პოლიტიკური წონით „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუთანაბრდა _ ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტიკა

პოლიტიკური წონით „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუთანაბრდა _ ვახტანგ ძაბირაძე

2018 ოქტ 29 13:52:33

 2012 წელს გაშვებულ ხელისუფლებას ამომრჩეველი 2018 წელს კვლავ ირჩევს _ რატომ? საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, შესაძლოა, მმართველი პარტიის დაშლის მიზეზი გახდეს _  როდის მოხდება ეს? _ამ და სხვა საკითხზე „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა.

 _ ბატონო ვახტანგ, საპრეზიდენტო არჩვნბის შედეგებმა გვიჩვენა შემდეგი: ხელისუფლებას, რომელიც  2012 წელს  „ქართულმა ოცნებამ“  სახლში გაისტუმრა, 2018 წელს ამომრჩეველი კვლავ ირჩევს. ამ შედეგის მიღება  სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურამ განაპირობა თუ „ქართულ ოცნებამ“, რომელსაც, სავარაუდოდ, ამომრჩეველი აღარ ენდობა?  

_ მეორე ტური რომ იქნებოდა დარწმუნებული ვიყავი. ბუნებრივია, ამ შედეგების მიღებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ქართულ ოცნებას“ და არა, ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.

არ შეიძლება ხელისუფლება ღიად წავიდეს ფალსიფიცირებაზე. მმართველმა პარტიამ თავიდანვე არასწორი გზა შესთავაზა ხალხს, როცა შეეცადა, ამომრჩეველი დაერწმუნებინა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო _ რა თქმა უნდა, ეს აღიზიანებს მოსახლეობას.

ფაქტობრივად, ხალხი არ მივიდა არჩევნებზე, რადგან მათთვის სულ ერთია, „ქართული ოცნება“ იქნება  ხელისუფლებაში თუ „ნაციონალური მოძრაობა“.

_  ამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური წონით „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუთანაბრდა?

_ ფაქტობრივად, პოლიტიკური წონით ერთმანეთს გაუთანაბრდნენ. „ქართული ოცნების“ რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი  პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს. თუნდაც არჩევნების დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა ეგზიტპოლის შედეგი, რომლის მიხედვით, არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი 52%- ით იგებდა, ამის შემდეგ კვლავ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ  მეორე ტური იქნებაო, ეს უკვე არასერიოზულია და პოლიტიკურად წაგებული თამაშია.

_ საპრეზიდენტო არჩევნმდე რამდენიმე დღით ადრე, არაერთი ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელებმაც  ბიზნესზე ზეწოლის, ელიტური კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის ფაქტები გამოიტანა გარეთ. მათ შორის, გამოქვეყნდა მირზა სუბელიანის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი, რომელმაც,  სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებს ახადა ფარდა.

როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველზე ამ ფარულმა ფარულმა ჩანაწერებმაც მოახდინა ზეგავლენა?

_ ამ ჩანაწერებმაც მოახდინა გავლენა, მაგრამ ამაზე დიდი გავლენა იმ ორმა პრესკონფერენციამ მოახდინა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა.

ამ საარჩევნო კამპანიას რომ ვუსმენდი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ „ქართული ოცნება“ თავად  ცდილობდა არჩევნების წაგებას. ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ, საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ იყო მიმართული.

როდესაც ოთარ ფარცხალაძის გამართლებას ცდილობს და  ამბობ, რომ ბიზნესმენები ჩემთან მოდიოდნენ და სასამართლოს გვერდის ავლით ვალაგებდი საქმეებსო, ეს კატასტროფაა.

იმ ფონზე, როცა  ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, ბიძინა ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველია, რასაც სახელი არ გააჩნია.

_ „ქართულ ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას ბევრი ეწინაღმდგებოდა. ბოლოს, გვახსოვს ივანიშვილმა  როგორ დაუქნია ხელი, ე.წ. „კეკლუც თანაგუნდელებს“, მხარი დაუჭირეთ  მის კანდიდატურასო.

ახლა, როცა თანაგუნდელების ნაწილი იმედგაცრუებულია,  საპრეზიდენტო არევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვბა, შესაძლოა, კრიზისის გამომწვევი და საბოლოო ჯამში, მმართველი პარტიის დაშლის მიზეზი გახდეს?

_ ახლა თუ დაიწყო დაშლა, საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტო არჩევნებში გადაიზრდება, რაც არ აწყობთ.  საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ეს პროცესი შეიძლება გაზაფხულზე დაიწყოს. „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გააყალბოს მეორე ტური, რადგან მათთვის გაყალბება გაცილებით უფრო კატასტროფული იქნება, ვიდრე არჩევნებში დამარცხება.

ფაქტი ერთია, არჩევნები პოლიტიკურად უკვე მოგებული აქვს გრიგოლ ვაშაძეს. გააჩნია როგორი აქტივობა იქნება მეორე ტურში.

თუ პირველი ტურის არჩევნებს შევაჯამებთ, პირველად აგიტატორების ასეთი მობილიზება  2010 წელს  გიგი უგულავამ გამოიყენა. „ქართულ ოცნებას“ ახალი არაფერი გამოუგონებია, ეს ყველაფერი _ „კარუსელები“ და ა.შ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...
  • ოზურგეთელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა რობოტიქსის ვორქშოფში მიიღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები თბილისის ტექნოპარკს სტუმრობდნენ. 25-მა ახალგაზრდამ რობოტიქსის ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა _ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, სტარტ-აპების შესაძლებლობების და ტექნო პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ. პროექტი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ ხორციელდება. ეს, ახალი ტექნოლოგიების პროგრამის ფარგლებში, დეპუტატის ბიუროს მიერ ჩატარებული მეორე აქტივობაა, რომელიც ონლაინ პლატფორმით ორგანიზდება. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში, პირველი საჯარო სკოლის განახლების პროექტში ტექნოლოგიური ცენტრის შექმნაც არის გათვალისწინებული, რომელიც ტექნოპარკის კონცეფციაზე დაყრდნობით ... ...
  • გურიაში გათოვდა _ მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწიამარტის ბოლოს გურიაში თოვლი მოვიდა. თოვლმა, ბარში უკვე დაფარა მიწა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს. გურიაში ამ წუთებშიც ... ...
  • ლადო აფხაზავა ფინალის წინ გულშემატკივრებს მიმართავს: "დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია""მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი სოციალურ ქსელში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ წუხელ, გვიან ღამით გამოაქვეყნა. მსოფილიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელებული გურული მასწავლებელი უკვე დუბაიშია და ფინალს ელოდება: "მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.  მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ წერს აფხაზავა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ დღეს უნდა გამოვლინდეს. პრიზი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში განალთების მინისტრიც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...