ოზურგეთის საკრებულოს პასუხი "ნაციონალურ მოძრაობას" _ რა მისწერა მოშიმშილე დეპუტატებს დარჩიას

პოლიტიკა

ოზურგეთის საკრებულოს პასუხი "ნაციონალურ მოძრაობას" _ რა მისწერა მოშიმშილე დეპუტატებს დარჩიას

2018 ივნ 21 17:29:20

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს და რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს.

ამის შესახებ დავით დარჩიას წერილშია აღნიშნული: "თქვენი 2018 წლის 18 ივნისის #251 წერილის პასუხად, რომლითაც მოთხოვნილია მიმდინარე წლის 21 ივნისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" 2017 წლის 27 ნოემბრის #1 დადგენილების თანდართული რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გაცნობებთ და განგიმარტავთ შემდეგს:

1. წერილში ჩამოთვლილი გყავთ საკრებულოს წევრ ბესიკ ქათამაძეზე "დანაშაულებრივ თავდასხმაში მონაწილე" პირები. ასევე, "თავდასხმის" ადგილზე მყოფი პირები, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, რომელზეც აპელირებთ, რომ "მისი სამსახურებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, უნდა შეესწავლა მომხდარი ინციდენტი და განეხორციელებინა კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება".

თქვენთვის ცნობილია, რომ წერილში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები ახორციელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, რისი დასრულების, შესაბამისი სამართლებრივი შეფასებებისა და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში კომისია იმოქმედებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" 2017 წლის 14 დეკემბრის #12 დადგენილების თანდართული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის "ბ" ქვეპუნტით გასაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. წერილში აღნიშნული გაქვთ, რომ "ისეთ პირობებში, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ხორციელდება მომხდარი ფაქტის სრული იგნორირება, მოგმართავთ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით და ვითხოვთ _ უმოკლეს ვადაში დაინიშნოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაგანავასათვის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი თავმჯდომარის არჩევა; 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარისათვის ეროდი გორდელაძისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახლი თავმჯდომარის არჩევა; 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარისათვის გოჩა კილაძისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი თავმჯდომარის არჩევა."

განვმარტავთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"-ს 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად: "მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; (20.03.2015. #3401 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან); დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში; ვ) დაიკავა ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა; ზ) გარდაიცვალა."

გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში რეგისტრირებული არ არის რაიმე სახის დოკუმენტი, შესაბამისი წერილი ან/და მომართვა, რის შესაბამისადაც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია დაიწყებდა წერილში აღნიშნული პირებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურებს, ზემოაღნიშნული ჩამონათვალისაგან ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძვლით.

3. მიგვაჩნია, რომ მოთხოვნა პარალელურად არაკონსტიტუციურიცაა, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით "ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით."

4. აღსანიშნავია, რომ წერილის პირველ აბზაცში მოყვანილი თარიღი აცდენილია რეალობას. ამასთან, ბუნდოვანი და გაურკვეველია წერილის ბოლო აბზაცში მითითებული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის სამართლებრივი საფუძველი "(ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის პირველი ნაწილის "დ" პუქნტი)."

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ წინამდებარე წერილი (წინადადება) არ შეიცავს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთების სამართლებრივ საფუძვლებს."_ წერს დარჩია.

შეგახსენებთ რომ "ნაციონალური მოძრაობა" რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს და მეოთხე დღეა, ამის გამო საკრებულოს მისაღებში დეპუტატები შიმშილობენ




 ახალი ამბები
  • ქმარმა ცოლი საჭმლის დროულად არ მიტანის გამო გაკოჭა, სცემა და დანით დაჭრა14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მის გამო, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, სასტიკად სცემა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მტავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. როდესაც დაზარალებული  წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა, რა დროსაც ცოლის წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა. ქალი შებოჭილი, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში იყო და ამ დროის განმავლობაში ქმარი მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა. სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ახალციხეში გარყვნილი ქმედებისთვის პაკისტანის მოქალაქე დააკავესახალციხეში 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ქმედების  პაკისტანის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახალციხის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით ... ...
  • გზავნილებიდან მიღებული შემოსავალი სესხის გაცემისას დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარ იქნება„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ვადა არ იცვვლება და ძალაში შედის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. კარგია ის, რომ ინდუსტრია და მარეგულირებელი ისეთ კონფიგურაციაზე შეთანხმდნენ, რომელიც მისი ეტაპობრივი დანერგვის საშუალებას იძლევა“, -ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებელმა განუცხადა. მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად, სესხის გაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, დაუსაბუთებელი შემოსავლების გათვალისწინებაც მოხდება. „რეგულაციების შესახებ არსებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი ვერსია გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის, შემოსავლები, რომლებიც დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, კვლავ იქნება მიჩნეული შემოსავლად და მისი დადგენის სექტორში არსებული პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. ასევე ჩვენთვის პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება ბიზნესის დაფინანსების კუთხით. გარკვეულწილად შეიზღუდება სამომხმარებლო დაკრედიტება და მოექცევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში. საქართველოში მთელი ჯამური შემოსავლის მხოლოდ 45%-ია ხელფასის სახით არსებული შემოსავალი. დანარჩენი ფრაგმენტული, სეზონური და არარეგულარული ბიზნესშემოსავლებია. ასევე ჩვენი კლიენტების შემთხვევაში, დიდი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ გზავნილებს. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინება მოხდა რეგულაციებში. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, რეგულაციებმა სწორი სახე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის დაფინანსებას და ასევე კლიენტების სამომხმარებლო საჭიროებების დაკრედიტებას, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ ოჯახების ფინანსური პრობლემები წარმოიშვას,“- განაცხადა არჩილ ბაკურაძემ. „კრისტალის“ დამფუძნებლის პროგნოზით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ფინანსური სექტორი ზრდას განაგრძობს, მაგრამ ტემპი შენელდება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელება 2019 წლის იანვრიდან ... ...
  • საბერძნეთში ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯესსალონიკის სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის ვადა საქართველოს მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულის ჯამით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Protothema წერს.  სასამართლომ საქართველოს მოქალაქე არალეგალი მიგრანტების ტრეფიკინგის ცხრა შეთხვევაში ცნო დამნაშავედ, რომლებიც 2016-2017 წლებში ხორციელდებოდა. კრიმინალურ დაჯგუფებას, რომლის მეთაური საქართველოს მოქალაქე იყო, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიგრანტები თურქეთიდან სალონიკსა და ათენში გადაჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი პროცედურის დროს, ავარიაში დაიღუპა ირანის მოქალაქე, რომლის საშუალებითაც პოლიციამ დაჯგუფებაზე გასვლა მოახერხა.  საქართველოს მოქალაქესთან ერთად ადამიანების ტრეფიკინგში დამნაშავედ საბერძნეთის ერთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე ... ...
  • "ინტერის" მაისური კახა კალაძისთვის და ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე -"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას „ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანება მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არჩევნების პირველ ტურში წაგების გამო, კახა კალაძე ბაგა-ბაღების დირექტორებს ავიწროებს. ოპოზიციის წარომადგენელმა სხდომაზე მილანის საფეხბურთო ნაკრების „ინტერის“ ფორმა მიიტანა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერს არ ესმის თბილისელების, ამიტომ მას მისივე ენით უნდა დაელაპარაკოს. „თბილისური და ქალაქური არ ესმის მერს და არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ხალხის წინააღმდეგ რომ არის სულ, დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა, დაველაპარაკო. ეს არის მილანის „ინტერის“ ფორმა. „მილანი" და მილანის „ინტერი“ არიან დაპირისპირებულები და კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც "ინტერის" ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც ის უმრავლესობის დეპუტატებისკენგაემართა და სცადა მათთვის მაისური გადაეცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი შეეცადა, ლევან ხაბეიშვილისთვის მისივე მოტანილი მაისური ჩაეცვა.  ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ხველას

ექიმები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას, რომელიც...

ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაწყვილდებიან 2019 წელს?

ვერძი და მშვილდოსანი _ ვერძსა...

„შერიგებული“ ვარსკვლავები

ერთხელ მაინც გაიგებდით ისტორიას იმის...

როგორ ავიცილოთ თავი რთული სიტუაციებიდან

თუ თქვენ ვინმე გიყვირით, შეინარჩუნეთ...

წიწიბურის დიეტა

წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?