რაც აცხადებს სპორტის სამინისტრო აუდიტის დასკვნებთან დაკავშირებით

პოლიტიკა

რაც აცხადებს სპორტის სამინისტრო აუდიტის დასკვნებთან დაკავშირებით

2017 აგვ 3 12:17:50

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის დასკვნებთან დაკავბშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2015-2017 წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შრომის ანაზღაურების მუხლში თანხები შემცირებულია 230,000 ლარით;

მათივე ცნობით, სამინისტროში კანონით დადგენილზე 16 თანამშრომლით ნაკლები ადამიანი მუშაობს (ნაცვლად დადგენილი 121 ადამიანისა, სამინისტროში დასაქმებულია 105 თანამშრომელი, მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეები), გამოთავისუფლებული 16 ადგილის ხარჯზე სამინისტრომ წლიურად დაზოგა 150,000 ლარი; ფეხბურთის განვითარების ფონდთან და მივლინებებთან დაკავშირებით  აუდიტის დასკვნაში კანონდარღვევაზე საუბარი არაა.

"გურია ნიუსი" უწყების განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:

"წარმოდგენილი განმარტებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დეტალურად ახსნის დასკვნაში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და არა დარღვევებს

1.    პრემიების და დანამატების გაცემასამინისტროში 2016 წლიდან არ დაწყებულა

შრომის ანაზღაურების საბიუჯეტო მუხლიდან პრემიებისა და დანამატების გაცემის პრაქტიკა 2016 წლიდან არ დაწყებულა, პრემიის გაცემა ხდება 2010 წლიდან შრომის ანაზღაურების საბიუჯეტო მუხლიდან და ჩვენ არ ვამბობთრომ ეს ცუდი პრაქტიკაა. თანამდებობრივი სარგოს და დანამატის, ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ შრომის ანაზღაურების მუხლში (ხელფასი, პრემია, დანამატი) ოპტიმიზაციის ხარჯზე თანხები წლების მიხედვითმცირდება, კერძოდ:

2015 წელი - 1 969 998 ლარი;

2016 წელი - 1 919 747 ლარი;

2017 წელი - 1 740 000 ლარი.

ფაქტია, რომ ბოლო შრომის ანაზღაურების მუხლში თანხები შემცირებულია230 000 ლარით.

რაც შეეხება დანამატებს, მისი გაცემა ხდება „საქართველოს 2016 სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მ-4 პუნქტის თანახმად ბიუჯეტითდამტკიცებულიასიგნებებისფარგლებში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში თანაშრომლებისთვისდაწესებულ დანამატებთან დაკავშირებით მოყვანილია როგორც ფაქტობრივი გარემოება და არა დარღვევა. გადაწყვეტილება დანამატის დაწესებაზე მიღებულია თანამშრომელთა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის და მაღალი კომპეტენციის გათვალისწინებით.

2.    ფეხბურთის ფონდის დაფინანსება 265-დან 211 მილიონამდე შემცირდა

ჟურნალისტმა ფეხბურთის განვითარების ფონდს ერთი წლის საქმიანობის შემდეგ მიზნად ქართული ფეხბურთის უმაღლეს მწვერვალზე აყვანა დაუსახა და კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზებით შეეცადა საზოგადოების თვალში ფეხბურთის განვითარების ფონდის საქმიანობის დეგრადირებას.

სიუჟეტის მიხედვით  „ირკვევა რომ ფონდს მთავრობამ265 მილიონი ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის უკვე გამოუყო, კოლოსალური დაფინანსების მიუხედავად კი ფონდმა მთავრობას კიდევ 23 მილიონი ლარი მოსთხოვა. მთავრობამ იმსჯელა და 15 მილიონ ლარამდე ფონდს კიდევ დაუმატა“.

სინამდვილეში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში სრულიად სხვა ჩანაწერი არსებობს:

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ფეხბურთის განვითარების პროგრამისთვის2016 წლის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 40,2მლნ ლარის ოდენობით, მუნიციპალიტეტებიდან ფაქტობრივად ჩარიცხული იქნა 17,3 მლნ ლარი, ხოლო 23,450 მლნ ლარი მოთხოვნილ იქნა მთავრობის სარეზერვოფონდიდან, თუმცა სარეზერვო ფონდიდან მიღებულმა დაფინანსებამ 14,8 მლნ ლარი შეადგინა, ანუ 8,65 მლნ ლარით ნაკლები.

