“სამართლიანი არჩევნები“ მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს _ რა ხდება გურიაში

პოლიტიკა

“სამართლიანი არჩევნები“ მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს _ რა ხდება გურიაში

2017 ოქტ 20 11:40:07

 “სამართლიანი არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში მოხდა ზეწოლა/მუქარის _ 23; სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების _ 1; ძალადობის _ 2; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის _ 3; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების _ 6; შენობა-ნაგებობების არამართლზომიერი გამოყენების _ 1; აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის _ 6; სააგიტაციო მასალების დაზიანების 11 შემთხვევა. ასევე, საყურადღებოა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში არსებული გადაცდომების 6 ფაქტი.

“გურია ნიუსი“ გთავაზობთ იმ ქეისებს, რომლებიც “სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში დააფიქსირეს.

 “12 ოქტომბერს, 11:55 საათისათვის, #22 საარჩევნო უბანი, რომელიც განთავსებულია სოფელ მშვიდობაურში, არასრულ საჯარო სკოლაში, დაკეტილი იყო. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დაკეტილი უბანი მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის ვიზიტის შემდეგ გახსნა. კომისიის თავმჯდომარის, ირმა ქასრაშვილის თქმით, კომისიაში ყველა პედაგოგია და შესვენების დროს კარებს კეტავენ, რამე რომ არ დაიკარგოს. თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის უბანზე ვიზიტისას შესვენების დრო არ იყო და გაკვეთილი მიმდინარეობდა“.

“11 ოქტომბერს, 17:30-ზე უბნებზე გახორციელებული დაკვირვებისას „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა აღმოაჩინა, რომ ლანჩხუთის #35 საარჩევნო უბანზე კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სახლში ჰქონდა წაღებული. უბანზე არ იყო გამოკრული ამომრჩეველთა ერთიანი სია“.

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრმა, ფიქრია მამარდაშვილმა მიაწოდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ #20 (წიფნარის) საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუჭავას პლაკატებია გაკრული. ფოტოზე, ასევე, ჩანს შენობის აივანზე მდგომი წიფნარის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სერგო მეფარიშვილიც. ფოტომასალა მამარდაშვილის მიერ არის გადაღებული“.

“11 ოქტომბერს, სოფელ მშვიდობარის სკოლაში, მეორე-მესამე გაკვეთილებს შორს შესვენების დროს, ამავე სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგთან, ლელა სიხარულიძესთან მივიდა გამგებლის წარმომადგენელი ბახვის თემში, გოჩა შარაშენიძე და გარეთ გაყოლა სთხოვა. სამასწავლებლოდან გამოსულ პედაგოგს შარაშენიძემ ჰკითხა თუ ვის აძლევს ხმას არჩევნებზე. მას შემდეგ, რაც სიხარულიძემ უპასუხა, რომ ხმას დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს აძლევს, გოჩა შარაშენიძე დაემუქრა, რომ სამსახურთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნებოდა.

ლელა სიხარულიძის თქმით, 10 ოქტომბერს სკოლის მიმდებარედ კონსტანტინე შარაშენიძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო და გამგებლის წარმომადგენლის მუქარა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა“.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიგვზიანის თემში, ბესიკ ტაბიძემ ამავე სოფელში „გუჯანას უბანში“ მცხოვრებ „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორს, ფატმან (მერი) სურმანიძეს, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ამირან გიგიენიშვილის პლაკატებს აკრავდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ვერც თვითონ და ვერც „გუჯანას უბნის“ მაცხოვრებლები მას რაიმეს თხოვნით ვერასოდეს მიმართავდნენ.

„ჩაჩანი აჭარელი მიძახა სულ, თან თითის ქნევით დამემუქრა და ეს პირველი შემთხვევა არაა. თავი გამარჯვებული ჰგონია უკვე და რა ვქნათ, ვის მივმართოთ, ასე რომ გვაშინებს?“ - განუცხადა აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად სოფელში მისულ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ფატმან სურმანიძემ. თავად მაჟორიტარობის კანდიდატმა მუქარის ფაქტი უარყო და „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორს შეურაცხადი უწოდა“.

 „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჯურუყვეთის თემის მაჟორიტარობის კანდიდატზე, ვალერი დობორჯგინიძეზე ზეწოლა მისმა ბიძაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯურუყვეთის თემში, დავით დობორჯგინიძემ განახორციელა, რის გამოც „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი განცხადების საფუძველზე 26 სექტემბერს კანდიდატურა მოხსნა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ვალერი დობორჯგინიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო საკუთარი ბიძაშვილის სასიკეთოდ. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა სოფელ აცანაში. „პატრიოტთა ალიანსის“ აცანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით მიქაშავიძემ პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნა კანდიდატურა. პარტიაში ეჭვობენ, რომ კანდიდატების გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ამავე თემში, ემზარ თედორაძეს უკავშირდება“.

“1 ოქტომბერს ბუკისციხე-იანეულის თემის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, იოსებ ბერიშვილმა კანდიდატურა მოხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასზე „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა და კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ სამსახურში დასაქმება შესთავაზეს. თუმცა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, დამოუკიდებელი კანდიდატი, იოსებ ბერიშვილი არ ადასტურებს ზეწოლის ან სამსახურის შეთავაზების ფაქტს“.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ჩოხატაურში ირაკლი კუჭავამ 14 ოქტომბერს, 2 საათზე ჩოხატაურის კულტურის სახლში პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დირექტორს დაევალა, აღნიშნულ შეხვედრაზე თითოეული სკოლიდან, სულ მცირე, 10 მასწავლებელი მიეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევდათ სამსახურის დატოვება. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს რამდენიმე პედაგოგმა დაუდასტურა, რომ დირექტორები ავალებენ კუჭავასთან შეხვედრაზე დასწრებას“.

“12 ოქტომბერს, მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, კობა კალანდაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხიდისთავის კოორდინატორს, ირაკლი გიორგაძეს ხიდისთავის თემის ცენტრში ხელი შეუშალა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის პლაკატის გაკვრაში და არ აძლევდა პლაკატების განთავსების საშუალებას. სააგიტაციო პლაკატების გაკვრა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი“.

“სოფელ ცხემლისხიდში, „ქართული ოცნების“ შტაბში განთავსებულია სოფლის მოსახლეობისთვის გადასაცემად განკუთვნილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები მუყაოს კოლოფებით. გამგებლის წარმომადგენელი დავით ჭანუყვაძე, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან აღნიშნავს, რომ პარტიის შტაბი პრეპარატის საწყობად გამოიყენა, რადგან პრეპარატები წვიმიან დღეს შემოიტანეს და ადმინისტრაციულ შენობაში ქიმიური პრეპარატის განსათავსებელად ადგილი არ ჰქონდათ, მაგრამ მისი გაცემა ადმინისტრაციული წარმომადგენლობის შენობიდან - სპეციალისტის, მარინა თუთბერიძის კაბინეტიდან ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ იქვე მდებარე ცხემლისხიდის ორსართულიან ადმინისტრაციულ შენობაში მხოლოდ 5 ოთახია დაკავებული, დანარჩენი - თავისუფალია“.

“მარინა თუთბერიძის კაბინეტის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ თავის სამუშაო მაგიდაზე მას „ქართული ოცნების“ პატარა დროშა ედო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში, გამგებლის თანაშემწესთან ყოველდღიურად უამრავი მოქალაქე შედის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის წასაღებად. აღნიშნულ თემში პრეპარატი 860 ოჯახზეა გასაცემი“.

“სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლას ემსახურება მიკროავტობუსი სახელმწიფო ნიშნით BXB-175, რომელსაც განთავსებული აქვს „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის საარჩევნო პლაკატები. მძღოლი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცხადებს, რომ ავტომობილი, რომლითაც სკოლას უნდა მოემსახუროს გაფუჭებულია და 9 ოქტომბერს პირველად მოემსახურა მოსწავლეებს აღნიშნული მიკროავტობუსით. თუმცა, „სამართლიანი არჩვენების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აქვს 6 ოქტომბრის ფოტომასალაც, სადაც ასახულია, რომ სკოლას იგივე მიკროავტობუსი ემსახურებოდა. სკოლის დირექტორი, ლალი სიჭინავა, შვებულებაშია. ის „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატია. სკოლის დირექტრის მოადგილე მაყვალა ყეჭუაშვილმა კი „სამართლიანი არჩვენების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან გასაუბრება არ ისურვა“.




 ახალი ამბები
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები და მათი გათანაბრებული ქულები ცნობილია. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი, იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.შედეგების ნახვას შეძლებთ ბმულზე აპელაციის შედეგები. შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან (2019 წლის 23 აგვისტოდან) ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6). შედეგებთან ერთად აბიტურიენტებს საშუალება აქვთ იხილონ გათანაბრებული ქულები. იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზღვარზე, აგრძელებენ კონკურსში ... ...
  • “მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ პატარა იოსებს სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება. იოსებს აქვს ჰიდროცეფალია გაკეთებეული აქვს თავზე ოპერაცია. იგი  დღენაკლული დაიბადა, 6 თვის არ იყო. როგორც კი 2 კილო გახდა, გაუკეთეს თავზე შუტირება,მას შემდეგ ჩვეულებრივად ვითარდებოდა. “6 თვის ასაკამდე დახოხავდა, ჯდებოდა 6 თვის შემდეგ დაეწყო დაჭიმულობა და ყველაფერი გავყიდეთ, რაც გაგვაჩნდა, რომ საფრანგეთში წაგვეყვანა, სადაც მას უტარდებოდა რეაბილიტაცია, მასაჟები და ვარჯიშები, თუმცა, ბავშვის მდგომარება გაუარესდა. 8-თვიანი მკურნალობის შემდეგ საფრანგეთში დარჩენის უფლება არ მოგვცეს და უკან საქართველოში გამოგვიშვეს. იოსებს, თურქი ექიმების რეკომენედაციით, სასაწრაფოდ სჭირდება ორივე მენჯ-ბარძაყის ოპერაცია, რადგან პირველი ხარისხის ამოვარდნილობა და მყესების დაჭიმულობა აქვს. როგორც გვაიმედებენ, თუ ოპერაციას გავუკეთებთ, სიარულს შეძლებს, _ გვითხრა იოსების დედამ, ინგა სარიშვილმა. თუმცა, ეს ბავშვის ერთადერთი პრობლემა არაა _  პატარას ხერხემლზე ძვლების არასწორი შეზრდა აქვს მენჯის ძვლოვან ნაწილებთან, რაზეც სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვეღარ გაივლის. „ოპერაციისთვის 10 ათასი დოლარია საჭირო, რომ სამუდამოდ არ მეჯაჭვოს საწოლს. მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“, _ გვითხრა ბავშვის დედამ, თუმცა ოჯახს იოსების სამკურნალოდ ყველა რესურსი ამოწურული აქვს. პატარა იოსები საზოგადოების, კეთილი ადამიანების დახმარების იმედით ელოდება ტოლებთან სირბილს. იოსების დასახმარებლად გახსნილია ანგარიში. 09 01 200 128 საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ იოსებ თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი _ 61004014867 დაბადების თარიღი  _ 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარატები იურიდული პირი ან კომპანის ანგარიში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი: 445473014საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი: 599 33 01 ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. მას შემდეგ რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე გამოიფინება ... ...
  • პოლიციამ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, გ.ჩ. მუხიანში მდებარე “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. “სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში - ცეცხლის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთოსაგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საყავრესთან, ტყის ხანძარის ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიუტრად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. მათივე ცნობით, გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ აღინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...