რას ემყარება ოზურგეთელ პარტიულ ლიდერთა და ახალი მოძრაობის დაფუძნების მსურველთა განცხადებები

პოლიტიკა

რას ემყარება ოზურგეთელ პარტიულ ლიდერთა და ახალი მოძრაობის დაფუძნების მსურველთა განცხადებები

16 ოქტ. 2019, 16:41:00

2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოზურგეთში მოქმედი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, როგორც თავად აღნიშნავენ, განსაკუთრებით ემზადებიან ამ არჩევნებისთვის. შეინიშნება სხვადასხვა აქტივობები. ხელისუფლების საქმიანობის მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, ხშირად ისმის პოზიტიური შეფასებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გამო, თუმცა, ამას, ძირითადად, საკუთარ აქტივობას და "გავრილოვის ღამედ" წოდებული, 20 ივნისის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.

ოპოზიციური პარტიების გარდა, აქტივობა იგრძნობა ისეთი ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც ახლა აპირებენ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას და როგორც თავად ამბობენ, "აქვთ ამბიცია, მამულიშვილური სიტყვა თქვან".

_ წინასაარჩევნო წელია და პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისა და ახალი პოლიტიკური სპექტრის ჩამოსაყალიბებლად. პარტიები შეეცდებიან, ღირსეული ადამიანებით შეავსონ სია და ქმედითი, რეალური პროგრამები შესთავაზონ მოქალაქეებს. მოლოდინი დიდია. დიახ, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული, ახალი და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პარლამენტი. იქმნება შტაბი. ვივსებით ახალი შემადგენლობით, ვგეგმავთ სამოქმედო, მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებს. მომხრეები და თანამოაზრეები გვყავს, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებთ არჩევნებში მიღებული პროცენტული რაოდენობის დასახელებისგან _ "საქმემან ჩვენმა წარმოგვაჩინოს", _ კომკავშირული პატაკივით მოგვაწოდა საკუთარი აზრი "ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რეზი ხუნდაძემ, რომელიც 23 წლისაა და არც გაემტყუნება ენთუზიასტის პოზიციაზე ყოფნა.

რა ხდება "ევროპული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის შემადგენლობაში?

_ ბოლო არჩევნებში ჩვენმა პარტიამ ოზურგეთში ხუთი ათასამდე ხმა მიიღო. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო დიდი აქტივობაა. უფრო სწორად, ჩვენ არასდროს ვჩერდებით _ სულ გავდივართ ხალხში, ქალაქში, სოფლებში. ვეცნობით, რა საკითხებია მოსაგვარებელი, რა უჭირს ხალხს, ხშირად საკრებულოს სხდომებზეც ისმება საკითხები ჩვენ მიერ მიწოდებული პრობლემების შესახებ. ასევე, პარლამენტშიც კი გაჟღერდა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, როცა გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 7 მილიონი დარჩა აუთვისებელი. ამ თანხით შეიძლებოდა პენსიონერებისთვის 30-ლარიანი დანამატის გაკეთება, თუმცა, ვერასდროს მივაღწიეთ, რომ საპენსიო დანამატის ფონდი შეგვექმნა. სამომავლოდ მაინც ვეცდებით. რას ვაკეთებთ ახლა? 15 სექტემბერს იყო ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ საპარლამენტო სიის ფორმირების წესი. ეს ძალზე საინტერესოა და ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჯობს, სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა ვმუშაობთ სოფლების და ქალაქის პირველად ორგანიზაციებთან მომავალი არჩევნებისთვის კომისიის წევრების, კოორდინატორების და აგიტატორების შერჩევასთან დაკავშირებით. ამ წუთში ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ვიბრძვით იმისთვის, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში და მხარი დავუჭიროთ კოალიციური მთავრობის შექმნას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ძალისმიერ, რევოლუციურ სცენარებს ხელისუფლების შესაცვლელად და მხარს ვუჭერთ მისი მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლას. ჩვენი განცხადება ემყარება ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას, რომელიც ხალხთან ერთად მივიღეთ და სამომავლოდ საქმის უკეთესობისკენ შესაცვლელად უნდა გამოვიყენოთ, _ გვითხრა "ევროპული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ გოგოტიშვილმა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის პოზიტიური ნაბიჯი, რასაც მხარს უჭერენ, თუმცა, თქვა ისიც, რომ მთავრობა "გავრილოვის ღამის" შემდეგ იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა.

