"პრემიერის განცხადება სწორია, თუმცა, ამ მოლაპარაკებისთვის არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი"

პოლიტიკა

"პრემიერის განცხადება სწორია, თუმცა, ამ მოლაპარაკებისთვის არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი"

30 სექ. 2020, 17:49:02

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, სწორია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თქმით, „საქართველო მზადაა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში უმასპინძლოს“.

როგორც მან განაცხადა, თუ ასეთი მოლაპარაკებები გაიმართება, მასში ბუნებრივად ჩაერთვება თურქეთიც და რუსეთიც. ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, ამ ოთხეულისთვის თბილისი მისაღები არ იქნება, როგორც მოლაპარაკების ცენტრი.

„ვფიქრობ, რომ სწორი განცხადებაა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკება კარგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს მოლაპარაკება შედგა, თბილისში გაიმართოს და არა სხვა რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, ამ მოლაპარაკებებისთვის ჯერ არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი. თურქეთი ღიად აკეთებს განცხადებას, რომ გვერდში დაუდგება აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების დროს და მოლაპარაკებების მაგიდასთანაც, ხოლო რუსეთ-სომხური ურთიერთობები მშვენივრად ვიცით, ანუ, თუ მოლაპარაკებები გაიმართება, ამ მოლაპარაკებებში ბუნებრივად ჩაერთვება თურქეთიც და რუსეთიც. ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ამ ოთხეულისთვის თბილისი მისაღები იყოს, როგორც მოლაპარაკების ცენტრი. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, განცხადება სწორად არის გაკეთებული. მზად უნდა ვიყთ, რომ მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად, რადგან თუ ეს დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, გავლენას მოახდენს არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანზე, არამედ ჩვენს მდგომარეობაზე, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და ასევე, სუვერენული თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ დაინტერესებული უნდა ვიყოთ, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს“,-აცხადებს ძაბირაძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, შესაძლოა, რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას შეეცადოს.

„არსებობს ჩვენთვის ერთი სახიფათო სცენარი- რამდენიმე თვის წინ სომხეთ-აზერბაჯანს შორის დაპირისპირება საქართველოსთან ახლოს მოხდა და არა მთიან ყარაბაღში, თუმცა დროულად მოგვარდა. თუ ამ კონფლიქტიდან რუსეთს რაიმე ხელს აძლევს, ეს არის ის, რომ კონფლიქტი და ეთნიკური დაპირისპირება გადმოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს პრობლემები 80-90-იან წლებშიც იყო, თუმცა მოხერხდა კონფლიქტების ლოკალიზება და თავიდან აცილება, თუმცა სიმპტომები უკვე ჩანს. თუ ეს ხანგრძლივი კონფლიქტი იქნება, შესაძლოა ამას საქართველოს ტერიტორიებზე პრობლემებისა და დაპირისპირების გადმოტანა მოჰყვეს“,- ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება არ უნდა სურდეთ, რადგან მათზეც ნეგატიურად აისახება.

„არ მგონია, რომ დღეს რუსეთსა და თურქეთს ამ კონფლიქტში ფართომასტაბიანი ჩართულობა აწყობდეთ, რადგან გარდა იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდება, ეს ამ ქვეყნების ეკონომიკაზეც იმოქმედებს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, თუ ისინი ღიად ჩაერთვებიან ამ კონფლიქტში, მითუმეტეს, თუ საუბარი იქნება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე, ეს ჩვენთვისაც კატასტროფა იქნება. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყანა, რასაც დამატებით პრობლემები მოჰყვება. ამიტომ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში რუსეთი და თურქეთი უფრო მეტად დაინტერესებული უნდა იყვნენ კონფლიქტის დარეგულირებით და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ისინი ნაბიჯების გადადგმას შეეცდებიან“, _ აცხადებს ძაბირაძე.

წყარო: ინტერპრესნიუსი




 ახალი ამბები
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.  შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...
  • ხმაური ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური იყო. კლინიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახრეხებდა სასწარაფო დახმარების მიერ გადმოყვანილი პაციენტის მიღებას. პაციენტის ახლობლებს, რომლებიც კლინიკასთან იმყოფებოდნენ, მედიკოსები განუმარტავდნენ, რომ ადგილის არ ქონის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ. ხმაური და კამათი "მედალფასთან" რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ბოლოს საქმეში კლინიკის ხელმძღვანელის რეზო კვერენჩხილაძის ჩარევის შემდეგ, პაციენტი, რომელსავ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აღენიშნებოდა, სტაციონარში მოათავსეს. "მედალფას" კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე პაციენტის ახლობლებს შეხვდა და მათ განუმარტა, რომ შეყოვნება იძულებით იყო. "კლინიკაში გვიწევს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი, იმ ზონაში სხვა პაციენტს ვერ მოვათავსებთ. სანამ ქალბატონს მოიყვანდა სასწრაფო, მანამდე მივიღეთ 44 წლის მამაკაცი, უმძიმესი მდგომარეობით. მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახლა გათავისუფლდა ადგილი და პაციენტს მივიღებთ. ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ომში ვართ, ექიმები წინა ხაზზე არიან. გაგვიგეთ, რომ იქნება დაყოვნებები, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ", - თქვა კლინიკის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...