საია: მაუწყებლის შესახებ კანონის ამ ფორმით მიღება არაკონსტიტუციურია

gurianews.com

პოლიტიკა

საია: მაუწყებლის შესახებ კანონის ამ ფორმით მიღება არაკონსტიტუციურია

2018 იან 16 17:24:04

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი ეს პრინციპი ირღვევა.

"ამ კანონპროექტის ამ ფორმით კანონად ქცევა ერთია, რომ აზარალებს თვითონ მედიაგარემოს და ცვლის თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. როცა წელიწადში 50 მილიონზე მეტია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ბიუჯეტიდან და საუბარია კომერციული რეკლამის დაშვებაზე, მიუღებელია. სადავოა სპონსორობის თენაც, რადგან სპონსორობამ შესაძლოა კომერციული ტიპის გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე. მაშინ, როდესაც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პირდაპირ წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს პოლიტიკური და კომერციული ტიპის გავლენებისგან თავისუფალი",- განაცხადა სულხან სალაძემ.

საია-ს თავმჯდომარე პრეზიდენტის ვეტოსაც ეხმიანება და ამბობს, რომ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენება აუცილებელი იყო. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი მზად არის ჩაერთოს დიაკუსიაში და მმართველ გუნდთან ერთად განიხილონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები.

"ამ კანონპროექტის კანონად ქცევის პირობებში ჩნდება კორუფციის რისკები, ასევ, ეს აზიანებს სარეკლამო ბაზარს. ყველა ეს პრობლემური ნორმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გამოწვევაა. იმედია, პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას",- აღნიშნა სალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო. 

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს. მოსალოდნელ ცვლილებებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ“  საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63 პარლამენტარმა დაუჭირა.

