"საარჩევნო ადმინისტრაცია აპრობირებული და სამართლიანად აღიარებული მეთოდით კომპლექტდება"

პოლიტიკა

"საარჩევნო ადმინისტრაცია აპრობირებული და სამართლიანად აღიარებული მეთოდით კომპლექტდება"

2017 ივლ 26 22:01:01

„არგუმენტების არარსებობა და პოლიტიკური მიკერძოების პირდაპირი ნიშნები მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომ ამ შემთხვევაშიც, აბსოლუტურად სუფთა სინდისით შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ჩვენ პირვანდელ კანონპროექტს და დავძლიოთ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო",_ ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაზე აპრობირებული და ყველაზე სამართლიანად აღიარებული მეთოდით კომპლექტდება.
„ეს ყველაზე სამართლიანი პრინციპი არის აღებული განსხვავებით იმ მახინჯი მოდელისგან, რომელიც დღეს მოქმედებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად. აქ იყო დასმული კითხვა რატომ არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისას. ვთხოვ ოპონენტებს, დაასახელონ ერთი განვითარებული ქვეყანა, სადაც ხდება თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინება რაიმე პრივილეგიების განაწილებისას. ასეთი ქვეყნები არ არსებობს ერთი მარტივი მიზეზის გამო-რეალურად, კრიტერიუმი ყოველთვის არის საპარლამენტო არჩევნები. ეს არის საერთო ეროვნული პოლიტიკური არჩევნები. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, მას აქვს სრულიად სხვა დატვირთვა. ვისაც სხვა მოსაზრება აქვს, შეუძლია, გაეცნოს შესაბამის სახელმძღვანელოებს. საუბარია პირველი კურსის სახელმძღვანელოებზე. არსად, განვითარებულ ქვეყნებში არ გამოიყენება კრიტერიუმად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შესაბამისად, ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მოკლებულია ყოველგვარ არგუმენტებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პროპორციული გადანაწილების შესაბამისად, მიღებულ იქნა პარტიულ-პოლიტიკური პარიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ „პოზიცია", ისევე, როგორც ოპოზიცია, ცესკოში და საარჩევნო ადმინისტრაციაში სამი წევრით არის წარმოდგენილი. კიდევ ერთი მიღწევა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ისაა, რომ მანიპულაციების ყოველგვარი რისკი ისპობა.
„დაცულია პარიტეტის პრინციპი, რაც არის მეორე ფუნდამენტური სამართლიანი პრინციპი. ასევე უზრუნველყოფილია მრავალპარტიული წარმომადგენლობა, კერძოდ, ოთხი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი საარჩევნო ადმინისტრაციაში ახალი რეგულაციის თანახმად და საუბარია დღევანდელ მოცემულობაზე. ბუნებრივია, შემდეგი არჩევნების შემდეგ მივიღებთ ასევე მრავალპარტიულ, შეიძლება, ცოტა განსხვავებულ კონფიგურაციას.
ახალი რეგულაციების ერთერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მდგომარეობს იმაში, რომ ისპობა მანიპულაციების ყოველგვარი რისკი. ჩვენ ვხედავთ ამ მანიპულაციებს დღეს, წლების განმავლობაში, როდესაც ვსაუბრობდით ბლოკების გაუქმებაზე, ერთ-ერთი კონტრარგუმენტი რაც ჰქონდათ ოპონენტებს, მდგომარეობდა იმაში, რომ დატოვეთ ბლოკები, ოღონდ მოაწესრიგეთ შესაბამისი კანონმდებლობა და არ მისცეთ არავის მანიპულაციების შესაძლებლობა. ახლა, როცა მანიპულაციების შესაძლებლობას ვსპობთ, ამასთან დაკავშირებით ისმის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუგებარი კრიტიკა. დღეს აქვთ მანიპულაციის შესაძლებლობა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და ამ მანიპულაციების შედეგად, როგორც აქ ითქვა არაერთგზის, „ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ორი განშტოებით აქვს მთლიანობაში სამი ადგილი მოპოვებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაციაში. მაგალითიც მოიყვანა ქალბატონმა ეკამ, არავინ არ იცის რა არის ქრისტიანულ-კონსერვატული პარტია. ასეთი პარტია რეალურად არ არსებობს, თუმცა წარმოიდგინეთ, რომ მას აქვს ადგილი მიკუთვნებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ყველა დონეზე არის წარმოდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციაში. ბუნებრივია, ასეთი მანიპულაციების შანსი უნდა მოისპოს და ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ეს არის მესამე პრინციპი, რომელიც იყო გათვალისწინებული ამ ცვლილებების განხორციელების დროს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პოლიტიკურ კონფიგურაციაზეც. მისი თქმით, რომ არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილების განაწილების წესის ცვლილება, პოლიტიკური პარტიები ადგილს დაკარგავდნენ.
