„საფუძვლიანი ეჭვი არსებობს რომ ფარული ჩანაწერი სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს“_ ლადო პაპავა

პოლიტიკა

„საფუძვლიანი ეჭვი არსებობს რომ ფარული ჩანაწერი სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს“_ ლადო პაპავა

2019 იან 30 18:31:54

 „ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანერგა, რათა მისთვის არასასურველ პიროვნებებზე ზეგავლენა მოეხდინა. ცუდია, რომ აღნიშნული პრაქტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიც გრძელდება“,_აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პროფესორმა ლადო პაპავამ.

პაპავას ეჭვი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერის შესაძლო გამოქვეყნებით სახელმწიფო უწყენები არიან დაინტრესებულნი.

_ბატონო ლადო, საქართველოში ფარული ჩანაწერების გამავრცელებლების მიმართ დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული. სტატისტიკურად, ადამინი, რომელსაც ფარული ვიდეომასალა ინტერნეტში აუტვირთავს, სამართალდამცავი უწყებების მხრიან არ დასჯილა. როგორ ფიქრობთ, ამგვ  სისხლის სამართლის დანაშაულზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, რატომ არ ხდება ადეკვატური რეაგირება ?

_ძალიან ცუდია, როცა ჩვენს მოქალაქეებზე ფარული ჩანაწერების მეშვეობით ზეწოლა ხორციელდება. ეს აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი თავმოყვარე საზოგადოებისთვის. გულდასაწყვეტია, რომ ფარული ჩანაწერებით სტიმულირება ხდება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ ეს მავნე პრაქტიკა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანერგა, რათა მისთვის არასასურველ პირებზე ზეგავლენა მოეხდინა. ცუდია, რომ აღნიშნული პრაქტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიც გრძელდება. ამ ქვეყანაში ფარული ჩანაწერების გავრცელებას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს.

_ თქვენი აზრით, ფარული ჩანაწერების გავრცელების გზით, კონკრეტულად ვის სურს „ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას დისკრედიტაცია?! პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, ლეგიტიმურია კითხვა _ სასამართლო თუ საპარლამენტო ჯგუფს, რომელიც ბესელიას უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაუპირისპირდა?

_რა თქმა უნდა, ზუსტად. ეს ჩანაწერები ქალბატონ ეკას გამოუქვეყნეს მაშინ, როცა მოსამართლეებთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია გამოხატა. ამასთან, ვხედავთ, რომ უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ოდიოზური მოსამართლეები  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ, აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ფარული ჩანაწერები ამ სტრუქტურების მიერ არის გავრცელებული.

_ჩანს, რომ ფარული ჩანაწერის გამავრცელებელს „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელიას მოშორება სურს, რათა ურჩი დეპუტატების ჩამოშორების გზით, საკუთარი პოლიტიკური გეგმები განახორციელოს. რას ფიქრობთ აღნიშნულზე ?

_მხოლოდ ეკა ბესელიას მოშორებაზე არ არის საუბარი. ვიღაცას სურს, რომ ბესელია მორალური ზეწოლის განხორციელების გზით დაასუსტოს. იმ ორგანოებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ და არა ადამიანების შანტაჟზე, ასეთი მეთოდები ძალიან კარგად აქვთ შესწავლილი, რაც თავიდან ბოლომდე ამორალურია. 

_ახსენეთ, რომ  ფარული ჩანაწერების გავრცელების მავნე პრაქტიკა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანერგა, თუმცა ამ მეთოდის გამოყენება „ქართული ოცნების“ მმართველობის ხელწერადაც იქცა. ექსპერტი, გია ხუხაშვილი აცხადებს, ფარული ჩანაწერების მეშვეობით „ქართული ოცნების დეპუტატების შანტაჟი ბიინა ივანიშვილის წინააღმდეგაც არის მიმართულიო. როგორ ფიქრბთ, ბიძინა ივანიშილი ასეთი ტიპის დანაშაულს თავად ახალისებს თუ ისეც ისეთივე “მსხვერპლია“, როგორც მაგალითად, „ოცნების“ დეპუტატი  ეკა ბესელია ?

_ბატონი ბიძინას როლი დიდი იყო მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა, თუმცა პარალელურად, მისი როლი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებითაც საკმაოდ დიდია. როცა ბიძინა ივანიშვილმა ლევან მურუსიძეს მსხვერპლი უწოდა, მაშინ ყველა არაკეთილსინდისიერ მოქალაქეს, დეპუტატსა თუ მოხელეს ხელ-ფეხი გაუხსნა და ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი დანაშაულს ახალისებს.

_იუტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილისა და სხვა პრივილიგირებილი  მოსამართლეების მხრიდან ხშირად ისმის ფრაზა _“მე ვარ სასამართლოს ლიდერი“, რაც სასამართლო სისტემაში არსეულ მანკიერ მმართველობით სისტემაზე კარგად მიუთითებს. სამოქალაქო სექტორისა და სხვა პოლიტიკუ წრეების მსგავსად,  თქვენც ფიქრობთ, რომ სასამართლო სისტემა ასეთი ოდიოზური მოსამართლეებისგან უნდა გათავისუფლდეს ?

_ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს იყო სასამართლო სისტემის ლიდერი. ლიდერის ადგილი პოლიტიკაშია და არა მართლმსაჯულებაში. სასამართლოში მოსამართლის საკუთარი სახელი უნდა ერქვას. ის ადამიანები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან და სახელი აქვთ გატეხილი, სასამართლო სისტემას უნდა ჩამოშორდნენ. ფატი იმის შესახებ, რომ ოდიოზურმა მოსამართლეებმა პარლამენტისგან თვითაცილება მოითხოვეს, მხოლოდ ხრიკია. სასამართლო სისტემის მოდელი პრინციპულად უნდა შეიცვალოს, სხვა შემთხვევაში პრობლემები ვერ გამოსწორდება.




 ახალი ამბები
  • "კომბლები ჭერში შემოაწყვეთ" _ რას მოუწოდებს ლევან ვასაძე მხარდამჭერებსბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მას სურს სახელმწიფოს საჩუქარი გაუკეთოს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მხარდამჭერებს კომბლების ჭერში შეწყობისკენმოუწოდა. ამის შესახებ ვასაძემ ვიდეომიმართვაში თქვა. მისი განმარტებით, კომბლებილგბტ თემის წარმომადგენლებისთვის არ იყო განკუთვნილი, არამედ იმისთვის, რომ თუ პოლიცია მის მხარდამჭერებს დაუპირისპირდებოდა, მაშინ გამოეყენებინათ. "მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ ჭერში. იმიტომ, რომ როგორც გახსოვთ კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისა და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ წიხლებით შეგვდგებოდა და დაგვიწყებდა ცემას. მაგრამ რადგანაც შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს - კომბლები სხვენში. ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს პრაიდის ჩატარებას. ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით. ღმერთი არ გაგიწყრეთ, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, არ მძინებია გასულ ღამესაც. სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ვეუბნები ჩემ ძმებს - მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე და მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ ნებისმიერი კორდონი დავშალოთ და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან და ხალხი შევაჩეროთ.  თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ მას, შეგვდგებით ჩვენ, ჩვენ არ გვეშინია, რა გახდა ერთი ჩხუბი და დაპატიმრება, თუ ჩვენ ამას გვიზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ, რადგან ვერავინ გააკონტროლებს მერე იმას, რაც ამ ქალაქში მოხდება", - თქვა ლევან ვასაძემ. 19 ივნისს „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ღირსების მარშის გაუქმებას არ აპირებენ. ლგბტქ+ აქტივისტები ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების დაცვას და ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ. ამ განცხადებას უპასუხეს ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა, რომლებმაც თქვეს, რომ პრაიდის მშვიდად ჩატარების საშუალებას არ ... ...
  • საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს (R)საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.  მგზავრთა მეტი კომფორტისა და ტაქსის მძღოლებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ საგადახდო სისტემის QR - გადახდების დანერგვაზე აცხადებს.    QR გადახდა წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მყისიერი, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ ტაქსის მგზავრობისას და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. QR-ით გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR-ით გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მოსახერხებელი და თანამედროვე გადახდის მეთოდი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. ასევე, ისინი შეძლებენ მომხმარებლის ახალი სეგმენტის მოზიდვას, შემოსავლის ჩარიცხვისა და ანგარიშზე თანხის ბრუნვის ჩვენებას. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, დაადასტურონ რომ არიან დასაქმებულები და აქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო. შემოსავლის დადასტურება კი ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუხსნის. QR-ის, როგორც საგადახდო სისტემის დანერგვით ტაქსებში, მძღოლები ისარგებლებენ საბანკო პროდუქტების შემდეგი უპირატესობებით:  საჩუქრად მიიღებენ  საქართველოს ბანკის ბარათს და სხვა უამრავ ბენეფიტს. კონკრეტულად კი, პროგრამაში ჩართული მძღოლები შეძლებენ ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის ყველა ბენეფიტით სარგებლობას (მათ შორის სადაზღვევო პროდუქტებით); QR-ით ჩარიცხულ თანხებზე განხორციელდება PLUS ქულების დამატებითი დარიცხვა. მძღოლები სესხის ასაღებად მანქანის მფლობელობისა და შესაბამისი ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.  ექნებათ წვდომა სასესხო პროდუქტებზე (საკრედიტო ბარათებზე, სამომხმარებლო სესხზე,  ნებისმიერი მიზნობრიობით).  QR-ით გადახდების სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში განკუთვნილი იქნება მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის, თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ, მძღოლების ხელშეწყობის მიზნით, QR-ით კომფორტულ  გადახდას სხვა ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ.   იმისათვის, რომ ტაქსის მძღოლი (რომელიც ფლობს თბილისის მერიის მიერ გაცემულ A კატეგორიის ლიცენზიას) ჩაერთოს QR-ით გადახდის ინოვაციურ სისტემაში, საკმარისია, მან 1 ივლისიდან  მიმართოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც ის მიიღებს ინდივიდუალურ QR კოდს.  „ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც  გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა.  ამასთან,  ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით.  ამავე დროს, ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ისარგებლონ ახალი ფინანსური შესაძლებლობებით და  განავითაროს საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.  ... ...
