რა აკავშირებს სუბელიანს სოზარ სუბართან და ვისი კადრია მირზა სუბელიანი

პოლიტიკა

რა აკავშირებს სუბელიანს სოზარ სუბართან და ვისი კადრია მირზა სუბელიანი

2018 ოქტ 19 14:40:38

რა აკავშირებს პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს  მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროს სოზარ სუბართან?_ სკანდალურ ჩანაწერებში, რომელიც მედიის საშუალებით გავრცელდა, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატების გასაჯაროვებისგან თავს სოზარ სუბარის გამო იკავებს.

 ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს გახმაურებული საქმეების პროკურორი მირზა სუბელიანი, 2013 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გენინსპექციის უფროსის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, ამჟამინდელი რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის ხელდასმით დაინიშნა.

ლალი მოროშკინამ, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სამინისტროს მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, გუშინ დაადასტურა, რომ სამინისტროში მირზა სუბელიანი სოზარ სუბარის მიერ ლობირებული კადრი იყო.

ლალი მოროშკინა იმასაც ამბობს, რომ მირზა სუბელიანი სოზარ სუბარის ნათესავია. „ეს არის რაღაც სვანური კლანი“, _აღნიშნავს მოროშკინა.

სოზარ სუბარს მირზა სუბელიანთან შესაძლო ნათესაურ კავშირთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება  ჯერ კიდევ 2013 წელს მოუწია. მაშინ, როცა, სავარაუდოდ, მისი მეშვეობით საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს გახმაურებული საქმეების, მათ შორის, 26 მაისის საქმის პროკურორი მირზა სუბელიანი დაინიშნა:

_ მირზა სუბელიანი არ არის არც ჩემი ბიძაშვილი, არც ნათესავი. სუბარი არის სხვა გვარი, ეს არ არის ჩემი ფსევდონიმი, ეს არის ჩემი უძველესი გვარი, რომელიც დავიბრუნე. სვანეთში არის სოფელი, სადაც ცხოვრობენ სუბელიანები და არის სოფელი, სადაც ცხოვრობენ სუბარები“, _ აცხადებდა ოზარ სუბარი.  

როგორც ხედავთ, სოზარ სუბარი მირზა სუბელიანთან ნათესაურ კავშირს გამორიცხავს, თუმცა გაურკვეველია: როგორ ხსნის რეგიონული განვითარების სამსახურის მოქმედი უფროსი ფაქტს იმის შესახებ, რომ მისი ძმა გვარად სუბელიანია?

 საუბარია სოზარ სუბარის ძმაზე, ვახტანგ სუბელიანზე, რომელიც დღემდე ამ გვარს ატარებს.

აღნიშნულზე განმარტებები  ამ დრომდე არ გაუკეთებია რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსს.

კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხების მოსმენა ,,გურია ნიუსს“ სოზარ სუბარისგან სურდა, თუმცა, ჯერჯერობით, პასუხები ვერ მივიღეთ, რადგან, როგორც მთავრობის ადმიანისტრაციაში განგვიცხადებს, სუბარი ამჟამად ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. 




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...