_ ჩვენმა პარტიამ შეაგროვა 200 ათასზე მეტი ხელმოწერა, სწორედ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. ეს იყო ჩვენი ინიციატივა, ითხოვდნენ სხვა პარტიებიც. შეგვეძლო ბევრად მეტი ხელმოწერის შეგროვება, თუმცა, აღარ გახდა საჭირო, _ თქვა გოგოტიშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში უფრო კატეგორიული არიან და მიიჩნევენ, რომ "მმართველ ძალას _ "ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჯიბეში ჰყავს ჩასმული მოსყიდული ამომრჩეველი":

_ პროპორციული არჩევნების წესზე გადასვლას ვეთანხმებით და მოგვწონს, მაგრამ ისე არა, როგორც პარლამენტმა გადაწყვიტა. ამავე დროს უნდა ყოფილიყო ბარიერი და ასევე, სავალდებულო არჩევნები, როცა მოქალაქე ვალდებული იქნებოდა, მისულიყო არჩევნებზე და გამოეხატა თავისი ნება. ახლა "ოცნებას" და "ნაცებს" ჯიბეში ჰყავთ ჩასმული 150-ლარიანი აქტივისტები და ყველა არჩევნებზე ასე გადიან ფონს, ხმის მისაცემად კი მოქალაქეთა 60 პროცენტი არ მიდის. სწორედ ამ არმისვლას დაუსვამდა წერტილს სავალდებულო არჩევნები. ამ წუთებში ჩვენ ვაქტიურობთ სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ყველგან გვბლოკავენ. განსაკუთრებით _ ცენტრალური ტელევიზიები. ან იმ დოზით უშვებენ ეთერში ლეიბორისტთა ლიდერების გამოსვლებს, რამდენადაც თავად აძლევთ ხელს. მხოლოდ ფეისბუქსივრცე, სოციალური ქსელია ჩვენთვის ხელმისაწვდომი. ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ვერასდროს პროგნოზს ვერ გააკეთებს, რამდენი ადამიანი მოგვცემს ხმას და ეს იმიტომ, რომ ჯიბეში არ გვყავს ჩასმული ელექტორატი. ყოველთვის ვართ ამომრჩევლის და ღვთის ნებაზე. 22 წელია, ასე ვართ და ვერავინ იტყვის, რომ ამომრჩეველი ფულით მოვისყიდეთ. პროგნოზზე რა გითხრათ?! ვერ გეტყვით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვიქნებით, თუმცა, ვიბრძოლებთ კოალიციური მთავრობის შექმნისთვის. ჩვენი მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან ერთად, სულ იქნება სავალდებულო არჩევნები, რომელიც გამორიცხავს მოსყიდვას, ძალადობას და შანტაჟს ამომრჩეველზე. როცა მოქალაქე კანონით იქნება ვალდებული, წავიდეს არჩევნებზე, რაც დაკანონებულია, როგორც ევროპაში, ისე აზიის ქვეყნებში, გაყალბება გამოირიცხება, _ გვითხრა "ლეიბორისტული პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დათო მამალაძემ, რომელიც ამავდროულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ გვითხრა, რომ ახლა დრო არ აქვს და საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო სამზადისზე უახლოეს მომავალში გვესაუბრება.

პარტიების გარდა, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ახალი მოძრაობის დასაფუძნებლად ემზადებიან და ამბობენ, რომ აუცილებლად ექნებათ სამოქმედო გეგმა, საკუთარი კონცეფცია ქვეყნის განვითარების შესახებ, თუმცა, აკეთებენ მკვეთრ განცხადებებსაც, რა იქნება მათი მოძრაობის მთავარი მიზანი.

