"სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანება" _ ახალი ა(ა)იპ-ები და ხელმძღვანელები ოზურგეთში

პოლიტიკა

"სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანება" _ ახალი ა(ა)იპ-ები და ხელმძღვანელები ოზურგეთში

2018 მარ 5 15:43:02

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია დაასრულა _ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტში 17 არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი ფუნქციონირებს.

 „ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“ ხელმძღვანელად მერმა საკუთარი კადრი _  თენგიზ ქუტიძე დანიშნა;  „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გრ. კილაძის სახელობის მუსიკალური სკოლის“ ხელმძღვანელად ლელა შარაშენიძე დატოვეს; ცვლილება არ შეხებია „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებას“, რომელსაც ისევ გოგა ტრაპაიძე ხელმძღვანელობს.

უცვლელია  „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის“ და „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი _ სურათების გალერეის“ ხელმძღვანელები _ ამ თანამდებობებზე ისევ კახა ვასაძე და ავთანდილ თავართქილაძე დაინიშნენ; ახალი ხელმძღვანელი ჰყავს საფეხბურთო კლუბი „მერცხალს“ _ ეს თანამდებობა მურთაზ აბაშიძემ დაიკავა.

ასევე, ახალი კადრია დანიშნული  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორად _ ეს თანამდებობა კონსტანტინე შარაშენიძემ მაკა ჭყონიას ჩააბარა.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ქორეოგრაფიული ანსამბლ „გურიას“ ისევ ნათია დუნდუა უხელმძღვანელებს;  „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო თეატრს“ _ ლაშა კუტალაძე; „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკას“ _ ლიკა ბაქანიძე.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე  მაია ქუტიძეა დანიშნული; შპს „ტექნოსერვისის“ _ დავით რუსიეშვილი; შპს „სატისის“ ხელმძღვანელი დავით ცერცვაძეა; შპს „მუნიციპალური ტრანსპორტის“ _ ამბაკო გოგოტიშვილი; ხოლო „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლის“ ხელმძღვანელად _ ქეთევან ლორთქიფანიძე.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას“ _ ეს თანამდებობა შარაშენიძეს ჯერ არავისთვის ჩაუბარება.

ცნობილია კიდევ ერთი ახალი ა(ა)იპი და მისი ახალი ხელმძღვანელი _ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორად თამარ ნადირაძეა დანიშნული.

აღსანიშნავია, რომ ამ ახალი ა(ა)იპ-ის დასახელებაში „სარეკრეაციო დაწესებულების“ გამოჩენამ გაურკვევლობა გამოიწვია _ სამოქალაქო განათლების ლექსიკონის თანახმად, რეკრეაცია „საფრანგეთში, ინგლისსა და ზოგ სხვა ქვეყანაში ნიშნავს დასვენებას გაკვეთილებს შორის სკოლაში“. ამავე ლექსიკონში გარკვევით წერია, რომ მეცნიერულად ეს ტერმინი  აღნიშნავს დასვენებას, ადამიანის ძალების აღდგენას, რაც დაეხარჯა მას შრომის პროცესში.

„recreatio _ აღდგენა. გამოფიტული ნიადაგის, გაჩეხილი ტყის აღდგენა; სასწავლო დაწესებულებებში _ დასვენებისათვის განკუთვნილი დარბაზი ან შენობა” _ წერია ლექსიკონში.

იმის გასარკვევად, თუ რას გულისხმობენ ოზურგეთში „სარეკრეაციო დაწესებულებებში“, მერიას დავუკავშირდით:

მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასვენებისა და კულტურის პარკის გაერთიანება, რომელიც მოიცავს ატრაქციონებს და გასართობ ობიექტებს. სარეკრეაციო ზონა არის ზონა, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია სარეკრეაციო ზონის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად“, _ მოგვწერა ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ეკატერინე მგელაძემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...
  • "გურიის მოამბის" რედაქტორის მიმართ გახორციელებული მუქარის საქმე გახსნილია _ ვინ არის ბრალდებულიშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბ.მ. მუქარის ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული, სოციალური ქსელი "ფეისბუქის" მეშვეობით, საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს და მუქარის ფაქტზე ამხილეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბ.მ.-ს კუთვნილი კომპიუტერი, საიდანაც მან მუქარის ტექსტი გააგზავნა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ამავე თემაზე: "გურიის მოამბის" რედაქტორი: შვილების ლიკვიდაციით ... ...
  • ,,ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“ - მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას,,ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“ , _ ამ სიტყვებით ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას მიმართა.  ბოკერია-მდინარაძის დაპირისპირების მიზეზი შოთა ხაბარელის კითხვა გახდა, რომელიც მან გიგა ბოკერიას დაუსვა. ხაბარელმა საკუთარ გამოსვლაში ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას. შოთა ხაბარელმა ბოკერიას კითხვით მიმართა, ქართველი სპორტსმენების მიღწევები არის თუ არა ხელისუფლების დამსახურება. კითხვის დასმის დროს გიგა ბოკერია სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ბოკერია სხდომაზე დაბრუნდა, სიტყვით გამოსვლისთვის დრო ითხოვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების მიღწევა თავად მათი დამსახურებაა და არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დამსახურება არ არის. ამის შემდეგ მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას მოუწოდა, კითხვის არსი სწორად გაეგო და პასუხი ისე გაეცა, რის შემდეგაც ერთმანეთს „ტუტუცი“ უწოდეს. ბოკერიამ მდინარაძეს მიმართა: „თითი სხვისკენ გაიქნიე, უზრდელი ტუტუცი ხარ“, რაზეც, თავის მხრივ, მდინარაძემ ბოკერიას მიმართა: „ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“. დეპუტატების დაპირისპირებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჩაერთო. მან გიგა ბოკერიას მიმართა, რომ მამუკა მდინარაძეს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდა და კორექტულობისკენ ... ...
  • ვლადიმერ იმნაძის შეხვედრები უწყების რეგიონულ სამმართველოებში (R)მიმდინარე წლის 9-15 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსთან, ნუგზარ კაიშაურთან და უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ილიას რიზაევთან ერთად, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და გურიაში იმყოფებოდა, სადაც რეგიონული სამმართველოების უფროსებთან და ადგილობრივ ვეტერანებთან შეხვედრები გამართა და უწყების ბენეფიციარებისათვის აქტუალურ თემებზე ისაუბრა. ამბროლაურში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში შეხვედრების დროს, ვლადიმერ იმნაძემ განიხილა კანონი თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო -სარეზერვო სამსახურის შესახებ და კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც ამ სფეროებში ვეტერანთა ფართო ჩართულობას გულისხმობს. ვლადიმერ იმნაძემ შეხვედრები გამართა ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერთან, ლელა სურმანიძესთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ირაკლი პატარიძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე შარაშენიძესა და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან. უწყების დირექტორმა ვეტერანთა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით გაწეული მუშაობისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც ვეტერანთა სოციალური და ეკონომიური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. ნუგზარ კაიშაური და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ხალვაშს შეხვდნენ და ვეტერანთა შვილებისთვის, საგადასახადო შეღავათების დაწესებასა და, ასევე, აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. მერაბ ხალვაშმა სტუმრებს მხარდაჭერა აღუთქვა. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...