აქვევაზუსტებთ, რომ 2017 წელს ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხანგრძლივობა 1 წლით, 2021 წლამდე გაიზარდა, ხოლო დაფინანსებისთანხამ 211 მლნ ლარი შეადგინა(შემცირდა 54 მლნ ლარით), ასევე ცალკე გამოიყო ინფრასტრუქტურის კომპონენტი. გამოყოფილი თანხები ხმარდება საფეხბურთო კლუბებისა და მიზნობრივი განვითარების პროექტების დაფინანსებას.მსგავსი მასშტაბის, განსახორციელებელი სამუშაოების მოცულობის და პასუხისმგებლობის გათვალისწინებითმიღებულ იქნა გადაწყვეტილება ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პირებითვისადეკვატური ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე.ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთერთ მთავარ პრიორიტეტად სასპონსორო თანხების მოზიდვა წარმოადგენს და საკუთარი სახსრების მოძიების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

ამასთან ავღნიშნავთ, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ააიპ-ების შრომის ანაზღაურების ზღვრული მოცულობების დაწესების შესახებ საკანონმდებლო ნორმა არ არსებობს, შესაბამისად რაიმე სახის კანონდარღვევას ადგილი ვერ ექნება.

განსხვავება გავრცელებულ დამახინჯებულ ინფორმაციასა და არსებულ რეალობას შორის საზოგადოებისთვის მიგვინდია.

3.    სამსახურეობრივი ავტომანქანების განაწილება ხდება კანონმდებლობის შესაბამისად

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში   სამსახურებრივი ავტომანქანების გადანაწილების თაობაზე  მოყვანილი ფაქტები ეხებოდა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.   საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები არიან ორგანიზაციები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტებს პანკისის ხეობაში, სვანეთის და ხევსურეთის მაღალმთიან სოფლებში, საოკუპაციო ზოლთან და ა.შ. ასევე, ახალგაზრდულ ბანაკებს არაერთი მიმართულებით, ემსახურებიან ახალგაზრდობის წიგნიერების ამაღლების პროექტებს (“წიგნი ყველა სოფელს“),  შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესებს. შესაბამისად, ამ ორგანიზაციებში სამსახურებრივი ავტომანქანებისგამოყენება აუცილებლობას წარმოადგენს. ამასთან ავღნიშნავთ, რომ მათ დაქვემდებარებული ავტომანქანები არის სამორიგეო, სრულად არის მოყვანილი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და აქ რაიმე ტიპის კანონდარღვევაზე მსჯელობა არარის.

4.    მიწის ნაკვეთები სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ნულოვანი ღირებულებით გადმოეცა

სამწუხაროა, რომ სიუჟეტიდან საერთოდ იქნა ამოღებული სამინისტროს განმარტება მიწის ნაკვეთების თაობაზე. სიუჟეტის ავტორს განემარტა, რომ მუნიციპალურ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებით,ნულოვანი ღირებულებით გადმოეცა,სამინისტროს სარგებლობაში(ერთმა სახელმწიფო უწყებამ გადასცა მეორე სახელმწიფო უწყებას)ინფრასტრუქტურულიობიექტების მშენებლობის მიზნით. სამინისტრომ საბიუჯეტო თანხების ეკონომიის მიზნით, არ მოახდინა ერთიდაიგივე ტიპის  ხარჯის ორჯერ გაწევა და აღნიშნული ქონების ღირებულებით ასახვა აუდიტორის შეფასების შესაბამისი ღირებულებით დაგეგმილია  სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ.

5.    სამინისტროში კანონით დაშვებულზე 16 თანამშრომლით ნაკლები ადამიანი მუშაობს

აუდიტის შემოწმების პერიოდში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლება ჰქონდა დაესაქმებინა 91 საშტატო ერთეული და 30 შტატგარეშე მოსამსახურე, ანუ ჯამურად 121 თანამშრომელი. კანონმდებლობით დადგენილი 121 თანამშრომლის ნაცვლად სამინისტროში დასაქმებული იყო 105 თანამშრომელი. ანუ არსებობდა 16 ვაკანსია,რომლის ხარჯზე დაზოგილი სახელფასო ანაზღაურება წლიურად 150000 ლარის ფარგლებშია.  აუდიტორულ დასკვნაში საკითხი მოყვანილია როგორც ფაქტი და რაიმე ტიპის კანონდარღვევზე არც ამ შემთხვევაში არ არის საუბარი.

