პრეზიდენტი: შავი პიარის ტალღა ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა

პოლიტიკა

პრეზიდენტი: შავი პიარის ტალღა ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა

2018 აპრ 18 23:18:54

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით მოვლენებს გამოეხმაურა. მარგველაშვილის თქმით, შავი პიარის ტალღა "ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა“. ამის შესახებ პრეზიდენტმა შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, პროფკავშირების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს უპასუხა. მის კომენტარს 1tv ავრცელებს.

„ამ რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებამ იხილა და ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა. ამ მიმართულებით რა უნდა დაიხვეწოს, ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები და დავხვეწავთ კიდევ. კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა საზოგადოებამ შავი პიარის ტალღის ამაზრზენი დასაწყისი და საცოდავი დასასრული. ალბათ ამგვარი რამ კიდევ იქნება. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვცხოვრობთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა სახელმწიფო უწყებები და მათთან ერთად ქართული ოცნება და ევროპული საქართველო, პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის წარმოებაში დაადანაშაულა. აბაშიშვილს დეპუტატებმა უპასუხეს.

პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხი ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკლელობის შემდეგ მორიგი განხილვის საგანი გახდა. გაირკვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე წარსულში ნასამართლევი და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმარია. მისი შეწყალების მიზეზები გიორგი მარგველაშვილმა 16 აპრილს ბრიფინგზე განმარტა და ძალადობაში ბრალდებულთა შეწყალების პროცესი დროებით შეწყვიტა, თუმცა ოპოზიცია და უმრავლესობა პრეზიდენტს მომხდარზე პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებში ადანაშაულებს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე, 3655 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხადა.




 ახალი ამბები
  • ტრაგედია კახეთში-ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლატრაგედია დატრიალდა ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სამივე მათგანი სოფელ ველისციხის მკვიდრია. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძებო ... ...
  • როგორია გოგოს მდგომარეობა, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად მტკვარში გადავარდაქვიშხეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, მარიანა ქორიძე, მცხეთაში, ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „გურია ნიუსს“ კლინიკის ხელმძღვანელმა, დავით ლოლაძემ უთხრა, დაშავებული სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია. „სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, რეანიმაციაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა“,_ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი. ავტომობილი, რომლითაც ოჯახი, მგზავრობდა მდინარეში გადავარდა. შემთხვევას 4 ადამიანი, მამა და სამი შვილი ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი- უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. 29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე ... ...
  • რას წერდა ავარიამდე გოგო, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად მტკვარში გადავარდა მარიანა ქორიძემ, რომელიც ქმართან და შვილებთან ერთად ქვიშხეთთან ავტომანქანით მტკვარში გადავარდა, ტრაგედიამდე  ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პატარას დაბადების დღეს ულოცავდა. "ჩემს თამარას, ჩემს ,,უკრაინკას" ვულოცავ დაბადების დღეს. ჩემო სიხარულო, შენს ბუთქუნა ვარდისფერ ლოყებს რა დამავიწყებს. ძალიან მიყვარხარ, მინდა ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი გქონდეს", _ წერდა მარიანა. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ქვიშხეთთან მოხდა. ოჯახმა ბაკურიანში შვილის დაბადების დღე აღნიშნა და სახლში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა და ავტომანქანა წყალში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მამა შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა, მარიანა კი უმძიმეს მდგომარეობაში ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია მარიანას გარდაცვალების შესახებ. "გურია ნიუსი" იზიარებს ოჯახის უდიდეს ტრაგედიას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ... ...
  • ტრაგედია ქვიშხეთთან _ დაღუპულია მამა და სამი ბავშვიწუხელ საშინელი ავარია მოხდა ქვიშხეთთან.  მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც დედ-მამა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა. მამა ბაქარ ბანძელაძე შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა _ ბაქარი წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს, ვერც ბავშვების, ორი ბიჭუნას და ერთი გოგონას გადარჩენა მოხერხდა. დედა, მარიანა ქორიძე უმძიმეს მდგომარეობაში მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია დედის გარდაცვალების შესახებაც, რომელიც, როგორც გაირკვა სიმართლეს არ შეესაბამება. ოჯახი ბაკურიანიდან ბრუნდებოდა, სადაც პატარა გოგონას დაბადების დღე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...