ირაკლი კუჭავა: “პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით აზრს კარგავს რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური სპეკულაციები“

პოლიტიკა

ირაკლი კუჭავა: “პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით აზრს კარგავს რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური სპეკულაციები“

29 ივნ. 2020, 18:17:30

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" რიგგარეშე სესიის 29 ივნისის პლენარული სხდომაზე 117 ხმით, საბოლოო - მესამე მოსმენით მიიღო.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა საკონსტიტუციო ცვლილებებზე “გურია ნიუსთან“ საუბრობს.

“საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილება ისტორიულ მნიშვნელობას იძენს რამდენინე გარემოების გამო:

1. საქართველოს უახლეს ისტორიაში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო შელეოდა მმართველი ძალისთვის პოლიტიკურად კომფორტულ საარჩევნო სისტემას. ეს შეძლო “ქართულმა ოცნებამ“;  

2. აღნიშნული ცვლილებით საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად მიახლოებულია პროპორციულთან. ჩამკეტი მექანიზმის ამოქმედებით არცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ვერ მიიღებს ამომრჩეველთა  ხმების 40 % მეტს არ ექნება მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება. ეს პარლამენტის შენადგენლობას ამომრჩეველთა პოლიტიკური სიმპატიებთან მაქსიმალურად მიახლოებულს გახდის.

3. პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით აზრს კარგავს რადიკალური ოპოზიციის  პოლიტიკური სპეკულაციები და ქვეყანა გადადის ნორმალურ საარჩევნი რეჟიმში.

ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ევროკავშირისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებმა რისთვისაც როგორც მერი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე მადლობას ვუხდი. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო გერმანიის ელჩს ბატონ ჰუბერტ ქნირშს, რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული პოლიტიკურად ბეცი და შინაარსით  უხამსი განცხადებების გამო.

ქართველებს კარგად გვახსოვს გერმანიის სახელმწიფოსა და გერმანელი ხალხის მიერ  გაწეული ძალისხმევა ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ წლებში, რიმელიც დღესაც გრძელდება“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ირაკლი კუჭავამ.




 ახალი ამბები
  • ტემპერატურის კლება და მატება _ როგორი ამინდია მოსალოდნელიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 14-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 აგვისტოს +30, +32 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 18 აგვისტოს კი +29, +31 გრადუსამდე ... ...
  • ოზურგეთში მომხდარი ავტოავარიის დეტალები: „ტყემლის ხემ ორი სიცოცხლე იხსნა“13 აგვისტოს, ოზურგეთში მუნიციპალიტეტის სოფლების ოზურგეთისა და ნასაკირალის საზღვარზე მომხდარი ავტოავარიის დროს, რის შესახებაც უკვე ვწერდით, ერთ-ერთ უბანში მსუბუქი ავტომანქანა, ამოყირავების შემდეგ,  იქვე მცხოვრები მოქალაქის ეზოში  გადავარდა. _ამ ტყემლის ხემ ორი ახალგაზრა ბიჭის სიცოცხლე იხსნა. ტყემალი ძლიერი მერქანის მქონე მცენარეა და ადვილად არ ტყდება. ღმერთმა დაიფარა, _  გვითხრეს აქ მცხოვრებლებმა, როცა ადგილზე მივედით. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ოზურგეთის პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. გვითხრეს, რომ  ავტომანქანა ხის ვარჯსა  და ტოტებში  ისე იყო გაჭედილი, შიგ მყოფი ბიჭების ამოყვანა გაჭირვებით მოხერხდა. უფრო უარესი, ფატალური შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო, თუ ხე მოტყდებოდა_ სამიოდე მეტრში, დაბლა,  ოჯახის  პატარა ტბაა, რომელიც, ეტყობა,  პატრონს  საგანგებოდ აქვს მოწყობილი. _იმ წყალში რომ ასე ცხვირით ჩარჭობილიყო ეს მანქანა, ხომ დაიხრჩობოდნენ.  ეს რა უბედურებას გადავრჩით. მანქანას ვინ დაეძებს - ღელავდნენ ადგილობრივები. როგორც შემდეგ დავაზუსტეთ, ახალგაზრდებს სასწრაფო დახმარების  მანქანით საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდათ.  თუ როგორია დღეისთვის ორი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა,   ახლობლები ამბობენ, რომ მათ მოტეხილობები არ აქვთ, მცირე დაზიანების გარდა,  არ დასჭირდათ საავადმყოფოში გადაყვანა და სასწრაფო დახმარების მანქანა უკან წავიდა. შსს  პრესსამსახურიდან, მომხდარის შესახებ,  „გურია ნიუსთან“ ასეთი  კომენტარი  გააკეთეს: „ამ ავარიის დროს მძიმედ არავინ დაშავებულა და არც საავადმყოფოშია ვინმე გადაყვანილი.  გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯარუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული  ნ.ა. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 04 თებერვალს, ნ.ა. გარდაბნის რაიონში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 154,4242 გრ. ნარკოტიკულ საშუალება  „ჰეროინს". სამართალდამცავებმა ნ.ა. 2020 წლის 4 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ სამი ქართველი სტუდენტი გააგრძელებსსაქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში სწავლას სრულად უფინანსებს. 2020-2021 სასწავლო წლის ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული კანდიდატები უკვე გამოვლინდნენ. ესენი არიან: ლანა აჩელაშვილი; ლევან ფავლენიშვილი და  მარიამ კვარაცხელია. ლანა  ბრისტოლის უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით (სასწავლო ტექნოლოგიები და საზოგადეობა) სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ლევანი ედინბურგის უნივერსიტეტში დაეუფლება მაგისტრის ხარისხს საოპერაციო კვლევების განხრით. მარიამი კი ბრაიტონში, სასექსის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. საქართველოს ბანკი სამივე სტუდენტის სრულ ხარჯებს (უნივერსიტეტის გადასახადს, მგზავრობის ღირებულებას, ვიზის საფასურს, სტიპენდიას, რაც მოიცავს საცხოვრებელი ადგილის ქირასაც) დაუფინანსებს. ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამასთან საქართველოს ბანკი უკვე მეშვიდე წელია თანამშრომლობს და სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. “მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარში დავუდგეთ ქართველ სტუდენტებს და უმაღლესი ხარისხის განათლება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. საქართველოს ბანკსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის პარტნიორობა 2013 წელს გაფორმდა და ბანკის მხარდაჭერით ინგლისში  სასწავლებლად უკვე 20 რჩეული სტუდენტი გაემგზავრა. ჩვენ არ ვჩერდებით და კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განათლების მხარდაჭერას, რაც  ჩვენთვის უცვლელი პრიორიტეტია“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, ჩივნინგი 1983 წელს დაარსდა. ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილები, დღესდღეობით კი ჯამში 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია. მაღალი ხარისხის განათლების მსურველებისათვის 2021-2022 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება 2020 წლის 3 სექტემბერს დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - www.chevening.org/georgia/ ... ...
  • სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...