"საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნებს რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს" _ გრიგორი კარასინი

პოლიტიკა

"საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნებს რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს" _ გრიგორი კარასინი

2018 ოქტ 11 06:56:31

საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნებს რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა „იტარ-ტასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროების საქართველოში ყოფნა „აქეზებს ავანტიურისტ და უაპასუხისმგებლო პოლიტიკისებს.
„ჩვენ ადეკვატური რეაგირება გვექნება ნატო-სა და საქართველოს ერთობლივ მასშტაბურ წვრთნებზე, რადგან ეს მანევრები ჩვენ საზღვრებთან იმართება. ჩვენს მივიღებთ შესაბამის ზომებსაც“ – განაცხადა კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ შემუშავებულ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სასანქციო სიაზე. მისი თქმით, ამ სიამ შეიძლება, შეუშალოს ხელი გალის და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ამუშავებას.

„საქართველოს პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რაც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სასანქციო სიის შექმნას გულისხმობს და რომელშიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლებიც მოხვდნენ, ინციდენტების პრევენციის მექანიზმი არ მუშაობს. ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ თუ საქართველოს მხარე დათმობაზე არ წამოვა, ამან შესაძლოა, ხელი შეუშალოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმის მუშაობას“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ჟენევის დისკუსიებზე საუბარი შეეხო ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღებას, რასაც კარასინის თქმით, ქართული მხარე არ თანხმდება, თუ არ შეიქმნება ამ ასეთი განცხადების რეალიზაციის მექანიზმი.

რუსმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის შესახებ. გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვისთვის მიუღებელია ასეთი ლაბორატორიის რუსეთის საზღვრებთან არსებობს და ამ საკითხს რუსული მხარე გაეროში დააყენებს.

