საგარეო უწყება: დავით გარეჯში 14 ივლისის მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დავუშვებთ

პოლიტიკა

საგარეო უწყება: დავით გარეჯში 14 ივლისის მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დავუშვებთ

2019 ივლ 18 22:46:44

იმედს ვიტოვებთ, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ტვ1-თან განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას კომენტარს 1tv.ge ავრცელებს. 

„საქართველოს სამთავრობო კომისია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებში შეშფოთებულია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში.

უნდა განვასხვავოთ საკითხის ორი კომპონენტი. კერძოდ, პირველი ეხება საზღვრის დელიმიტაციის პრობლემატიკას, ხოლო მეორე მოიცავს შეუთანხმებელ მონაკვეთზე არსებულ ვითარებას. ამასთან, აზერბაიჯანულ პრესაში ბოლო პერიოდში გაჟღერებული გზავნილები იწვევს საქართველოს მხარის გაკვირვებას და წუხილს, ვინაიდან ცალმხრივად ასახავს ადგილზე არსებულ ვითარებას, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კონტექსტში უნდა აღინიშნოს შემდეგი: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი (დაახლოებით 1,2 კმ სიგრძის) არ არის დელიმიტირებული და შეთანხმებული მხარეთა შესაბამისი კომისიების მიერ რაც, სამწუხაროდ, არაკეთილმოსურნეების მხრიდან განაპირობებს არაერთ პროვოკაციულ მოქმედებას; აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია არის ორმხრივი პროცესი და მის დასრულებამდე და შესაბამის იურიდიულ გაფორმებამდე [ცალმხრივი] საუბარი თუ სად გადის სახელმწიფო საზღვარი დაუშვებელია. ეს ხელს უშლის და ართულებს მოლაპარაკებათა პროცესს. აქედან გამომდინარე მიუღებელია ცალკეული მტკიცება, მათ შორის იმის, თითქოს ყოფილის სსრ-ს უმაღლესი საბჭოს 1963 წლის ცალმხრივი დოკუმენტი შესაძლებელია, განხილულ იქნეს საზღვრის დადგენის სამართლებრივ საფუძვლად. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დოკუმენტი აზერბაიჯანის ყოფილმა სსრ-ს უმაღლეს საბჭომ თავის დროზე თავადაც არ მიიჩნია მიზანშეწონილად. შესაბამისად, ორმხრივი შეთანხმების არარსებობის პირობებში ხსენებული დოკუმენტი კარგავს იურიდიულ ძალას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისივე თქმით, საქართველოს სამთავრობო კომისია დელიმიტაციის საკითხებში მუშაობისას ეყრდნობა მოქმედ იურიდიულ ბაზას.

„ასევე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენისას საერთაშორისო პრაქტიკა ფართოდ იყენებს გამოცდილებას, როდესაც ორი მეზობელი ქვეყანა ითვალისწინებს ურთიერთდაინტერესებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, მათ შორის, როდესაც საუბარია კულტურულ, ისტორიულ თუ რელიგიურ ფასეულობებზე. ამდენად, იმის მტკიცება, რომ თითქოს საზღვრის დელიმიტაციის დროს რელიგიურ-კულტურული ფაქტორი არ შეიძლება, იქნეს გათვალისწინებული, ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ მიდგომებს; -დავით გარეჯის კომპლექსს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული დანიშნულება და ფასეულობა, რაც ასევე აუცილებელია, იქნას გათვალისწინებული მხარეთა მიერ მოლაპარაკების დროს. რაც შეეხება ადგილზე განვითარებულ მოვლენებს: – აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოცემული გარემომებებისა და საქართველოს მხრიდან ვიზიტორების დიდი ნაკადის გათვალისწინებით ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების მიერ მიღწეულ იქნა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად მესაზღვრეები არ შეზღუდავდნენ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მრევლისა და ტურისტების გადაადგილებას დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე. მაგრამ ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ხსენებული შეთანხმება არაერთხელ დაირღვა ადგილზე სხვადასხვა სახის პროვოკაციული ქმედებების მიზეზით; – საქართველოს მხარე გმობს მსგავს პროვოკაციებს, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოდგენს მაპროვოცირებელი ძალების მიერ ინსპირირებულ ქმედებებს; – სწორედ ამიტომ, ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებს მართებს უკიდურესი სიფრთხილე თავისი უფლება-მოვალეობების შესრულების დროს; – რაც შეეხება 14 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის აქტიური ქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა დაძაბულობის დეესკალაცია და სრული ნეიტრალიზაცია“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

მისივე თქმით, მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა და ფაქტები დეტალურად იქნება შესწავლილი.

„მხარეები არ დავუშვებთ მსგავსი ინციდენტების განმეორებას და იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიან ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ, შეუფერხებლად მოინახულონ ისტორიული ძეგლი. საქართველო დაინტერესებულია საზღვრის სადელიმიტაციო პროცესის დასრულებაში. იმედს ვიტოვებთ, რომ აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დავით გარეჯში ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები პატრულირებენ. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრებიდან ხატები 4-5 დღის წინ გამოიტანეს. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო შექმნილ ვითარებაზე კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა.

უწყების ინფორმაციით, დავით გარეჯში ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა. 




 ახალი ამბები
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...