რას სთავაზობს დავით უსუფაშვილი პარლამენტს

პოლიტიკა

რას სთავაზობს დავით უსუფაშვილი პარლამენტს

10 მაი. 2017, 13:15:02

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესმა უნდა გაგვაერთიანოს და არ უნდა დაგვყოს. კონსტიტუციამ მრავალი ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა უნდა უზრუნველყოს და არა პირიქით - ყოველი ხელისუფლება ცვლიდეს კონსტიტუციას საზოგადოების მორიგი გახლეჩის ფონზე“, _ აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე სასაუბროდ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

„თუ პროცესი დღევანდელ პოლიტიკურ კალაპოტში გაგრძელდა, კვლავ მივიღებთ არსებული ხელისუფლების და არა ქვეყნის მომავლის კონსტიტუციას, რაც მორიგ ჯერზე დაასუსტებს ქვეყნის სამართლებრივ-პოლიტიკურ ფუნდამენტს და რასაც ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება კვლავ ნაჯახით მიადგება.

ყველამ, ავტორებმაც და ოპონენტებმაც, აუცილებლად უნდა გამოვნახოთ საკუთარ თავში თუ საკუთარ გუნდებში დამატებითი რესურსი ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადასადგმელად და გონივრული კომპრომისების მისაღწევად.

იმედს ვიტოვებ, რომ საკონსტიტუციო პროცესში ამ ეტაპზე მაინც პირადად ჩაერთვება საპარლამენტო მმართველობის პირობებში ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურა - პრემიერ-მინისტრი, რომელიც  მხოლოდ მმართველი უმრავლესობის ლიდერი არ არის და რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მხოლოდ აწმყოზე არ აკისრია.

ჩემი შეთავაზებაა:

  1. 1.    აკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის ახალი ტექსტიპარლამენტში კენჭისყრაზე არ დადგეს საშემოდგომო სესიამდე იურიდიულ კომიტეტში მისი დახვეწის გარეშე.
  2. 2.    საპარლამენტო არჩევნების საკითხში დავუბრუნდეთ „ქართული ოცნების“ მიერ 2015 წლის ივნისში ინიცირებულდა კენჭისყრისთვის მომზადებულ პროპორციულ და სამართლიან საარჩევნო სისტემას.
  3. 3.    საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მივანდოთ 2020 წელს არჩეულ პარლამენტს“, _ განაცხადა უსუფაშვილმა.

ყოფილმა კანონმდებელმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ თავისი მოსაზრება რამდენიმე საკითხად დაყო და აღნიშნა, რომ მრავალ საინტერესო და საჭირო ცვლილებებთან ერთად შემოთავაზებულია ბევრი ისეთი ნოვაცია, რომლის ნაჩქარევად,  საფუძვლიანი გააზრებისა და დახვეწის გარეშე მიღება ბევრ პრობლემას შექმნის მომავალში.

„საკონსტიტუციო კომისიამ შემჭიდროებულ ვადებში დიდი მოცულობის სამუშაოები ჩაატარა და სამსჯავროზე გამოიტანა კონსტიტუციის პრაქტიკულად ახალი ტექსტი. მრავალ საინტერესო და საჭირო ცვლილებებთან ერთად შემოთავაზებულია ბევრი ისეთი ნოვაცია, რომლის ნაჩქარევად,  საფუძვლიანი გააზრებისა და დახვეწის გარეშე მიღება ბევრ პრობლემას შექმნის მომავალში.

მაგალითად, უკეთაა გასააზრებელი, ორმაგი მოქალაქეობის მოდელი; კონსტიტუციური პრინციპების და უფლებების სისტემა და სტრუქტურა მათი შესრულება-დაცვის გარანტიებით; კომპეტენციები თავდაცვის სფეროში: დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები;მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება;  თვითმმართველობის, მათ შორის, სუბსიდიარობის,სამართლებრივი დაცვის გარანტიები; პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ვერ მიღების შედეგები; და სხვა. ეს სამუშაოები უნდა დავინახოთ როგორც ობიეტური აუცილებლობა და არა ავტორების ნაკლი ან ოპონენტების ახირება“, _ განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების მისეულ ხედვას, უსუფაშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში პროცესი მიდის არა „ბონუსური“ მოდელისკენ, არამედ არსებული საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის დატოვებისკენ.

„ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვარიანტი (ბლოკების აკრძალვას + 5%-იანი ბარიერი + გამარჯვებულ პარტიას მიაქვს მთელი „ბონუსი“)არის მორიგი ნაბიჯი დაუბალანსებელი ანუ სწორედაც არასტაბილური ერთმმართველობისკენ. ამ გზით არათუ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ვერ განვითარდება, არამედ თავად მმართველი პარტიაც მეტად გადაიქცევა სუს-ის, ანუ სტაბილურობის „ჭეშმარიტი ბურჯის“,პოლიტიკურ ანტურაჟად.

შესაბამისად, ეს მოდელი საბოლოოდ დაწუნებული იქნება ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო მოთამაშის მიერ. თუმცა, ამის შემდეგ გაირკვევა, რომ სხვა მოდელზე შეუძლებელია უმრავლესობის შიგნით შეთანხმება და ამიტომ დარჩება არსებული სისტემა.ამრიგად, შემოვლითი გზით, მაგრამ კვლავ იზეიმებს ნეო-ბოლშევიზმი...

გამოსავალია თავად „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ ინიცირებული, „ვენეცია გავლილი“, სახალხოდ განხილული და პარლამენტში კენჭისყრისთვის მომზადებული ვერსიისთვის მხარდაჭერა. ეს ვერსია ითვალისწინებს დაბალ ბარიერიან პროპორციულ არჩევნებს ყოველგვარი ექსკლუზიური „ბონუსის“ გარეშე და მის დამუშავებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ პარლამენტის დღევანდელი ლიდერებიც. სამწუხაროდ, წინა მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებს არ ეყოთ პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და ხელიდან გავუშვით ამ მოდელის კონსტიტუციურად განმტკიცების უნიკალური შანსი. დღეს ეს შანსი ხელახლა გაჩნდება, თუ თითო ნაბიჯს გადავდგამთ ერთმანეთისკენ“, _ ამბობს უსუფაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ „პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერა და ვერ ვაქციეთ იმად, რაც კონსტიტუციაში დიდი ასოებით გვიწერია - სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლოდ და გარანტად“.

„ასე გაგრძელება უბრალოდ დაუშვებელია, არა ზვიადის, ედუარდის, მიშას, გიორგის მიმართ, არამედ ქართულ სახელმწიფოს მიმართ. ეს ერთნაირად უნდა გაითვალისწინონ მომავალმა ზვიად-გიორგიებმაც და მთელმა საქართველომაც.შექმნილ ვითარებაში სწორედ ამის გაუთვალისწინებლობა იქნება ოცნების მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება.

არის გამოსავალი. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელითვე, ერთი მხრივ, 2023 წლამდე ქვეყანას ეყოლება პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი; მეორე მხრივ, გათვალისწინებულია გარკვეულ შემთხვევებში კონსტიტუციური ცვლილებების ორი მოწვევის პარლამენტის მიერ მიღება. ამ ორი პოლიტიკური და სამართლებრივი მიდგომის ერთობლიობა (სათანადო ტექნიკური დამუშავების შემდეგ), იძლევა შესაძლებლობას 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სისტემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მივანდოთ 2020 წელს არჩეულ პარლამენტს.

ამ შემთხვევაში მინიმუმ 4 წლით ერთნაირად დაკმაყოფილდება დღეს არსებული ყველა მოთხოვნა და პოზიცია, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება დაეფუძნება ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ვინაიდან 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პოლიტიკური ძალები გვერდს ვერ აუვლიან ამ საკითხს“, _ აღნიშნავს უსუფაშვილი. 




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...