წყარო: 1ტვ




 ახალი ამბები
  • როგორია პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შემდეგ იქ მყოფი ადამიანების მდგომარეობასასაწრაფო დახმარების ბრიგადამ დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი ერთ-ერთ კაბინეტში შეიყვანა დახმარების აღმოსაჩენად. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სხდომაზე სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება გაუშვეს. სოფო კილაძის ინფოტმაციით 2 დეპუტატი და 3 აპარატის თანამშრომელი გახდა ცუდად, რომლის მდგომარეობა მძიმეა. ყველაზე მძიმედაა სვეტლანა კუდბა. ჯერჯერობით უცნობია რა სახის ნივთირების გაშვება ... ...
  • გურიას უყვარხარ, ზაზა! სიონის ტაძარში ქართველ კინორეჟისორ ზაზა ურუშაძეს ვემშვიდობებით. კინორეჟისორს, რომელმაც არაერთი წარმატება და სიხარული მოუტანა ქართველ მაყურებელს, განსაკუთრებული გულისტკივილით ემშვიდობება გურია. მისთვისაც ეს მხარე სითბოს, სიყვარულის  და საუკეთესო მოგონებების სამყარო იყო. “ოსკარის“ ცერემონიალზე, გამარჯვების შემთხვევაში, ზაზა აპირებდა, რომ ქართულად, გურული კილოკავით გამოსულიყო. და  მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსვლა ვერ შედგა, არა ერთგზის შედგა მისი ნიჭით, ღირსებით, სიყვარულით მონიჭებული სიამაყე გურიისთვის, საქართველოსთვის... მიუხედავად არაერთი გულისტკენისა, ყოველთვის კეთილი, თავმდაბალი და ადამიანური სითბოთი სავსე - გარდა ნიჭიერი პროფესიონალისა, ასეთია ზაზა ურუშაძე მათთვის, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ერგო ბავშვობაში, დიდობაში, საქმეში... 2015 წელს, როცა საქართველოში “ოქროს გლობუსის“ 5 ფინალისტ ფილმს შორის “მანდარინების“ გამარჯვებას ზედმეტი ემოციით ელოდა საზოგადოება, ზაზა ურუშაძე გულშემატკივრების ემოციებზე დარდობდა და მოთმინებით ხსნიდა - 5 საუკეთესო ფილმს შორის, ყველაზე პრესტიჟულ კინოფორუმზე მოხვედრა უკვე დიდი გამარჯვება და საქართველოში ზეიმის მიზეზი უნდა ყოფილიყო... სწორედ იმ დღეებში, ლოს ანჯელესში მყოფმა კინორეჟისორმა “ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთან მაია ქვარცხავასთან ინტერვიუში, სამომავლო გეგმებზე საუბრისას თქვა: “...თითქოს გვინდა ახალი პროექტის დაწყება და სცენარიც მომცეს, მაგრამ სიმართლე გითხრა, ვერ შევძელი. საერთოდ ძალიან სწრაფად ვწერ, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც მობილიზება არ გამომდის. ამერიკაშიც მაქვს შემოთავაზებები, დღესაც იყო შეხვედრა და მოლაპარაკება. სერიოზული ჩანს, მაგრამ ამაზე საუბრის არც უფლება მაქვს და თან ჯერ არ გადამიწყვეტია. დაველოდოთ, ვნახოთ. შეიძლება „მანდარინების“ ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ იმოქმედა და ვერ გამოვდივარ ამ ფილმის გავლენიდან. ძალიან ცუდია რეჟისორისთვის, როცა ეს ყველაფერი ერთგვარ ტკბობაში გადადის. არ ვიქნები გულწრფელი და ტყუილს ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემზე არ მოქმედებს. საოცრებაა, მართლა. არაჩვეულებრივია ეს ნომინაციები, პრიზები და რეჟისორზე ეს ყველაფერი ძალიან დიდ გავლენას ახდენს. უცებ ჰოლივუდის საერთაშორისო კინოკრიტიკოსთა ასოციაცია რომ დაგასახელებს მსოფლიოს 5 საუკეთესო ფილმში, ეს დიდ გავლენას ახდენს შენზე, რაზეა ლაპარაკი. მაგრამ ამით ტკბობა დამღუპველი ჩანს და განვითარების, ახლის შექმნის საშუალებას არ იძლევა. ალბათ უნდა დასრულდეს ეს ციკლი, დავივიწყო, გამოვიდე ფსიქოლოგიურად ამ მდგომარეობიდან. უნდა გავთავისუფლდე „მანდარინებისგან“ და შემდეგ უფრო ჩავერთვები ახალ პროექტში და შევუდგები საქმეს, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მთავარი ბედნიერება მაინც კეთებაში, ფილმის შექმნის პროცესშია“... ზაზა ურუშაძის და ჭეშმარიტი ხელოვნების მრევლის - ზაზას ახალი ფილმების შექმნის ბედნიერება, სამწუხაროდ, აღარ გვერგება, მაგრამ, იქნებ, როგორმე მისმა წასვლამ ბედნიერების ფასი გვასწავლოს?! “გურია ნიუსი“ ღრმა მოწიწებით პატივს მიაგებს მის ხსოვნას, მის შემოქმედებას და ის გულისტკივილი, რაც ამ დღეებში გურიაში სუფევს, გვინდა ერთი წინადადებით გითხრათ: გურიას უყვარხარ, ... ...
  • "ვრეკავ იმისთვის, ვინც მიყვარს": 1820 წელს დამზადებული ზარი ბაილეთის სკოლაშილიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე ფეისბუქგვერდზე ბაილეთის საჯარო სკოლაში უძველესი ზარის აღმოჩენის შესახებ იუწყება. როგორც მან „გურია ნიუსთან " განაცხადა, ახლახან აღმოაჩინა  ეკლესიის ზარი, რომელსაც აქვს წარწერა „ვრეკავ იმისთვის, ვინც მიყვარს"  და  1820 წლითაა დათარიღებული. _აღნიშნულ სკოლაში მუშაობა  დავიწყე და აქ შემთხვევით აღმოვაჩინე. ეს ზარი ყოფილი ხის ეკლესიიდანაა, როგორც აქ მითხრეს  და  მოსწავლეებისთვის რეკს, უშუქობის დროს. მერე სხვა საინტერესო  მასალაც მოვიძიე  ამ ზარის შესახებ და მალე მოგაწვდით,  _გვითხრა  ირმა ... ...
  • პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ერთი ბრიგადა მივიდაპარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ერთი ბრიგადა მივიდა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სპეციფიკური სუნი დადგა, რის გამოც  შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ. უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ კი  განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შევიდა, რომელმაც გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტიდან ერთი ადამიანი საავადმყოფოში უკვე ... ...
  • მდინარაძე: ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც თამაში ჰქვია, არც პერფორმანსი"საქმე გვაქვს ყველაზე მდაბიო საქციელთან, თუკი რამე შეიძლება მოიფიქროს ადამიანის გონებამ. იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ.მას არც ბავშვობა ჰქვია, არც თამაში ჰქვია, არც პერფორმანსი ამას ჰქვია ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია. მე შემიძლია წინაწარ ვერსია გითხრათ, „ევროპული საქართველოს“ ორი ქალი წარმომადგენელი შემოსული, ერთ-ერთი გადახვეული შარფით ხელში, ამას ყველაფერს დაადგენენ. კაცებიც არ ჰყავთ, რომ შემოვიდნენ, ქალებს უშვებენ, რაღაც გოიმური პერფორმანსების დასადგმელად, სირცხვილი სინამდვილეში ეს არის.  როდესაც ალერგიულია ადამიანი, მაგალითად ენძელა მაჭავარიანი, ახალ ნაოპერაციებია და ცუდადაა, ამაზეც აიღებს პასუხისმგებლობას ის ვიღაც „სირცხვილია“ თუ „ნაცმოძრაობის“ დამატება?,“- განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...