სააკაშვილი: "ამ სკანდალს ექნება უაღრესად მწვავე საგარეო პოლიტიკური შედეგები"

პოლიტიკა

სააკაშვილი: "ამ სკანდალს ექნება უაღრესად მწვავე საგარეო პოლიტიკური შედეგები"

15 ნოე. 2019, 11:43:11

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში დღგ-ების ჩათვლა ყალბად ხდება და ბიუჯეტის ძარცვის უკან  ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები და დაწინაურებული ყოფილი ჩინოვნიკები დგანან. აღნიშნული კი დიდ საგარეო სკანდალს გამოიწვევს და საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი ქვეყნის  იმიჯს კარგავს.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ რა მასშტაბის კორუფციული სკანდალია ატეხილი საქართველოში ყალბი დღგ-ების ჩათვლასთან და ბიუჯეტიდან არნახული ოდენობის თანხების მითვისებასთან დაკავშირებით. ისიც ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ბიუჯეტის ამ უპრეცენდენტო მასშტაბებით ძარცვის უკან დგანან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები და მის კარზე დაწინაურებული ყოფილი ჩინოვნიკები,  რომელთაგან ყველაზე ოდიოზური პიროვნებაა ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე. სამწუხაროდ, აქამდე არავინ მიაქცია ყურადღება ამ კორუფციული სკანდალის მაკროეკონომიკურ შედეგებს, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, თვითოეული მისი მოქალაქისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. რამე თუ ამ საქმეს აუცილებლად ექნება საერთაშორისო რეაგირება, რაც მნიშვნელოვანწილად დააზარეალებს საქართველოს იმიჯს და გაანადგურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ნდობას ჩვენი ქვეყნის კლეპტოკრატიული ხელისუფლებისა და ზოგადად ქართული ეკონომიკის მდგრადობის მიმართ.

ახლა დეტალურად აგიხსნით თუ რასთან გვაქვს საქმე:

მოგეხსენებათ, რომ სხვა და სხვა მონაცემებით რომელსაც ასაჯაროვებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ქართული მედია, ასევე უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მონაცემებიდან გამომდინარე ყალბი დღგ-ების მოცულობამ შეადგინა 500 მილიონზე მეტი. სპეციალისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ ამ რაოდენობის ყალბი დღგ-ს შესაქმნელად კრიმინალურ სქემებში მონაწილე კომპანიებს აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარის ოდენობის მიწოდების, რეალიზაციის ოპერაციები. ანუ, ქართულ ეკონომიკაში აისახა 2,5 მილიარდი ლარის ფიქტიური ოპერაციები, რომლებიც სინამდვილეში არ განხორციელებულა. შესაბამისად მთლიან შიდა პროდუქტის სტატისტიკურ მონაცემებში აისახა ამ უპრეცენდენტო რაოდენობის ფიქტიური მიწოდება. არ არსებობს არანაირი მონაცემი რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ფიქტიური ოპერაციები ამოღებულია სტატისტიკური მონაცემებიდან და დაკორექტირებულია მაკროეკონომიკური მონაცემები. ამიტომ, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაყალბებულია. შესაბამისად გაყალბებულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დეკლარირებული მონაცემებიც და 2017-2018 წლებში დაფიქსირებული 4,8-4,7%-იანი ზრდა არის ფიქცია.

აი, ეს ფაქტორი ყველაზე კარგად ხსნის იმ დილემას, თუ რატომ არ აისახება თუნდაც ასეთი მიზერული ეკონომიკური ზრდა ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე. იმიტომ, რომ ეს მონაცემები უბრალოდ ფიქცია და სახელმწიფო მასშტაბის თაღლითობაა. კარგად, რომ გავიაზროთ ამ თაღლითობის მასშტაბები უბრალოდ გეტყვით, რომ 2,5 მილიარდი ლარი, რომელიც ფიქტიურად არის ასახული ქვეყნის ეკონომიკაში შეადგენს 2018 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს. ხოლო 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლების(10,5 მილიარდი ლარი) 23,8%-ს.

ამ სკანდალს ექნება უაღრესად მწვავე საგარეო პოლიტიკური შედეგებიც. საქართველო უბრალოდ დაკარგავს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ნდობას, რაც თავის მხრივ კატასტროფულად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და თითოეული მოქალაქის ისედაც განადგურებულ კეთილდღეობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ცივილიზებულ სამყაროში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნდობას. ზუსტად ამ ნდობის ხარისხით განისაზღვრება ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის დონე. ამ სკანდალით ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი და ამ საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, _ წერს სააკაშვილი.