6.    მივლინებებთან დაკავშირებით აუდიტორულ დასკვნაში კანონდარღვევაზე საუბარი არ არის

ნებისმიერი სახელმწიფო უწყება თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ცოცხალი ორგანიზმია, მასში მიმდინარე ყოველდღიური პროცესებით, მათ შორის მივლინებებით და სხვა მრავალი მიმართულებით. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღწერილია პროცესი, რომლის თანახმადაც სსიპ-ს ხელმძღვანელზე გაცემული სამივლინებო თანხისნაწილი დაბრუნებული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, აუდიტორულ დასკვნაში კანონდარღვევზე არც ამ შემთხვევაში არ არის საუბარი", _ აღნიშნულია უწყების განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • “აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად”ალერგოლოგო-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რჩევას გვაძლევს, როგორ გავაძლიეროთ ბავშვებში იმუნური სისტემა. კულუმბეგოვის თქმით,  იმუნური სისტემა, -ამ თემის შესახებ ბავშვთა და მოზრდილთა  საჭირო რჩევებს იძლევა: “იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პატარას იმუნური სისტემა მნიშვნელოვანია პატარების ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, პატარები დაიტვირთონ ფიზიკურად, რაც გააუმჯობესებს მათ ფიზიოლოგიურ განვითარებას, გაავარჯიშებს გულსისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას.  საძინებელი უნდა იყოს განიავებული, მშვიდი, გრილი (მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი) თუ ატყობთ, რომ თქვენი პატარას იმუნიტეტი დასუსტებულია და ვერ უმკლავდება ინფექციებს, მიახმარეთ იმუნოკინდი – უსაფრთხო პრეპარატი, რომლის მიღებაც დაშვებულია დაბადებიდანვე”, – ... ...
  • „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ _ სალომე ზურაბიშვილი„რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ და!“ — ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, სადაც იგი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც პარლამენტთან მიმდინარე აქციებს უერთდება. ფეისბუკის მომხმარებლის პოსტში, რომელიც 17 ნოემბერს, 14:44 საათზე არის გამოქვეყნებული, წერია: „ჩემი ახლობლების გასაგონად ვამბობ! არ გაბედოთ და აღარ მითხრათ, დღიდან ნაცების მოსვლისა, ვაპროტესტებდი მათ მმართველობასო… [გია] ბარამიძესთან ერთად რომ დადგებით და ერთად გააპროტესტებთ, არა აქვს მნიშვნელობა რას, ამის მერე აღარ დამელაპარაკოთ“. ამ პოსტის კომენტარებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირადი გვერდიდან წერს: „რა ქნან, გერმანული მოდელი უნდათ ... ...
  • შემოქმედის ვარდები და 33 წლის მამაკაცის მოულოდნელად შეცვლილი პროფესიაპროფესიით გერმანისტია, მაგრამ,  ჯერჯერობით, ამ კუთხით არ უმუშავია. მუშაობდა ყაზტრანსგაზში, შემდეგ ერთ-ერთ ბანკში სესხის ოფიცერად, მოგვიანებით, ამავე ბანკის ბათუმის ფილიალის მმართველი იყო, თავისი ძალები, ასევე, მოსინჯა არქიტექტურულ კომპანიაში. ბოლო ორი წელია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მკვიდრი, 33 წლის ალექსანდრე ფირცხალაიშვილი ვარდების გაშენებით და მოვლით არის დაკავებული. “ვარდების სათბურის იდეა გაჩნდა რამდენიმე გარემოების დამთხვევის გამო, მეგობართან საუბარში: მიყვებოდა სხვა სათბურის შესახებ, ოღონდ სხვა ყვავილები ჰქონდათ იქ. შემდეგ დამაინტერესა და ალეკოს შევთავაზე. თავიდან მას არ წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მეყვავილეობა. მუშაობდა ბანკის მენეჯერად ბათუმში და ასევე არქიტექტურული ბიზნესი ჰქონდა ახალ გახსნილი, მეც დავანებე თავი, რადგან გამოცდილება არც მე მქონდა და არც ფინანსები. სადღაც 1-2 თვის შემდეგ გავიგე სააგრანტო პროგრამის და იაფი კრედიტის შესახებ. თვითონ დამიკავშირდა სოფლის მეურნეობის სააგენტო და იმავე დღეებში  მეყვავილეობის შემსწავლელი კურსის  რეკლამა ვნახე, რომლიც  აგრარური უნივერსიტეტის და გარდენიის მიერ იყო გამოცხადებული.   