„ოცნების“ დაშლა დღის წესრიგშია“ _ ექსპერტი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

პოლიტიკა

„ოცნების“ დაშლა დღის წესრიგშია“ _ ექსპერტი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

2018 ნოე 2 14:54:01

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ გურია ნიუსი“ პოლიტიკის ექსპერტ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

_ ბატონო სოსო, საზოგადოების დიდმა ნაწილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებივი როლის დაკნინება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო სტრატეგიამ გამოიწვია, რომელმაც ხალხს სასურველი კანდიდატის  არჩევის საშულება არ დაუტოვა?

_ დღეს „ქართული ოცნება“ იმკის იმ ნაყოფს, რომელსაც მთელი ექვსი წლის განმავლობაში თესავდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ბინძური არჩევნები. გრიგოლ ვაშაძის გუნდმა სწორი ტაქტიკა აირჩია, მმართველმა პარტიამ კი ძალიან სარისკო პოზიცია დაიკავა, როდესაც საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების საფრთხეებზე დაუწყო ლაპარაკი.

„ქართულ ოცნებას“ არ აქვს მიზნად საზოგადოების შემორიგება, საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩასა და დაპირისპირებას ითხოვენ, რამაც რამდენიმე არჩევნებში იმუშავა, მაგრამ დღეს ვერ იმუშავებს. ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ტურში ამოწურა საკუთარი რესურსი. დღეს ხალხი ვერ აკეთებს არჩევანს. ადამანები ამბობენ, არცერთი კანდიდატი მომწონს, მაგრამ მეშინია „ნაციონალების“ დაბრუნებისო.

_“ნაციონლური მოძრაობის“ შიში ამომჩევლის ნაწილს აღარ აქვს, რაც არჩევნების პირველ ტურში დადასტურდა, თუმცა გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვვაში,  სამოქალაქო ომის  დაწყების საფუძველს ხედავს მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი. იზიარებთ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებას მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშრებით? აღნიშნულს აფასებთ „ქართულ ოცნების“ პიარსტრატეგიად თუ რელურ საფრთხედ?

_ გედევან ფოფხაძე არ არის პოლიტიკოსი და მითუმეტეს, ავტორიტეტი. მისი ნათქვამი გრიგოლ ვაშაძის პიარკამპანია უფროა, ვიდრე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადება. რა თქმა უნდა, ეს განცხადება საზოგადოების დაშინების მეტს არაფერს ემსახურება.

_ ბატონო სოსო, ცესკოს მონაცემების მიხედვით, 2013  წლის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდმჭერი 354 103 ამომრჩეველი იყო,  2018  წელს კი ეს ციფრი 601 209-მდე გაიზარდა. როგორ ფიქრობთ, ამომრჩველი, „ქართული ოცნების“ შეცდომების ფონზე, ალტერნატივას კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს?

 _ ეს ყველაფერი განაპირობა „ქართული ოცნების“ დილეტანტიზმმა. განსაუთრებულად, წყალგამყოფ ხაზად იქცა 2016 წლის არჩვნები, როცა კოალიცია  ინტლექტუალურმა ძალებმა დატოვეს.

გადამწვეტი ფაქტორია სოციალური პრობლმები, დღითიდღე იზრდება გადასახადები. ნაცვლად იმისა, რომ ეყანაში სტაბილური მდგომარეობა ყოფილიყო და ბიზნესისთვის მეტი თავისუფლბა მიეცათ, ლარი უფასურდება და ინვესტიციები მცირდება. დღეს ამომრჩველი დაბნეულია, არ იცის, რომელ პარტიაში ეძებოს ალტერნატივა. ამ დაბნეულობის სათავე კი „ქართული ოცნებაა“.

ქუჩაში ხალხს რომ ჰკიხოთ, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც პარტიის ლიდერი აღმშენებლობაზე საუბრობს, რბილად რომ ვთვათ, გაცინებათ. ქვეყნისთვის  ერთპიროვნული მმართველობა ტრაგედ.