imedinews.ge


ნახვა: 51


 ახალი ამბები
  • გაერთიანებულო წყალმომარაგების კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს"გურია ნიუსისთვის" ექსკლუზიურად  ხდება ცნობილი, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმლმარაგების კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე გიორგი კობერიძე ეკა ქალდავამ ჩაანაცვლა. ქალდავა ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა და დონორებთან ურთიერთობდა. მანამდე კი წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი ... ...
  • „საპრეზიდენტო კანდიდატად საპენსიო ასაკის პოლიტიკოსი უნდა დაასახელონ“_ ცინცაძეპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე  ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნებისთვის“ გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად  საპენსიო ასაკის მქონე პოლიტიკოსს დაასახელებს. ამასთან, როგორც ცინცაძე აღნიშნავს, მაღალი ხარჯებიდან და პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სჯობს პრეზიდენტის ინსტიტუტი  საერთოდ გაუქმდეს. ,,მას შემდეგ, რაც თბილისის მერად დაასახელეს და გაამარჯვებინეს ნარმანიას, რომლის შემოქმედების შედეგს დილიდან საღამომდე იწვნიეს თბილისის დღევანდელი მერი, ყველაფერი მოსალოდნელია. ჩემთვის საინტერესოა მმართველ გუნდს  როგორ სისტემურად და მიზანმიმართულად უშლის ნერვებს მარგველაშვილი, ეს სახალისოც არის. გონივრული იქნებოდა ,,ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატად დაესახელებინათ საპენსიო ასაკის მქონე პოლიტიკოსი. სიმართლე გითხრათ,  ახალგაზრდა, ენერგიული და კრეატიული აზროვნების მქონე პოლიტიკოსი პრეზიდენტის პოსტისთვის არ მემეტება. საერთოდ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმდეს. პრეზიდენტს არავის სთხოვს, გასცეს პასუხი კითხვებს: რატომ გაიზარდა კრიმინალი, რატომ გაიზარდა ნარკომანია, რატომ არის უმუშევრობა, რატომ უფასურდება ლარი, რატომ არის ფარული ინფლაცია, მას არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია“, _ გვითხრა ... ...
  • ჩაკეტილი კარი ოზურგეთის გამგეობაში _ პირადი კომფორტი თუ საშემსრულებლო დისციპლინის გაუმჯობესებაროგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს,  შენობის პირველ სართულზე,  დერეფნის  მარცხენა  მხარის პირდაპირი გასასვლელი კარი დღეს ჩაკეტილი დახვდათ. აქამდე ეს კარი არ იკეტებოდა, მით უფრო, როცა  ამ მხრიდან აქვს შენობას პანდუსით  შემოსასვლელი და,  მიღების დღეებში    განსაკუთრებით,   ამ შემოსასვლელით  სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. _ ეს კარი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გოგი ინწკირველმა ჩაკეტა.  ის  ამ თანამდებობაზე ახლახან დაინიშნა.  გასასვლელთან არის  მისი კაბინეტი და ეტყობა, დისკომფორტი შეექმნა, მაგრამ არ ვიცით, რატომ.   ადმინისტრაციულ შენობას პანდუსით შემოსასვლელიც მხოლოდ აქ აქვს. დავუშვათ, მოვიდა პირი, რომელიც ეტლით გადაადგილდება,   კარი ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსმა,   გოგი ინწკირველმა უნდა  გაუღოს? ვთქვათ,  არ არის ადგილზე, სად უნდა ეძებონ? როცა შენობას აქვს ორი ცენტრალური შესასვლელი და არცერთი არ დაკეტილა,   ასევე  შენობას   აქვს ორი შემოსასვლელი უკანა  მხრიდან და  არცერთი არ დაკეტილა, მაინცდამაინც ის რატომ დაიკეტა, სადაც  გადიან შესვენების დროს  თანამშრომლები და რაც მთავარია,   პანდუსით შემოსასვლელიც მხოლოდ აქ არის?  თუ მაინცდამაინც საჭიროა  ასეთი ცვლილება, შინაგანაწესში  ცვლილების შეტანამდე ჩაკეტვა მაინც არ შეიძლება და  ეს არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მას  არ ევალება   ამ კარის ჩაკეტვა, ისევე, როგორც არ ევალება დანარჩენი რვა სამსახურის უფროსს, _ აცხადებს  „გურია  ნიუსთან“ მერიის არაერთი თანამშრომელი. „გურია  ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსს გოგი ინწკირველს  აღნიშნული საკითხის ირგვლივ ესაუბრა. _ გეტყვით, რომ ეს პანდუსი ჩაკეტილი არ იქნება.  ეს არის ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება.   ამ წუთში ადაპტირებისთვის გავაკეტეთ.  ჩვენ ახლა  ვაპირებთ მერიის თანამშრომელთა დისციპლინის გაუმჯობესებას _ სამსახურში გამოცხადება,  სამსახურიდან წასვლა...ზოგჯერ საპარადე გასასვლელს  არც  იყენებს ზოგი.   აქედან უფროა ადვილია გასვლა... _ რის თქმა გინდათ, იპარებიან? _ ახალგაზრდები არიან, ზოგჯერ ხდება შინაგანაწესის დარღვევა... _ იქ პანდუსია, რომელიც სხვაგან  არ აქვს   ამ შენობას. ასევე აივანზე, იქნებ, თამბაქოს მოსაწევად უნდოდეთ გასვლა, ეკრძალებათ? _ პანდუსი არ ჩაიკეტება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არავინ შეუქმნის პრობლემას.  სიგარეტს კიდევ, თუ არ მოწევს რამდენჯერმე ადამიანი, იქნებ, სულ გადაეჩვიოს და კარგია.  ახლა მე გეტყვით  კიდევ ერთს _უზარმაზარ  შენობებს აქვს ერთი   შესასვლელი.  თბილისში  სახელმწიფო  კანცელარიას აქვს ერთი შესასვლელი და ამ შენობას რად უნდა ხუთი შესასვლელ-გამოსასვლელი? იყო ორი მუნიციპალიტეტი, ხომ? ახლა გაერთიანდა.  ვფიქრობ, ამდენი შესასვლელ-გამოსასვლელი საჭირო არ არის. ამაზე უმოკლეს დროში შევთანხმდებით. პრობლემა არავის შეექმნება. ყველაფერს მოვაგვარებთ. განსაკუთრებით კი, შშმ პირებს არავინ შეუქმნის პრობლემას  იმის გამო, რომ  აქ კარი დროებით დაიკეტა.  პანდუსი არის შენობის პირველი სართულის ამ მხარეს და  მიღების დღეებში იქნება თუ ისე,  მათ არავინ დააბრკოლებს, _  გვითხრა  გოგი ... ...
  • პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 24 მაისის შეწყალების აქტით, 143 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ  დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა. ქორიძის განმარტებით, შეწყალებულებიდან საპატიმროს 84 დღესვე დატოვებს. 54 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სულ 1347 მსჯავდებულის საქმე განიხილეს. რაც შეეხება იმ მსჯავდებულებს, რომლებიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიან, ასეთი 216 საქმე განხილვაშია, თუმცა მორატორიუმის გამო კომისიამ მათი განხილვა დროებით გადადო.  ცნობილია, რომ  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე, 3655 მსჯავრდებული შეიწყალა. ბოლოს, პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხი კრიტიკის მიზეზი აპრილში, ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკლელობის შემდეგ გახდა, მკვლელობა წარსულში ნსამართლევმა და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა ჩაიდინა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებასთან ... ...
  • ,,ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება“_ ჭიჭინაძე ბრალდებებს პასუხობსმმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ნარკორეალიზატორებს მფარველობდეს. ჭიჭინაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არამართლზომიერია. ჭიჭინაძე სამართალდამცველების მხრიდან  ნარკოტიკების ე.წ. ჩადების პოლიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკები, შესაძლოა, მხოლოდ ისეთ ადამიანს ჩაუდონ, რომელიც კრიმინალად არის მიჩნეული. ,,როგორ შეიძლება სახელმწიფოსა და რომელიმე მაღალჩინოსნის მიმართ ასეთი ბრალდებები გააჟღერო.  ნარკოდანაშაულის მფარველობა არის უდიდესი დანაშაული, ამიტომ ამ თემაზე  კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება. ეს არამართლზომიერი და არაადეკვატური ბრალდებაა. პირდაპირ გეტყვით, თქვენ იცით, რომ ვისაც იჭერენ, იმაზე ამბობენ ჩაუდესო, საზოგადოებაც ძალიან სცოდავს, რადგან სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, თითქოს შს სამინისტროს შეგნებულად  ჩადის დანაშაულს და ვიღაცებს უდებს. არ შეიძლება,  შს სამინისტრო, ვისაც  ქუჩაში დაინახავს, ყველას უდებდეს. შესაძლოა, რაღაც მომენტში ჩადება არსებობს, მაგრამ ეს იმ მომენტში შესაძლებელია მოხდეს, როდესაც ადამიანი კრიმინალად არის მიჩნეული. ამერიკა ომს აწყობდა და ისე ებრძოდა ნარკოგამსაღებლებს, თუ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსკენ მივისწრაფით, დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ნარკორეალიზატორებს“,_ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

250 სინათლის წლის მოშორებით 5 მზიანი პლანეტა აღმოაჩინეს

კაცობრიობა აგრძელებს კოსმოსის საიდუმლოებების შესწავლას....

ამერიკა ჩინელებმა აღმოაჩინეს?

როგორც ჩანს, გეოგრაფიის და ისტორიის...

გაზიანი სასმელები ქალებში ინსულტს იწვევს

იაპონელმა ეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხშირად...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...