მე რა თქმა უნდა, ორივე საშუალება გამოვიყენე, კურსები გავიარე,  რითაც წარმოდგენა შემექმნა რასთან შეიძლება საქმე მქონოდა და დაფინანსებაც მოვიპოვე,  ასევე შემთხვევით ამავე პერიოდში ტელეფონით გავიცანი ის ადამიანები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ზოგადად მესათბურეობაში და მათგან გადამწყვეტი ტექნიკური რჩევები მივიღეთ“, - გვიყვება ალექსანდრე ფირცხალაიშვილის ძმა,  დავით ფირცხალაიშვილი. “ძმის შემოთავაზებას დიდი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი. ბოლომდე არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა,  მაგრამ გვინდა დაწყებული საქმე წარმატებული გავხადოთ. ეს ორი წელიწადი ძალიან დაძაბული იყო, რადგან ბევრი შრომა სჭირდება ვარდების მოვლას, გახარებას და შემდეგ რეალიზაციას,“ _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა. მისივე ინფორმაციით, საქმის დაწყების პერიოდში იმყოფებოდნენ მეყვავილეობის სემინარებზე, სადაც მოწვეული იყო ჰოლანდიელი მეყვავილეები. “მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ასევე, 2020 წლის თებერვალში ჩამოდიან ამერიკიდან მეყვავილეები, რომლებიც 3 დღე დარჩებიან ჩვენს ობიექტზე და ცოდნას გაგვიზიარებენ“, _ გვეუბნება ახალგაზრდა ფერმერი. ყვავილების მოვლა-პატრონობაში რამდენიმე ადგილობრივი არის დასაქმებული. “მეზობლები ყველაზე დიდი გულშემატკივარია ჩვენი ვარდების. ხშირად ახალგაზრდები უანგაროდ გვეხმარებოდნენ, რადგან სოფელში ვარდების სათბური ყოფილიყო,“ - აღნიშნა საუბრის დროს ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა. ამ ეტაპზე სარეალიზაციოდ 3 ჯიშის ვარდი, 2 წითელი და 1 თეთრი. ამის გარდა ვარდების ბაღში 20-ამდე სხვადასხვა ჯიშის ... ...
  • დავით მჟავანაძეს ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდაოთხი დღით პატიმრობა შეეფარდა პატიმრობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს დავით მჟავანაძეს. მისივე თანაგუნდელი ბესო ქათამაძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს წერს. “ბრალდების მხარის მტკიცებით, აქციაზე ბოროტული განზრახვით ყოფნის გამო მჟავანაძეს 4 დღით პატიმრობა შეეფარდა! სასამართლო არ არსებობს! სირცხვილია! ბიძინა უნდა დასრულდეს!“ - წერს ბესო ქათამაძემ. ინფორმაციისთვის ბოლო დროს ჩატარებული აქციების დროს 37 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის დავით ... ...
  • ფაქტი, რომელიც ისტორიად დარჩება _ ოზურგეთელი ქალბატონი ფოტოგრაფის ობიექტივშიფოტოზე, რომელსაც ფოტოგრაფი რევაზ ცქვიტინიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს, ჩანს როგორ მიაქვს ოზურგეთში მცხოვრებ ქალს საკვები მიუსაფარი ძაღლისთვის. ცქვიტინიძე ფოტოზე მინაწერსაც აკეთებს _ „ქალბატონმა ქუჩაში ძაღლს პური მოუტანა, მას ღმერთი გადმოხედავს!“  “ძალიან გულისხმიერი და კეთილშობილი ადამიანი არის ეს ქალი. როგორც მითხრა, ყოველდღე აპურებს ძაღლებს. მეც ასე ვარ, ექვსი ძაღლი მყავს სახლში. ყველა მათგანი ქუჩიდან ავიყვანე. მიყვარს ძაღლები, ერთგული არსებები არიან“, _ გვითხრა რევაზ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?