"საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან ორის გათვალისწინებას გეგმავს"

პოლიტიკა

"საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან ორის გათვალისწინებას გეგმავს"

2019 აპრ 18 12:32:14

საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან ორის გათვალისწინებას გეგმავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კერძოდ, საუბარია საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნისა და ინტერესთა კონფლიქტის რეკომენდაციებზე.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც არჩილ თალაკვაძის თქმით, პოლიტიკური ხასიათის არის, მათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს განიხილავენ.

„უმრავლესობის მეორე სამუშაო შეხვედრა დასრულდა, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უკავშირდებოდა. როგორც პირობა დავდეთ, ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და კანონპროექტში ავსახავთ. უკვე დღესვე განახლდება კანონპროექტის განხილვა. ხოლო ის რეკომენდაციები, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, იქნება განხილული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს.

კერძოდ იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ და მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს. კიდევ უფრო დეტალურად გავწერთ კანონპროექტში. პრაქტიკულად ეს რეკომენდაცია სრულად შესრულდება. მეორე საკითხი ეხებოდა გამოცდის თემას. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია პირდაპირ არ მიგვითითებდა, რომ გამოცდა გაგვეუქმებინა. გვეუბნებოდა, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია გამოცდის ამოღებაც კრიტერიუმებიდან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც არის კანდიდატი, არ უნდა მონაწილეობდეს პროცედურებში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას და ნომინირებას უკავშირდება. ასევე, დამატებით, სხვა სიტუაციებიც გასათვალისწინებელია, მაგალითად, როდესაც მეუღელე ან ახლო ნათესავია კანდიდატი.

1tv.ge




 ახალი ამბები
  • ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვესლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვეს. მას მეორე დღეა, რაც ეძებდნენ.  „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • 16 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ექსკურსიაზე მყოფ მოსწავლეს, რომელსაც გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. რეინჯერების ინფორმაციით, ცნობილია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა, რთული მდებარეობის გამო, ადგილამდე მიღწევა ვერ ხერხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამძებრო სამუშაოების დასასრულებლად მდინარეს კალაპოტი უნდა შეუცვალონ. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის მოზარდს ფეხი დაუცდა და დინებამ წაიღო. ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მშობლები ლაგოდეხის პოლიციაში წუხელვე გამოჰკითხეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. მასში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოს ხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ ... ...
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...