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში პირველ-მეორე ადგილებს ,, ქართული ოცნება" და ,, ნაციონალური მოძრაობა" ინაწილებენ54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 51 საარჩევნო უბნიდან დათვლილი ხმებით 19 უბანი მივიდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნანა იმნაძის თქმით, ამ უბნებში თავისი შედეგებით ლიდერობს ,, ქართული ოცნება" და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე: "ჯერ ამის მეტის თქმა არ შემიძლია, მეც დანარჩენს ტელევიზიებით ვისმენ. ამ 19 უბანში ლიდერობს პარტია,, ქართული ოცნება" და მისი კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე. მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".  ამ წუთის მდგომარეობით  ოლქში პროცედურული დარღვევებზე დარეგისტრირებულია 5 ... ...
  • ჭაჭიეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, სავარაუდოდ, ინფიცირებული პირი მივიდაჭაჭიეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, სავარაუდოდ, ინფიცირებული პირი მივიდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება სოფელში თბილისიდან ჩამოვიდა. მას ჩატარებული ჰქონდა პისიარ ტესტი, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო, თუმცა, მოგვიანებით შეატყობინეს, რომ ინფიცირება დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ის საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ახლობელია და მასთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა, კონტაქტი ჰქონდა უბანზე მყოფ სხვა პირებთანაც. მომხდარის გამო საუბნო კომისიის თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს. თუმცა, ამბობს, რომ ხმის მიცემა ცესკოსა და ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა, რის გამოც ვირუსის გავრცელების საფრთხე საარჩევნო უბანზე ნაკლებად არის. ჩვენ საოლქო კომისიას მივმართეთ კითხვით, მომხდარის გამო არსებობს თუ არა ცესკოს თანამშრომლების იზოლაციაში გადასვლის აუცილებლობა. მათი პასუხის მიხედვით, ვითარებას შესწავლა სჭირდება. „გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას იმყოფებოდა თუ არა საარჩევნო უბანზე ინფიცირებული პირი, ჯანდაცვის ცენტრთან ... ...
  • დაიბეჭდა თუ არა ბიულეტენში კანდიდატის გვარი შეცდომით გურიის 24-ე მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლისთვის განკუთვნილ ბიულეტენში, ხუთი ნომრით, მანუჩარ კვირკველია იყრიდა კენჭს.     მანუჩარ კვირკველიას ოფიციალურ გვერდზეც და საარჩევნო მასალებზეც მისი სახელი და გვარი ზუსტად ასე წერია _ მანუჩარ კვირკველია. თუმცა საარჩევნო ბიულეტენებში, მეხუთე ნომრად, მანუჩარ კვირკელიაა წარმოდგენილი. კანდიდატის პრეს სპიკერმა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა, რომ მანუჩარის გვარი ოფიციალურ დოკუმენტებში იგივეა, რაც სააგიტაციო მასალაზე და საჭიროდ აღარ ჩათვალა დაშტრიხული სახით გადმოეგზავნა პირდობის მოწმობის ფოტო ასლი. ჩვენ ცესკოს ონლაინ ჩათში შევეცადეთ მიგვეღო იურიდიული განმარტება, რა ხდება, თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბიულეტენში კანდიდატის გვარი შეცდომითაა დაბეჭდილი. გვიპასუხეს, რომ ამ შემთხვევაში, აუცილებელია ცესკოს ოფიციალურად ელექტრონული ფორმით მივმართოთ და პასუხს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ... ...
  • გიგა ბოკერია: “ამ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება”"ევროპული საქართველოს", ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ოლქში, მეორე ტური ჩატარდება . ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას კონკურენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მურთაზ ზოდელავა იქნება. ამასთან, ბოკერია საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ, მათი კონკურენტების, ამ შემთხვევაში კი, ზოდელავას სასარგებლოდ. მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტური იქნება იმ ოლქშიც, სადაც ის კენჭს იყრიდა. „ფოთში, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო მანდატი ქართველი ხალხისგან ქვეყნის მართვაზე, ეს არის უკვე ფაქტი. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ, მიუხედავად ძალადობისა, მოსყიდვისა, დაშინებისა, რაც ვნახეთ მთელი ამ კამპანიის დროს და განსაკუთრებით დღეს, ზოგიერთ ოლქებში, სამარცხვინო, საგამგაშო ფორმით, მაინც ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში. ეს არის უკვე ფაქტი. სამწუხაროდ, მანდატების გადანაწილების საბოლოო შედეგი გადაწყდება მეორე ტურში, ესეც ფაქტია. ოლქში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ფოთში სენაკსა და ხობში, დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და დიდი ალბათობით, „ოცნების“ კანდიდატი იქნება ჩემი კონკურენტი, ბატონ ზოდელავა. რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ჩვენს ამომრჩეველს, ხმა მისცეს ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ ჩვენი კონკურენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბატონ ზოდელავას სასარგებლოდ. ეს ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი სწორი და საჭირო იყო ის გეგმა, რაც ქონდა „ევროპულ საქართველოს“ ერთიანი მაჟორიტარების შეჯერებაზე და როგორი უპასუხისმგებლობა იყო სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ამ გეგმის ჩაშლა. ეს უკვე წარსულია. მეორე ტურები იქნება და ამ მეორე ტურებში ყველგან უნდა მივცეთ ხმა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ“, _ განაცხადა ... ...
  • თორნიკე ართქმელაძე: "არჩევნებმა ჩაიარა მასიური დარღვევებით"ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონის ოლქში აცხადებს, რომ არჩევნებმა ჩაიარა დარღვევებით. "არჩევნებმა ჩაიარა მასობრივი დარღვევებით, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება იყო ძალიან ბევრ ადგილას. შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. ჯერ ამის თქმა ძალიან რთულია, რადგანაც მხოლოდ რამდენიმე უბნის შედეგია მოსული", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" საუბრისას თორნიკე ართქმელაძემ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...