„ჩვენ დღეს გვესმის კრიტიკა „პატრიოტთა ალიანსის" მხრიდან. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა გავიმეორო, რომ უსამართლოდ დაკარგავდნენ ადგილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩვენ რომ არ შეგვეცვალა სამართლიანად ცესკოში ადგილების და საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილების განაწილების წესი. ასევე, ძალიან მაღალი ალბათობით, „ევროპული საქართველოც" დაკარგავდა ადგილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შესაბამისი მაქინაციები რომ გაგრძელებულიყო.
ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. დღეს არის სამი ორზე, „ნაციონალური მოძრაობა"-„ქართული ოცნება" და ეს იცვლება ორი სამით, ანუ „ქართულ ოცნებას" ექნება სამი ადგილი საარჩევნო ადმინისტრაციაში, „ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ორი ადგილი. რაც, ყველა დაგვეთანხმება ბუნებრივია, არის ბევრად უფრო სამართლიანი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბოლო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" მიიღო ხმების 49 %, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ" - ხმების 27%",_ განმარტა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება არ მოსწოდეთ პოლიტიკურად მიკერძოებულ პირებს.
ეს არის მეორე საქართველო, სადაც არიან თავმოყრილნი პოლიტიკური სპექტრის მეორე მხარე, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, ე.წ. ნეიტრალური ფიგურა, „ნაციონალური მოძრაობა" თავისი ორივე განშტოებით, „პატრიოტთა ალიანსი", „დემოკრატიული მოძრაობა" და ა.შ. ეს არის მეორე საქართველო, რომელსაც აქვს თავისი ჭეშმარიტება, ჩვენ გვაქვს ჩვენი ჭეშმარიტება, რომელიც არის დადასტურებული საქართველოს მოსახლეობის ძალიან მყარი მხარდაჭერით. აქ კიდევ ერთხელ ითქვა, არ ვიცი, ეს რას უნდა მივაწეროთ, საუბარი იყო „ქართულ ოცნებასა" და ხალხზე - „ქართულ ოცნებას" და ხალხს აქვს თავისი ურთიერთმიმართება და ეს ურთიერთმიმართება გულისხმობს იმას, რომ ყოველ შემდგომ არჩევნებში ჩვენ ვიპოვებთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას. ეს არის ურთიერთობა „ქართულ ოცნებასა" და ქართველ ხალხს შორის. და ეს განმეორდება ამ თვითმმართველობის არჩევნებშიც, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი რეიტინგი. არცერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას დღეს არ აქვს რეალურად მერის არჩევნების მოგების რესურსი და ამ პირობებში გვესაუბრებიან ჩვენ იმაზე, რომ თითქოს რაიმე პრობლემა არსებობს „ქართულ ოცნებას" და ქართველ ხალხს შორის. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ აბსოლუტურად მყარი პოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც არიან სრულ სასოწარკვეთილებაში იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ ხალხის ნდობისა და ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოლიტიზირების საკითხთან დაკავშირებით, დღეს პლენარულ სხდომათა დარბაზში საშიში განცხადება გაისმა.
„რაც შეეხება ცესკოს პოლიტიზების საკითხს -ეს ძალიან საშიშად გაისმა დარბაზში. ჩვენ ვიცით საზოგადოების განწყობიდან, რომ ცესკო დღეს აღიქმება, როგორც დამოუკიდებელი ორგანო და ეს არის „ქართული ოცნების" ხელისუფლების დამსახურება. ამ პირობებში ჩვენ გვაქვს ძალიან საშიში ჩანაწერი მოცემული პრეზიდენტის ვეტოს დასკვნაში, სადაც საუბარია იმაზე, რომ ცესკოს კიდევ უფრო მეტად პოლიტიზებას გამოიწვევს ეს ცვლილებები. ეს არ შეესაბამება რეალობას, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით.რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ" დომინირებული მდგომარეობა მოიპოვოს საარჩევნო ადმინისტრაციაში - საზოგადოებას რომ განვუმარტო, ცესკოში, ისევე, როგორც ქვედა დონეზე, წარმოდგენილია სულ 12 წევრი. აქედან სამ წევრს ნიშნავს „ქართული ოცნება" ახალი რეგულაციების თანახმად. მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო 7 ხმა, ხოლო ნორმატიული აქტების მისაღებად არის საჭირო 9 ხმა. რომელ დომინირებაზე არის საუბარი?",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან არგუმენტებში აღრევა გაუგებარია.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის ინტერესები ოპოზიციის ინტერესების უკეთ რეალიზების ხარჯზე - მცირდება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პროპორციული გადანაწილების შესაბამისად, „ქართულ ოცნებას" ცესკოში მინიმუმ 4 ადგილი უნდა ჰქონოდა და მაქსიმალურად სამართლიანი გადანაწილების ჩამოყალიბების მიზნით, მმართველმა გუნდმა მეოთხე ადგილი მოიკლო.
