პარლამენტში უვადო მოსამართლეობის კანდიდატ მაია ვაჩაძეს უსმენენ

პოლიტიკა

პარლამენტში უვადო მოსამართლეობის კანდიდატ მაია ვაჩაძეს უსმენენ

7 ოქტ. 2019, 13:13:01

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დეპუტატების კითხვებს ამჟამად კანდიდატი მაია ვაჩაძე პასუხობს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის კითხვაზე, როგორი მმართველობითი ფორმა იყო საქართველოში 2003-2012 წლებში, ვაჩაძემ განაცხადა, რომ ის სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო, თუმცა იყო ავტორიტარული თუ დემოკრატიული, მოსამართლეობის კანდიდატმა არ დააზუსტა.

„დავიწყებ 1999 წლიდან და ვიტყვი, რომ ხელისუფლების გამოწვევა სასამართლოში იყო კორუფცია. როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელსაც უნდოდა ძალიან სწრაფად ყველაფრის შეცვლა, ამ მიზნისთვის იგი უფლებათა დაცვის სფეროში გარკვეულ საშუალებებს ყურადღებას არ აქცევდა. ამას ხელს უწყობდა მმართველობის სტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა. ყველა ამ გამოწვევამ მოიტანა შედეგი, რომელიც სახეზეა იმ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც დღეს უზენაესი სასამართლო იღებს. ის დღეს იხილავს ასობით საქმეს, რომელიც სახელმწიფოს მიმართ ზიანის ანაზღაურების საკითხებს ეხება“, - განაცხადა ვაჩაძემ.

მაია ვაჩაძე მეექვსე მოსამართლეა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ის არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 20 ივლისს ამოეწურა, თუმცა მიმდინარე საქმეების დასრულებამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვადა გაუგრძელა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. წინა დღეების განმავლობაში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უკვე მოუსმინეს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს: შოთა გეწაძეს, მერაბ გაბინაშვილს, თამარ ალანიას, მირანდა ერემაძეს და მამუკა ვასაძეს. 




 ახალი ამბები
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?