რა შეზღუდვები დაწესდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და რა სანქციებია გათვალისწინებული

პოლიტიკა

რა შეზღუდვები დაწესდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და რა სანქციებია გათვალისწინებული

2020 მარ 21 22:36:37

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით.

„საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის და საგანგებო მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და ასევე 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებაში, მთავრობას უფლება ეძლევა იზოლაციის ან კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენოს ზომები. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლითან მიმართებაში, უფლება ეძლევა დაადგინოს იზოლაციის და კარანტინის წესები.

შეაჩეროს საერთაშორისო, სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა; დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა; საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებაში, იზღუდება პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული პაემნის უფლება; საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებაში, მთავრობას უფლება ეძლევა, განსაზღვროს საჯარო სერვისების და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები; საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებაში, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკური და იურიდიული პირების ქონება და მატერიალური საშუალებები; საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში, მთავრობას უფლება ეძლევა შეზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლთან მიმართებაში, მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალოთ, შეეზღუდოთ ან დაევალოთ ცალკეული საქმიანობის განხორციელება; განისაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური რეჟიმები; უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებაზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება; დაადგინოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, ზოგადი განათლების შესახებ, პროფესიული განათლების შესახებ, სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ, უმაღლესი განათლების შესახებ, საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებული წესები და პირობები; საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია; შეჩერდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პროცენტული შეზღუდვები; მთავრობას უფლება ეძლევა სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა გაზარდოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების მთლიანი ოდენობის 5%-მდე; მთავრობას ეძლევა უფლება, გამოიყენოს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვული საგამონაკლისო უფლებები და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 32-ე მუხლით განსაზღვული საგანგებო ბიუჯეტი; საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლება, შეაჩეროს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების, რესპუბლიკური ბიუჯეტების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფარგლებში, ასიგნებების ხარჯვის უფლებამოსილება. საქართველოს იუსტიციის მინისტრს ეძლევა უფლება, განსხვავებულად დაარეგულიროს პირობით მსჯავრდებულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმის დაცვის ვალდებულება და უფლებები; სასამართლოს სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არც ერთ პირს არ აქვს უფლება უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალოდ დასწრების სურვილის მოტივით“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. „საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინსიტრაციულ პასუხისმგებლობას- ჯარიმას ფიზიკური პირისთვის 3000 ლარის ოდენობით და იურიდიული პირისთვის 15 000 ლარის ოდენობით, თუმცა ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისას იურიდიული პირი იჯსება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმებით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. დეკრეტი ძალაშია გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გამო, ქვეყანაში ერთი თვით, 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.




 ახალი ამბები
  • „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში გურიაში ოთხი სკოლა ჩაერთვებაკორონავირუსის პრევენციის მიზნით,  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი გადავადდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციურ სწავლების ერთ-ერთ საშუალებას ელექტრონულ ფორმატს განიხილავს, როგორც ალტერნატივას შექმნილ ვითარებაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და აძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს. საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ტექნოლოგიების ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან. ამ ეტაპზე “ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ოთხი სკოლია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიგვზიანის და ჩიბათის საჯარო სკოლა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზოტის საჯარო სკოლა. ასევე ცნობილი ხდება “ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტების ვინაობა, ესენია: ხათუნა რუსიეშვილი და ლუკა მეგრელიშვილი.  მოხალისეებად კი მარიამ ბოლქვაძე და  მაია კაკაბაძე ... ...
  • მდინარაძე: სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში ეტაპობრივად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით  გაგრძელდება. მისი ინფორმაციით, ხელისუფლებამ სამშობლოში უკვე 5000-ზე მეტი ემიგრანტი ჩამოიყვანა. „ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე გაცილებით ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები.  ამასთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეტაპობრივად ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში. ისაუბრა ასევე, თუ როგორ ხდება უცხოეთში მყოფი ადამიანების დახმარება  ტექნიკური საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, ბინით უზრუნველყოფა. ჩვენი საელჩოები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ამ საკითხებზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით,  სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა  ჩამოიყვანოს და  მოხდეს მათი დაბინავება საკარანტინო ... ...
  • სად არის შესაძლებელი ქართული წარმოების პირბადის შეძენაუწყებათშორისმა საბჭომ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარებულ სხდომაზე განიხილა ადგილობრივი წარმოების, მათ შორის პირბადეების წარმოების მიმართულებით არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ იფი საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია და მასზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ეტაპობრივად გაიზრდება. საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეების საცალო ღირებულება 50 თეთრი იქნება.  ამასთან, აქტიურად გრძელდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის კონტროლი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესის და შესაბამისი კონტროლის ჯგუფის გაძლიერების აუცილებლობას, რომელსაც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა პროცესი კიდევ უფრო აქტიურად, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში ... ...
  • 76 საწარმოდან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდაუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ  დღევანდელ სხდომა  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, გასული ორი დღის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 76 საწარმოში, რომელთაგან 14-ში ხარვეზები დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მათ დრო მიეცათ. ანალოგიური კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 130-მდე სხვადასხვა მშენებლობა. ყველა ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გრძელდება. ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია. შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ. ... ...
  • დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქეგრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება სპეციალური რეისები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. მკაცრად კონტროლდება ბილეთების გაყიდვა დადგენილ ფასად, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეისთვის სამშობლოში დაბრუნებულია საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა შესაბამისი მატერიალური და ტექნიკური დახმარება გაუწია 40 ქვეყანაში მყოფ საქართველოს 2 425 მოქალაქეს. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...