რატომ წამოვიდა შარაშენიძე "ქართუდან" და აპირებს თუ არა ყოფილი გამგებელი პოლიტიკაში დაბრუნებას

პოლიტიკა

რატომ წამოვიდა შარაშენიძე "ქართუდან" და აპირებს თუ არა ყოფილი გამგებელი პოლიტიკაში დაბრუნებას

22 მაი. 2017, 14:26:59

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი კოტე შარაშენიძე პოლიტიკაში ბრუნდება.  შარაშენიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის კადრად ითვლებოდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს 2012-2014 წლებში იკავებდა და ამ დროის განმავლობაში მის სახელს არაერთი სკანდალი დაუკავშირდა.

2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის კანდიდატად აღარ დააყენეს და „ქართუ“ ჯგუფში გადაინაცვლა, სადაც დასავლეთ საქართველოში გასახორციელებელი  პროექტების მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, აღნიშნული თანამდებობა, ცოტა ხნის წინ დატოვა _ როგორც თავად ამბობს, საკუთარი სურვილით. ხომ არ არის ამის მიზეზი პოლიტიკაში დაბრუნება შარაშენიძე არ პასუხობს და მედიასთან დუმილს არჩევს.

თუმცა, ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ შარაშენიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველ პირობას „ქართული ოცნებიდან“ გეგმავს და მოქმედებები უკვე დაწყებული აქვს.

ჩვენ შევეცადეთ დეტალები თავად შარაშენიძესთან გადაგვემოწმებინა, მაგრამ რამდენიმე დღის მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით _ ყოფილი გამგებელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

რაც შეეხება ადიკო ივანიშვილს, რომელიც 2014 წელს შარაშენიძეს ღიად უჭერდა მხარს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის:

_ ამ საკითხში მე არ ვერევი და ეს ნამდვილად არ არის ჩემი საქმე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ივანიშვილმა.

_ ბატონო ადიკო,  2 წლის წინ შარაშენიძეს ღიად უჭერდით მხარს. ახლა რომ დასჭირდეს თქვენი დახმარება რას იზამთ?

_ ადრე სხვა ჭკუაზე ვიყავი.

_ ეს როგორ გავიგოთ, შარაშენიძესთან დაპირისპირება გაქვთ?

_ დღესაც ვმეგობრობ, კარგ გამარჯობას ვეუბნები, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, _ გვითხრა ივანიშვილმა, რომლის თქმით, მისთვის უცნობია რატომ დატოვა შარაშენიძემ „ქართუ“ ჯგუფში თანამდებობა.

შარაშენიძის კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ „ქართულ ოცნებაში“. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გამგებლობის კანდიდატებზე  მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა და შესაბამისად, შარაშენიძის და სხვა პირების შანსებზეც საუბარი ნაადრევია.

თუმცა, მმართველი პარტიის კულუარებში არ მალავენ, რომ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირობის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია, რომლებიც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხვადასხვა წევრებისგან ცდილობენ მხარდაჭერის მოპოვებას.




 ახალი ამბები
  • ვინ გახდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრიპრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი წარადგინა. თეა ახვლედიანი აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. „დღეს ჩვენ გვყავს ჩვენი გუნდის ახალი წევრი, ქალბატონი თეა ახვლედიანი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი. მინდა მას მივულოცო ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან. მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა აქამდე ჯანდაცვის სამინისტროში შრომობდა, მინისტრის მოადგილის პოსტზე, მას დიდი გამოცდილება აქვს ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში“,-განაცხადა ... ...
  • რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო ბავშვებსა და სტუდენტებსსაქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი, რომლის ასაკიც 17 წლამდეა მთავრობისგან დახმარების სახით ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს. პრემიერის განცხადებით, დახმარებას მიიღებენ ასევე სტუდენდები, რომლებსაც სოციალურად 150 ათას ქულამდე აქვთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ ერთი სემესტრის, 2020-2021 წელის 1 სემესტრის სრულ ანაზღაურებას და გარდა ამისა, სტუდენტები, რომელსაც სოციალურად 150 ათას ქულამდე არიან და სწავლის საფასურის გადაუხდელობის  გამო შეჩერებული აქვთ სტატუსი, სახელმწიფო დაუკომპენსირებს 1 წლის სწავლის საფასურს და ეს არის 1 225 ლარი. პრემიერის განცხადებით, ამ შეღავათით ისარგებლებს 33 000-ზე მეტი ... ...
  • დაუფარავს თუ არა ხელისუფლება მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთრის თვეებშისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო ერთი წელი რთული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის. პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებში დაუფარავს. გადასახადების დაფარვა მთავრობის მიერ იგივე პრინციპით მოხდება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. „200 კვ.ტ საათი ელექტროენერგიისა და 200კვტ.საათი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული“,_ განაცხადა გახარიამ. ... ...
  • დახმარებას ისინიც მიიღებენ, ვინც დოკუმენტაცია სრულად ვერ წარადგინა- პრემიერი თვითდასაქმებულების დახმარებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თვითდასაქმებულების დახმარების ერთჯერადი პროგრამა სრულდება. „თვთდასაქმებულების დახმარების თვალსაზირისით პროგრამა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით 250 000-მა ადამიანმა მომართა, დახმარება მიიღო 170 000-მა მოქალაქემ, ვისაც დოკუმენტაცია სრულად ქონდა შევსებული და აკმაყოფილებდა დადგენილების მოთხოვნებს. მივიღეთ გადაწყვეტილება 80 000 ადამიანს, ვინც ვერ დააკმაყოფილა საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენი მოთხოვნა, დაერიცხოს ერთჯერადად 300 ლარი“,_ განაცხადა პრემიერმა. პრემიერის განცხადებით, ეს ადამიანები დახმარებას სექტემბრამდე ... ...
  • გაიცანით გოგონა ჩოხატაურიდან, რომელმაც ქართულში 70-დან 70 ქულა მიიღოქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 70 ქულიდან 70-ივე მიიღო ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი მგალობლიშვილმა. როგორც ნინიმ გვითხრა, ყველაზე მეტად ქართულის გამოცდაზე ღელავდა. "მეოთხე ვარიანტი ვწერე. ქართულზე ყველაზე მეტად ვნერვიულობდი და აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იყო. ახლა ისტორიის და უცხო ენის ქულებს ველოდები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე", _ გვითხრა ნინიმ. "გურია ნიუსი" წარმატებას უსურვებს ნინის და ყველა  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...