  • ლუკას შენი დახმარება სჭირდება _ 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულიაცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს. ეს 19 წლის ლუკაა – ერთადერთი შვილი ოჯახში. მძიმედ დაჭრილი ლუკა სიკვდილს ებრძვის. სულ რაღაც 1 წლის იყო, როდესაც გულზე პირველი ოპერაცია აშშ–ში გაუკეთეს. მას შემდეგ უცხოელმა ქირურგებმა უკვე საქართველოში გაუკეთეს კიდევ სამი ოპერაცია. ოპერაციის მასშტაბიდან გამომდინარე, მისი გადაყვანა შესაბამის კლინიკაში და მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული, რის შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია. ლუკას შენი დახმარება სჭირდება.ჩვენ ერთად შეგვიძლია ლუკას დახმარება, რათა მან თავისი ლამაზი ცხოვრების გაგრძელება შეძლოს. დავეხმაროთ – ოპერაციის ღირებულება 30 000 ევროს სცდება. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდის გადარჩენას!  ლუკას მხოლოდ ჩვენი იმედი აქვს! ნებისმიერი ოდენობის თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:საქართველოს ბანკი: GE30BG0000000101046625მიმღები პირი: მაია ... ...
  • „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს (R)გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“  21, 22, 23 და 24  ივნისს  თბილისიდან   ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.    შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და  Biletebi.ge  მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:  21, 22, 23, 24/06/2019    თბილისი – ბათუმი –  თბილისი   #852/851   გასვლა- თბილისი   ჩასვლა-ბათუმი  გამოსვლა-ბათუმი   ჩამოსვლა- თბილისი 08:50 14 :15 19:15 00:40 ... ...
  • პროკურატურის შუამდგომლობით ორი პოლიტპატიმარი გამართლდასაქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრის თეიმურაზ ნაოჭაშვილის და გიორგი კუპრეიშვილის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. პოლიტპატიმარი თეიმურაზ ნაოჭაშვილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო და აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციურ მოძრაობაში. სწორედ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, 2008 წლის 11 ივნისს იგი სოფელ ტყვიავში იმჟამინდელმა შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ,,ჩაუდეს". გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე 2008 წლის 23 დეკემბერს, თეიმურაზ ნაოჭაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 000 ლარი მიესაჯა. საპატიმრო დაწესებულების დატოვება მან 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ შეძლო. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას და მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და პოლიტპატიმარი უდანაშაულოდ ცნო. მეორე გამამართლებელი განაჩენი ყოფილი სამართალდამცავის გიორგი კუპრეიშვილის მიმართ იქნა გამოტანილი, რომელსაც 2006 წელს გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე წარმართული გამოძიების შედეგად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 2004 წელს, იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ აჭარაში განვითარებული მოვლენებისგან გიორგი კუპრეიშვილის ჩამოშორება და მისი იზოლირება, გამომდინარე იქიდან, რომ მას როგორც მაღალ თანამდებობაზე მყოფ სამართალდამცავს ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენები რეგიონში. 2004 წლის 05 მაისს, აჭარაში სამართალდამცავებმა გიორგი კუპრეიშვილი უკანონოდ დააკავეს და გადაიყვანეს ფოთის სამხედრო კონტრდაზვერვის შენობაში, სადაც 1 დღე უკანონოდ ყავდათ თავისუფლებააღკვეთილი. მეორე დღეს, თბილისიდან მიღებული დავალების შესაბამისად არაოფიციალურად დაკავებული გიორგი კუპრეიშვილი მიიყვანეს ქ.თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე განთავსებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, იმჟამინდელ უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრაზე, საიდანაც გამოსული ყოველგვარი დაკავების ოქმის და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პირდაპირ შეასახლეს ე.წ. „მოდულის" შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში. მხოლოდ 2 დღის შემდეგ, 2004 წლის 08 მაისს მასთან გამოცხადდა გამომძიებელი, რომელმაც ოფიციალურად შეავსო დაკავების ოქმი. გიორგი კუპრეიშვილის დაკავების გაფორმების შემდეგ, მისი უკანონო მსჯავრდების მიზნით დაიწყეს ხელოვნურად მტკიცებულებების შეკრება, რის შედეგადაც მას წარედგინა ბრალდებები სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და კერძო საუბრის უკანონო ჩაწერა, მიყურადებისთვის, რა ბრალდებებიც სრულად გამოირიცხა ახალი გამოძიების პირობებში გამოვლენილი ახალი გარემოებებით. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გიორგი კუპრეიშვილის საქმეში აღმოჩენილი პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და იგი უდანაშაულოდ ცნო. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით დეპარტამენტმა სასამართლოს 67 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, მათგან 17 ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, რომელიც მათ მიენიჭათ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით 61 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...