„პრეზიდენტის ვეტოს არგუმენტაციაში ნათქვამია, რომ უნდა დარჩეს უცვლელი ის სიმახინჯე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. ეს ერთადერთი, შეიძლება აინტერესებდეს მას, ვისაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება და პოლიტიკური დაინტერესება, რომ მეორე საქართველო დომინირებდეს ცესკოში. ჩვენი ამოცანა არ არის არც ერთი და არც მეორე საქართველოს დომინირება, არც „ქართული ოცნების" დომინირება და არც მარგველაშვილი, ევროპული საქართველო, ნაციონალური მოძრაობის, პატრიოტთა ალიანსი, დემოკრატიული მოძრაობის და ა.შ. დომინირება. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ სამართლიანად იყოს ჩამოყალიბებული და ფორმირებული როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე, მთლიანად, საარჩევნო ადმინისტრაცია",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პრეზიდენტის მიერ მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა შესახებაც და აღნიშნა, რომ ეს ტექნიკური საკითხია.
„დღესაც არის ასეთი სახით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი მოწესრიგებული საარჩევნო კოდექსში კონკრეტულ არჩევნებთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილება არის აბსოლუტურად ტექნიკური ბუნების და ჩაითვალა უბრალოდ, რომ ცესკო უმჯობესია იყოს ამ შემთხვევაში დამნიშნავი სუბიექტი, მხოლოდ ამის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს იმას, თუ ვინ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, იქნება ეს ცესკო თუ იქნება ეს საქართველოს პრეზიდენტი. ორივე შემთხვევაში, ეს არის წმინდა ფორმალური უფლებამოსილება",- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორი პრობლემა გამოიკვეთა - არგუმენტების აბსოლუტური დეფიციტი და პოლიტიკური მიკერძოება,რაც მისივე თქმით, სამწუხაროა იმ პირობებში, როდესაც საქმე საქართველოს პრეზიდენტს ეხება, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, ამ მმართველობის სისტემაში ნეიტრალური სუბიექტი უნდა იყოს.




 ახალი ამბები
  • ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში სამორინესთან30 წლამდე მამაკაცმა, სამორინეს დაცვის წევრი სცემა. შემთხვევა რუსთავში,  მეგობრობის გამზირზე, ღამით მოხდა. დაშავებული  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. პირი, რომელმაც სამორინეს დაცვის თანამშრომელი სცემა ... ...
  • თბილისში 2-მა პირმა 24 ბინა გაქურდაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი:1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ა. კ.-ს კუთვნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა და ნაქურდალი ნივთები. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ-მ და ა.ტ.-მ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, დანარჩენი ნივთების ძებნა - ამოღების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით ... ...
  • ხანძარი თბილისში-ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათბილისში დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ ... ...
  • თეთრიწყაროს მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ქ-მ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ... ...
  • „შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით"ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოკუპანტების მიერ დაკავებას ეხმაურება და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციების გამო შეშფოთებულები არიან. „შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, მათ შორის, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვრჩებით მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ სოფელ ატოცსა და გუგუტიანთკარში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაცია და მძიმედ იმოქმედა კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ახლახან ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება, რომელიც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაციაა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მუდმივი შეზღუდვით გამოწვეული მძიმე შედეგებისა. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“, – აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს