლები

"ოცნების" დეპუტატი: ვინმესთვის ნარკოტიკის ჩადებაზე საუბარი პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს

 

 




 ახალი ამბები
  • სეზონის გახსნა შეკვეთილში და უამრავი გახარებული ბავშვი 15 ივნისს შეკვეთილში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციად  ქცეული შეხვედრა სოციალურად დაუცველ ბავშვებთან, ასევე, ბავშვთა სახლების აღსაზრდელებთან არც ამჯერად დარღვეულა. აქ  უამრავ ბავშვს უმასპინძლეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით , ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, ასევე ქალაქიდან,  350 სოციალურად  დაუცველი ბავშვი ესტუმრა ატრაქციონების ქალაქს. აქ მოსვლამდე ბავშვებს დაურიგეს უალკოჰოლო სასმელები და ტკბილეული,   პარკში სეზონის გახსნის შემდეგ კი მათ ყველა გასართობი საშუალებით უფასოდ ისარგებლეს. _ როგორც შევძელით, მოვეფერეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. რაც მთავარია, ბედნიერებაა, რომ გურიაში ასეთი ზღაპრული ადგილი არსებობს, რომელიც სტუმარს და მასპინძელს, დიდს თუ პატარას ერთნაირად იზიდავს. ბავშვების დღევანდელი სიხარული კი ორმაგი სიხარული და ბედნიერებაა ჩვენთვის, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ. ატრაქციონების პარკში ბავშვებს  შეხვედრა მოუწყვეს  ზღაპრების კეთილმა პერსონაჟებმა. პარკის გვერდით მდებარე პარკში "საქართველო მინიატურებში", სადაც  მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები,   გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. გახსნის ღონისძიების მხატვრული ნაწილი მიჰყავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარინა ჯაფარიძეს და ამავე სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელს, მაიზერ ცელაძეს. მათ ბავშვებს, ასევე, აქაურ და უცხოელ სტუმრებს პარკში,  ვირტუალური ხელოვნების მოშველიებით,  სრულიად საქართველო მოატარეს.  ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა  ანსამბლმა კობა დუნდუას ხელმძღვანელობით, ჩვეული მაღალი კლასით წარმოადგინა  საქართველოს ყველა კუთხის  ფოლკლორულ ცეკვათა ერთობლიობა. _ დღეს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს .  ,,ციცინათელა” და მინიატურების პარკი  არის ის ადგილი,  რომელიც ბევრ ტურისტს სასიამოვნოდ გააოცებს. ტურიზმის განვითარება კი  ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია”, –  თქვა სეზონის გახსნაზე  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.             ... ...
  • ვინ ინიშნება სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსადსურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად შალვა პეტრიაშვილი ინიშნება. წყაროს ცნობით, სეს-ის ეროვნული სააგენტოს უფროსი,  ზურაბ ჩეკურიშვილი მას, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს გურიაში. პეტრიაშვილი ჯერ მცხეთაში მუშაობდა ანალოგიურ სამსახურში, შემდეგ კი _ თბილისში. წყაროს ცნობით, პეტრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნინო შეწირულმა გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა წყაროს თქმით, მის გათავისუფლებაზე ხელი მოწერილი არ ... ...
  • "დაიცავი დავით გარეჯი" _ "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზეამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე იწყება "პატრიოტთა ალიანსის" აქცია. როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, აქციის მიზანია დავით გარეჯის დაცვა. აქციას დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, აჭარასა და გურიიდან ჩამოსული ადამიანები ქაშვეთის ეკლესიიდან მსვლელობით ... ...
  • „თუ გინდათ საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ილიაუნი საუკეთესო ადგილია“დღეს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთელ  აბიტურიენტებს შეხვდნენ.  პრეზენტაციაზე ისაუბრეს ზოგადად პროფესიის არჩევის შესახებ, თუ რა პროგრამებს და სწავლის გარე აქტივობებს ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა ახალგაზრდებს ვრცლად ესაუბრა ილიაუნის გაცვლითი  პროგრამების შესახებ,  თუ რამდენ ქვეყანაში აქვთ ის.  ასევე,  თქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის  მიხედვით, მობილობების  მაჩვენებლი ყოველ წელს  უკეთესობისკენ  იცვლება. ისაუბრა, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყნებში  აქვთ  საბაკალავრო პროგრამები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების შესახებ, სადაც, აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს თუ გადალახავს,  სრულად ექნება სახელმწიფო დაფინანსება. _ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროგრამებს. უნივერსიტეტი მრავალი კუთხით არის პირველ ადგილზე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ამიტომ თუ გსურთ საზოგადოება  შეცვალოთ  უკეთესობისკენ,  ილიაუნი   საუკეთესო ადგილია, _ თქვა მან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, წარმოშობით ოზურგეთელმა ნინო დობორჯგინიძემ „გურია  ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი აბიტურიენტთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა ილიაუნის ოთხი ფაკულტეტის, პროგრამების და ყოველივე იმის შესახებ, რაც უნივერისტეტს გააჩნია, რაც აბიტურიენტებს აინტერესებთ. _მთელ საქართველოში დავდივართ. ახლა დასავლეთში ვართ, ხვალ ფოთით ვასრულებთ აბიტურიენტებთან  შეხვედრებს, _ გვითხრა ... ...
  • შშმ პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი: „ჩვენ გვსურს ყველა ღონისძიებაში ჩავერთოთ“14 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასრულების  აღსანიშნავი ღონისძიება შედგა. საზეიმო შეხვედრას, რომელიც  პროექტის მონაწილემ, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გახსნა, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირთა ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. _ პროექტმა, „ჩვენ შეგვიძლია“,  რომელიც განათლების სამინისტროს მიერ გახორციელდა, ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აგრძნობინა თავი საზოგადოების წევრებად. ცალკე დგომით  ვერავინ ვერაფერს შეძლებს, ძალა  ერთობაშია.  წავიდა  ის დრო, როცა არსებობდა რაღაც სტიგმა, რომ შშმ პირები უნდა ყოფილიყვნენ სახლებში.  ადაპტირებული, მორგებული გარემო  უნდა იყოს ირგვლივ ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით  კი მათთვის,  _ თქვა გოგა ჩანადირმა და მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელ პირებს იმის გამოც, რომ სწორედ მათი ძალისხმევით, გურია ხდება  რესპუბლიკაში პირველი, ვინც ასე აზარტულად შეუდგა ამ საქმის კეთებას. „სლოგანი _ „ჩვენ შეგვიძლია“ მასშტაბურად მოედო მთელ გურიას, მთელ საქართველოზე ასე გავრცელდება“, _ თქვა მან. კვირეულის განმავლობაში ჩატარებულ შეჯიბრში გამარჯვებულები გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ  დააჯილდოვა. პირველი ადგილი ნარდში ასაკით ყველაზე უფროსმა შშმ პირმა, ჩოხატაურელმა იამზე კეკელიძემ დაისაკუთრა.  ყველა  გამარჯვებულს გადაეცა ჯილდო.  სცენაზე ავიდნენ სამივე მუნიციპალიტეტის შშმ პირები. შეასრულეს სხვადასხვა მხატვრული ნომრები. იგრძნობოდა მათი საოცარი, ემოციური ერთიანობა. _ ჩვენ დღეს უსაზღვროდ ბედნიერები  ვართ.  გვინდა, მომავალში, გამოყოფილი არ ვიყოთ მხოლოდ შშმ პირთა ღონისძიების სახელწოდებით და ჩართული ვიყოთ ნებისმიერ ღონისძიებაში, _ ემოციურად ისაუბრა შშმ პირმა თამუნა ლურსმანაშვილმა. მის გამოსვლას დარბაზში ოვაციით  შეხვდნენ. ღონისძიების დასასრულ, უჩვენეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოფილმი.  ყველამ ერთად კი  შეასრულა საფინალო სიმღერად მოაზრებული: „ჩემი საქართველო აქ ... ...

არქივი

ზაფრანი

რომელი ნაყინი არ ასუქებს

იყო დიეტაზე არ ნიშნავს იმას,...

რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს

ყველა დიასახლისისათვის ყოველდღიურად ხახვის დაჭრის...

აღმოჩენილია თამბაქოს სიყვარულის გენი

ცოტა ხნის წინ იაპონელმა ექიმებმა...

საინტერესო ცნობები ალკოჰოლის შესახებ

მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის...

რა ზიანი მოაქვს ვადაგასულ კოსმეტიკას

მეცნიერების გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ქალბატონები,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...