ოზურგეთელი ლევან ჯინჭარაძე, რომელიც ახლა ბათუმში ცხოვრობს, პროფესიით ეკონომისტია, 13 წლის განმავლობაში ნოვოსიბირსკში ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა და 2012-14 წლებში ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი იყო, ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები უახლოეს პერიოდში აპირებენ, დააფუძნონ ახალი მოძრაობა, რომელიც მამულიშვილებით დაკომპლექტდება (ლევან ჯინჭარაძე შპს "კომბინირებული საკვები გრანულების" დამფუძნებელია, რომელიც, მისი თქმით, "თი ბი სი ბანკმა" უსამართლო გზით გააკოტრა. ამის შესახებ ორი თვის წინ წერდა "გური ნიუსი". ავტ.):

_ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავაფუძნოთ ახალი მოძრაობა და მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. უპირველესი მიზანი ისიც იქნება, რომ მამუკა ხაზარაძეს და მის "ლელოს" დავხვდეთ ყველგან, სადაც მივლენ და დავუსვათ კითხვას, კონკრეტულად, რა პოლიტიკური განაცხადით მოდიან ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, აჭარა-გურიის რეგიონში. მე მქონდა საწარმო, როგორიც არავის გაუკეთებია მას შემდეგ, რაც 250-მილიონიანი სახელმწიფო დაიშალა. ხაზარაძემ ეს უსამართლო დამოკიდებულებით დამინგრია. ჩვენ, მე და ჩემი მეგობრები ვქმნით მოძრაობას, საიდანაც შევეცდებით, კორექტულად, არგუმენტირებულად ავუხსნათ საქართველოს მოსახლეობას, რატომ არ უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში ხაზარაძე და მისი გუნდი, მათ იდეოლოგიური შეუთავსებლობა აქვთ ჩვენს სამშობლოსთან. საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ მათ არ უნდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება და ამას არგუმენტებით დავასაბუთებთ. ჟოლოთი და მოცვით აშენებული ქვეყანა ვინ ნახა?

მილიონები იხარჯება არაფრისმომცემ პროექტებში. მარტივად რომ ვთქვათ, მიწის ხვნას და სერიოზულ საქმის კეთებას არავინ აფინანსებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარებისთვის საჭიროზე მეტი ბიუჯეტი აქვს, თუმცა, უმეტესად არაფრისმომცემ პროექტებში იხარჯება. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, _ ამბობს ლევან ჯინჭარაძე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოზურგეთში მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები აქტიურობენ და სურთ ახალი მოძრაობის დაფუძნება, თუმცა, მათ ამჯერად აღნიშნულის შესახებ საუბარი არ ისურვეს.




