პრემიერის საგანგებო ბრიფინგი _ მერაბ ჭანუყვაძე თანამდებობაზე რჩება

პოლიტიკა

პრემიერის საგანგებო ბრიფინგი _ მერაბ ჭანუყვაძე თანამდებობაზე რჩება

26 ივლ. 2018, 11:12:41

დილით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ არ დაადასტურა.

რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მერაბ ჩანუყვაძე თანამდებობაზე რჩება.

ბახმტაძის ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

თანამდებობებს ჭანუყვაძესთან ერთად შეინარჩუნეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ ჭანუყვაძის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდი ნაწილი წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო.

ამავე თემაზე: დაგვრჩა მარტო ფაროსანა" _ რას წერენ გურიის გუბერნატორის გათავისუფლებაზე სოციალურ ქსელში




 ახალი ამბები
  • „ჯუსოს მეღვინეობამ“ თიბისის მხარდაჭერით სოფელ შილდაში ვენახები გააშენა (R)ლაშა ხვედელიძე საოჯახო მარანს  პაპის ტრადიციების დაცვით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უძღვება. „ჯუსოს მეღვინეობა“ არტიზანულ, ნატურალურ  ქვევრის ღვინოს აწარმოებს ქართული ტრადიული წესით და მომხმარებელს რამდენიმე სახის  ღვინოს სთავაზობს, მათ შორის არის რქაწითელი, მწვანე, საფერავი და ცოლიკოური. 3 წელიწადში „ჯუსოს მეღვინეობის“ ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ჩამონათვალს წითელი ბუდეშურისგან და ქისისგან დამზადებული  ქვევრის ნატურალური ღვინო დაემატება. სწორედ ყურძნის აღნიშნული ჯიშები გააშენა „ჯუსოს მეღვინეობამ“ ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თიბისის შეღავათიანი აგროსესხის ფარგლებში. სოფელ შილდაში  ვენახები 4.5 ჰა ფართობზე გაშენდა. „ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ქვევრის ღვინის წარმოება.  ჩვენს მცირე მარანში წლიურად 10-13 ტონამდე ყურძენი იწურება და ქვევრში ღვინის დაყენების მთლიანი პროცესი, დაწურვიდან ბოთლში ჩამოსხმამდე, ჩემი, ჩემი ძმის და ჩვენი მთავარი მეღვინის გიორგი ბარისაშვილის მნიშვნელოვანი ჩართულობით წარიმართება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატურალური ქვევრის ღვინის დაყენება და რაც მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. მსურს გამოვარჩიო “ჯუსოს მეღვინეობის” კოსტაფეს (რქაწითელი-ქისი-მწვანე-ბუერა) ჩამოსხმა, რომელიც   ჩვენი პაპის ჯუსო მეზვრიშვილის  60 წლის წინ გაშენებული ვენახებიდან მოდის,“   - ამბობს „ჯუსოს მეღვინეობის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლაშა ხვედელიძე. გარდა კომპანიის სახელისა, ჯუსო პაპისგან ბევრი ისტორიაც დარჩათ, რომლითაც ოჯახი ამაყობს. მაგალითად, ის რომ ჯუსო მეზვრიშვილი საგარეჯოს რაიონში სახელგანთქმული მეღვინე იყო და მას საბჭოთა კავშირში ცნობილი ქართული ღვინის „მშობლიური 8 ნომერის“ დამზადების ისტორია უკავშირდება. ჯუსოს მარანი მოიცავს  18 ქვევრს (ჯამში 17 ტონის) და სადეგუსტაციო სივრცეს სტუმრებისათვის.  ყოველწლიურად 7-დან 10 ათასმდე ბოთლ ღვინოს ასხამენ, რომელიც წარმატებით გადის ექსპორტზე აშშ-ში, გერმანიასა და იაპონიაში. ახალგაშენებული ვენახებიდან ყურძნის მოსავლის მიღების შემდეგ „ჯუსოს ღვინის“ წარმადობა და შესაბამისად, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც გაიზრდება. მანამდე კი, ვისაც ჯერ არ გაგისინჯავთ, „ჯუსოს ღვინოების“ შეძენა სხვადასხვა ღვინის მაღაზიებსა და ღვინის ბარებშია შესაძლებელი. ... ...
  • გურიაში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი, ნინო შეწირული იბრძოლებს გურიაში, 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი კანდიდატი, ნინო შეწირული  მიიღებს, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსთან“ შეწირულმა თავად დაადასტურა.. _ მივიღებ მონაწილეობას ამ არჩევნებში.  გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვიყრი კენჭს. 1-ლი ნოემბრიდან   ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა ჩვენი რეგიონისთვის, სხვა გზა არ გვაქვს, _ გვითხრა შეწირულმა და განმარტა, რომ  სავარაუდოდ, მის  კანდიდატურას 20 აგვისტოს წარადგენს  პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ . აღნიშნული პარტიის წევრები არიან ის დეპუტატები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, გედევან ფოფხაძე.  თავმჯდომარე კი ბექა ნაცვლიშვილია. _ მე გავეცანი მათ პროგრამას და ძალიან ახლოა ყველაფერი ჩემს პრინციპებთან, _  აღნიშნა  შეწირულმა. ნინო შეწირული ოზურგეთში ცხოვრობს. 33 წლისაა. შეწირულმა დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. მუშაობდა   სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად,   2016-2018 წლებში იყო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შტაბის უფროსი აჭარა-გურიის რეგიონში.  ახლა კი ოზურგეთში, შპს „ვასაძის პურის“ წარმოების უფროსად ... ...
  • აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "გირჩის" ლიდერის ანგარიშებს ყადაღა დაადოაღსრულების ეროვნულმა ბიურომ "გირჩის" ლიდერის ანგარიშებს, ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო ყადაღა დაადო. "მე მაქვს რამდენიმე ჯარიმა მათ შორის 2000 და 3000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც დამაკისრეს ორი წლის წინ. აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს დილით განცხადება გავავრცელე და დავასახელე საკუთარი თავი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. ასევე მაქვს შანსი, რომ ვიყო ერთიანი ოპოზიციური კანდიდატიც. ამ ყველაფერს პირდაპირ ვუკავშირებ ამ ამბავს იმიტომ, რომ მეტი ფანტაზია "ქართულ ოცნებას" არ აქვს და პირველი რაც მოიფიქრეს არის ის, რომ ფინანსური პრობლემები შემიქმნან, ამიტომ ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე", _  განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ... ...
  • ივლისში დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა -გადაზიდვის 24 ფაქტი გამოავლინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის 24  ფაქტი, მათ შორის 3 ფაქტი გამოვლენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად. გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 33 280 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 136 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ... ...
  • "სვანეთში ვირუსის გავრცელებამ დაადასტურა, რომ დოღის გადადების გადაწყვეტილება იყო სწორი "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა სვანეთში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ბახმაროში ტრადიციული დოღისა და სახალხო დღესასწაულის გადადებას აფასებს. "სვანეთში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წელს ბახმაროში, მრავალათასიანი სახალხო დღესასწაულისა და ტრადიციული დოღის გადადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი და რაციონალური. გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებამ, ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქეს გული დაწყვიტა, მაგრამ ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის მთავარი. იმედია, მომავალ წელს, ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, კვლავ შევიკრიბოთ ბახმაროში და გავმართოდ, როგორც სახალხო დღესასწაული, ისე ტრადიციული დოღი", _ წერს ირაკლი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...