რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება 2017-2020 წლებში

პოლიტიკა

რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება 2017-2020 წლებში

2017 აპრ 12 13:27:30

1000 კილომეტრი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, დამატებით 500 000 ადამიანისთვის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაგავსაყრელების პრობლემის გადაწყვეტა და ჯამში 10 მილიარდ ლარამდე ღირებულების 2 500 ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი 2017-2020 წლებში განხორციელდება.

საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმართულების - სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

2500 პროექტისთვის განკუთვნილი უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციიდან - 10 მილიარდი ლარიდან, მხოლოდ 2017 წელს 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი დაიხარჯება.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალიან საინტერესო ხვალინდელი დღე ელოდება, _ ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი სტრატეგიული და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად, ქვეყანაში 40 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ქვეყანა უფრო ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული გახდება.

„ჩვენმა ქვეყანამ უკვე შექმნა წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია: ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, ჩვენი ქვეყანა დავაყენეთ დემოკრატიული განვითარების გზაზე და სტაბილური განვითარებით ვქმნით ახალ რეალობას. დღეს ჩვენ ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ წარმატების სრულიად ახალი ისტორია, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისთვის. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის განვითარების ხედვა, ის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა, გარდამტეხ როლს შეასრულებს საქართველოს სწრაფ განვითარებაში, სწრაფ წინსვლაში და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ქვეყნის თანმიმდევრული და სწრაფი განვითარების მყარ საფუძველს შექმნის სივრცითი მოწყობის გეგმა, რომელშიც მთლიანად არის გათვალისწინებული საქართველოს, მისი თითოეული რეგიონისა და ადგილის უნიკალურობა და პოტენციალი.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საკმარისი რესურსი არსებობს, რათა რეგიონები თანაბრად იყოს განვითარებული, რაც სამწუხაროდ დღეს ასე არ არის.

„21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას ჯანდაცვის, განათლების მიღების, სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის, ბიზნესის კეთებისა თუ სხვა თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში", _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, ვინც საქართველოს მთავრობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში გვერდით უდგას; ასევე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პირადად მინისტრ ზურაბ ალავიძეს, რომელიც „ძალიან დიდი პასუხისმგებლობით შეუდგა საქმეს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ძალიან შრომატევადი სამუშაო შეუფერხებლად და ხარისხიანად შესრულდეს".

„რას მოუტანს ახალი სივრცითი მოწყობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას? - ახალ გზებს, მაგისტრალებს, ახალ აეროპორტებს, პორტს, ხიდებს, გვირაბებს, ჩვენი ქვეყნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს. ეს მოგვიტანს ახალ 40 000 სამუშაო ადგილს! მეტ დასაქმებულს, მეტ შემოსავალს, უფრო ძლიერ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას! ვფიქრობ, წარმოდგენილი დეტალური გეგმა ძალიან საინტერესო და იმედისმომცემი იქნება ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რადგან პროექტები აბსოლუტური სიზუსტით არის გათვლილი და დროშია გაწერილი", + განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალურ პრეზენტაციაზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაციის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა სტრატეგიული გეგმა კიდევ ერთხელ, ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა და აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელების შედეგად, ფიზიკურად, თვისობრივად, ხარისხობრივად შეიცვლება საქართველოს ყველა წერტილში სერვისების ხელმისაწვდომობა და ყველა რეგიონი ერთმანეთს დაუკავშირდება.

შედეგად, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება, შეიქმნება 40 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი ადგილობრივად და საქართველო სრულად განახორციელებს იმ გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, თვისობრივი, ხარისხობრივი ცვლილება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბური, დეტალებში გაწერილი და ერთიან კონტექსტში ჩასმული გეგმა საქართველოს ისტორიაში არ ჰქონია. ამ გეგმის განხორციელება ჩვენი ვალია, რათა ჩვენი მომავალი თაობებისთვის შევქმნათ სრულიად ახალი ტიპის ცხოვრების პირობები და პერსპექტივა, ჩვენს ქვეყანაში განვითარებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




 ახალი ამბები
  • ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები _ მთავრობის გადაწყვეტილებამთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა ... ...
  • ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყომთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია ... ...
  • კახა კალაძე: ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის"მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...