_ „ქართული ოცნება“ მეორე ტურისთვის საგანგებოდ ემზადება. დღეს ის დეპუტატები, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ სალომე ზურაბიშვილს, უფრო ღიად აცხადებენ, რომ პარტიას საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყოლოდა. როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნებისთვის“ საპრეზიდენტო  არჩევნების მეორე ტურში ზურაბიშვილის დამარცხება ალიანსის დაშლის მომასწავებელია?

_ მმართველ პარტიაში დიდი ხანია კრიზისია და ბუნებრივია, არჩევნების შედეგებმა ალიანსის შესაძლო დაშლის საკითხი დღის წესრიგში დააყენა. 

„ქართული ოცნება“ ერთ თვეში ვერაფერს შეცვლის, დაპირებების შესრულება დამარცხების შემდეგაც შეუძლიათ. მმართველი პარტია საკუთარი შედეგების მძევალია. ნებისმიერი ცივილიზებული პარტია შინაგანად დამარცხების შანსს უნდა უშვებდეს. ჩერჩილი და მერკელი დამარცხდა, სალომე ზურაბიშვილი ვინ ჰყავთ ასეთი დაუმარცხებელი?!




 ახალი ამბები
  • მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდამასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 20000 პრაქტიკოსი, 5000 კი მასწავლებლობის მსურველია. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებენ და სტატუსს აიმაღლებენ, 2019 წლის სექტემბრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების სურვილი, ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. ამის სურვილი უკვე ასეულობით პედაგოგმა გამოთქვა.  გამოცდა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება. 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაცია 24 მაისს 18 საათზე ... ...
  • დავით ჭიჭინაძე ახალ პარტიას ქმნისმმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატი პარტიას ქმნის. დავით ჭიჭინაძე, რომელიც ახლა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის რიგებში ირიცხება „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ივნისის ბოლოს საკუთარ პარტიას შექმნის. ჭიჭინაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გუნდში მმართველი პარტიის ასევე ყოფილ წევრთან, ეკა ბესელიასთან ერთად არ იქნება. ჭიჭინაძის თქმით, მას ბოლო წლებში საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის "ქართული ოცნების" რიგებიდან წასული პოლიტიკოსები შეუერთდებიან. მისი თქმით, მას და ბესელიას სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ. ჭიჭინაძე „კურიერთან“ პარტიის შექმნის თარიღად 22 ივნისს ... ...
  • პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება (R)სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება. ამჯერად, სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ბოხვაურის და გომის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებს სოციალურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და c „ჰეპატიტის“ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ძირითადი პრინციპები გააცნეს. პრეზენტაციები წარმოადგინეს რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, გურიის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა თეა ლომჯარიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა თეა კუპრაძემ. „ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა თითოეულმა მოქალაქემ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, იმ სიკეთეებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. შეხვედრები, რომელიც პრიორიტეტულ საკითხებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართება”,- განაცხადა ზურაბ ... ...
  • 7 თვის ჩვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებსარასრულწოვანი დედის მიერ, სავარაუდოდ, 7 თვის შვილის სავარაუდო მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის ... ...
  • ტაქსის მძღოლები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან ტაქსის მძღოლები რეგულაციების გადავადებას რეგულაციების გადავადებას მერიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე ითხოვენ. ისინი ულტიმატუმს უყენებენ თბილისის მერია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. "ტაქსის მძღოლები თბილისის მერს კახა კალაძეს მივმართავთ: ბატონო კახა, პირველ ივნისამდე გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსის რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც შევა თბილისის ტაქსის ყველა წარმომადგენელი და უახლოეს დროში დაანონსდება მასშტაბური საპროტესტო აქცია. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ოჯახები არ დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე. რეგულაციების მიხედვით, მარჯვენა საჭიანავტომობილებს ხსნიან ბაზრიდან, ასევე გადაღებვა ხდება საჭირო და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტული დრო მოგვეცეს იმისთვის, რომ ამ რეგულაციებს მოვერგოთ", - განაცხადა "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა მძღოლმა ლევან ხუზაურაშვილმა მათივე ინფორმაციით ისინი აპირებენ ითანამშრომლონ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას გადაწყვეტილების მისაღებად დროს პირველ ივნისამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...