 ახალი ამბები
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოწოდება სამართალდამცავ ორგანოებსგავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია ორივე მაუწყებლის ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - ძალადობა (სსკ-ის 126-ე) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა (სსკ-ის 154-ე). საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, რათა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა. ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება. აგრეთვე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს გაიაზრონ მედიის როლი და არ წაახალისონ ჟურნალისტების  მიმართ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყვარელში ვენახი გაშენდასაქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით, ყვარელში, სოფელ ჭიკაანში, 5 ჰა-ზე საფერავის ჯიშის ვენახი გაშენდა. ი/მ ნაისი ხვედელიძემ საქმიანობა 2019 წლის ნომბერში დაიწყო.  ვენახების გაშენება უკვე დაასრულებულია და 70 ტონა მოსავლის მიღებას მეწარმე 2021 წლის შემოდგომაზე ელის.  მოყვანილი ყურძნის რეალიზაციას კი ადგილობრივ ღვინის მარნებში გეგმავს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 155,000 ლარია, საიდანაც საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 100,000 ლარს შეადგენს.  პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე  10 ადამიანია დასაქმებული.   „საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით სოფლის მეურნეობის დაფინანსებას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით ყვარელში, ქინძმარაულის ზონაში, 5-ჰა ტერიტორიაზე ვენახი გაშენდა. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან იგი ხელს უწყობს არა მარტო ბიზნესების განვითარებას, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების სამომავლო საქმიანობის ხელშეწყობას.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • EMC გამოთქვამს შეშფოთებას მარნეულში გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების გამოადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამოთქვამს შეშფოთებას მარნეულში გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების გამო, რომელსაც მათ შორის სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ტელეკომპანია "მთავარის" ჟურნალისტის ჯეიჰუნ მუჰამედალისა და ოპერატორის ლაშა გურეშიძის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. დაზარალებული პირების განმარტებით, ამ პროცესში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ. „სამწუხაროდ, ბოლო დღეებში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ძალადობის არაერთი მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა ამ რეგიონში. მათ შორის, სოფელ ნახიდურში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), სადაც რამდენიმე დღის წინ მუქარის ფაქტი ჟურნალისტ ჯეიჰუნ მაჰამედალის მიმართაც დაფიქსირდა. დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მითუფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით დაესხნენ. EMC სამართლებრივ დახმარებას უწევს დაზიანებულ ჟურნალისტებს. ჩვენი ადვოკატი მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის პროცესებს დაესწრება“,_ ნათქვამია ... ...
  • ოზურგეთში დისტანციური სწავლება 11 ოქტომბრამდე გაგრძელდებაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (42 საჯარო და 2 კერძო სკოლა) 2020 წლის 28 სექტემბრიდან 2020 წლის 11ოქტომბრის ჩათვლით სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით განხორციელდება. იმედი მაქვს, ჩვენთან არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს შესაძლებლობას და სწავლას საკლასო ოთახებში 12 ოქტომბერს განვაახლებთ! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს! “ - წერს ფეისბუქზე ლელა ... ...
  • წულუკიანი: ციხეში, პატიმრის და თანამშრომლის უფლებები, ისეა დაცული, როგორც არასდროს (R)ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სამინისტროს რვაწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა. „დღეს მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ციხეში არა მხოლოდ პატიმრის უფლებებია უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ვიდრე იყო ოდესმე, არამედ თანამშრომლის ღირსებაც არის დაცული და პატივცემული. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირველ პერიოდში სწორედ ციხეში სუსტი თანამშრომელი იყო ჩვენი გამოწვევა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. თანამშრომელი დღეს ციხეში აღარ არის სუსტი და დაუცველი. ღიად ვიტყვი, მას აღარ ენატრება წარსული, მას ძალიან მოსწონს აწმყო და ელის კიდევ უფრო კარგ მომავალს, რომელიც, სხვათა შორის, 1-ელ ნოემბერს დადგება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა მისი თქმით, სუსტი თანამშრომელი ციხეში ნიშნავს პატიმრის უფლებების ნაკლები ხარისხით დაცვას და სწორედ ამის გამოსწორება იყო ბოლო დროის მიზანი და პრიორიტეტი. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ დღეს გლდანის ციხე არის სამაგალითო დაწესებულება ყველა სხვა დაწესებულებასთან ერთად და მიმართა პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მათზე უსაფუძვლო დარტყმებია მოსალოდნელი. „ძვირფასო პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებო, ელოდეთ წინასაარჩევნო კამპანიისას უსაფუძვლო დარტყმებს, ელოდეთ კრიტიკას, რადგან მავანი ფიქრობს, რომ რასაც თავად აკეთებდა, იმის სხვისთვის დაბრალებით მოიგებს პატიმრების გულს და დაბრუნდება ხელისუფლებაში. საქართველოს პატიმრებმა, ვადიანებმა და უვადოებმა, ყველამ კარგად იცის, რომ მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ეს გუნდი - ქართული ხელისუფლების პოლიტიკური გუნდი, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური. მადლობა თქვენ, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ბატონ გენდირექტორს, ჩემს მოადგილეებს და ყველას შრომისა და მოთმინებისთვის.“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls