საპრეზიდენტო კანდიდატი_,,დარწმუნებული ვარ ივანიშვილი დასახელდება“

პოლიტიკა

საპრეზიდენტო კანდიდატი_,,დარწმუნებული ვარ ივანიშვილი დასახელდება“

2018 ივლ 20 13:21:36

ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი _ ,,ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯერჯერობით, არ დაუსახელებია, თუმცა მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ მათ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების მოგება პირველივე ტურში არ გაუჭირდება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსულტაციები თვის ბოლოს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში დაიწყება, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა გამოიკვეთება.  

,,ჩვენს პოლიტიკურ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც უმარტივესად შეუძლია პირველ ტურში ამ არჩევნების მოგება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე და ამ კონსულტაციებით გაირკვევა, თუ როგორ წარვდგებით  საპრეზიდენტო არჩევნებში“, _განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,სამოქალაქო რეფორმაციის“ დამფუძნებელი, ანდრო ბარნოვი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქნება.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ სხვა კანდიდატს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ალტერნატივა არ გააჩნია.

,,დარწმუნებული ვარ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილი დაასახელებს საკუთარ თავს. სხვა შანსი ,,ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, არ აქვს. ეს არის ერთადერთი თეორიული შანსი, როდესაც შეიძლება, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიმარჯვოს. სხვა ნებისმიერი  კანდიდატი, რომელიც აქამდე დაუსახლებიათ ან შეიძლება მომავალში დაასახელონ, იმდენად უფერულია, რომ, მერწმუნეთ, აუცილებლად დამარცხდებიან. სალომე ზურაბიშვილი წარმოუდგენლად კომიკური ფიგურაა, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის“, _გვითხრა ბარნოვმა

,,გურია ნიუსი“ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ  მმართველი გუნდის წარმომადგენელს, კახაბერ ოქრიაშვილს ესაუბრა. ოქრიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. 

_ ადრეც მქონდა ნათქვამი, რომ თუ ბატონი ბიძინა სრულად დაბრუნდება პოლიტიკაში, არა მარტო პარტიის ხელმძღვანელად, არამედ პრემიერ-მინისტრად, საზოგადოებისთვის კარგი იქნება. კი ბატონო, საპრეზიდენტო კანდიდატადაც საუკეთესო კანდიდატი იქნება თუ თვითონ მოისურვებს“, _ გვითხრა ოქრიაშვილმა.

_ ბატონო კახაბერ, როგორ ფიქრობთ, სურს ივანივილს საპრეზიდენტო არჩვნებში მონაწილეობა?

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია ამასთან დაკავშირებით. ვისაც ,,ქართული ოცნება“ დაასახელებს, ჩემს საარჩევნო ოლქში იმ კანდიდატს დავუჭერ მხარს და ვიმუშავებ, როგორც მისი შტაბის წევრი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ დასახელდება.

_ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერთ?

_ კი, რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს ძალიან დიდ პატივს ვცემ.

ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია დაუჭერს თუ არა მას მხარს ,,ქართული ოცნება“. მმართველი გუნდის ერთ-ერთი სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელზეც გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის, ბიძინა ივანიშვილია. საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თვის ბოლოს გახდება ცნობილი.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...