„შალვა შავგულიძეს არჩევნებში გამარჯვების ყველანაირი შანსი აქვს“_ ალექსანდრე ბარამიძე

პოლიტიკა

„შალვა შავგულიძეს არჩევნებში გამარჯვების ყველანაირი შანსი აქვს“_ ალექსანდრე ბარამიძე

22 მარ. 2019, 14:49:03

„ჩვენს კანდიდატს, შალვა შავგულიძეს არჩევნებში გამარჯვების ყველანაირი შანსი აქვს. მითუმეტეს, პროდასავლური პარტიები შუალედურ არჩევნებში მხარს გვიჭერენ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ბარამიძემ.

მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ თანამშრომლობის გრძელვადიან პერსპექტივას განიხილავენ.

_ ბატონო ალექსანდრე, როგორც ცნობილია,  პარტიები _ „თავიუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ მთაწმინდის შუალედური არჩევნებისთვის ერთბლკა გაერთიანდნენ. „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობას  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც განიხილავთ?

_პარტიები გაერთიანებას განვიხილავთ, როგორც დასაწყისს გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ვგეგმავთ პარტიები გავერთიანდეთ. აღნიშნულის საფუძველი გახლავთ ის, რომ „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ღირებულებები და ხედვები გაგვაჩნია. 

_ იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“  შუალედური ჩევნების მოგებას მის ხელთ არსებული ყველა რესურსით შეეცდება, გაქვთ იმედი იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატი შალვა შავგულიძე მთაწმინის შუალედურ არევნებში გამარჯვბას მოიპოვებს?

_ შალვა შავგულიძე არჩევნებში გაიმარჯვებს. ბევრს ვიმუშავებთ და მთაწმინდის ოლქში აქტიურ კამპანიას ჩავატარებთ.  შალვა შავგულიძე თავადაც მთაწმინდელია. ის დიდი ხნის განმავლობაში მთაწმინდაზე ცხოვრობდა, სისხლის სამართლის სფეროში საუკეთესო სპეციალისტია და ამასთან, ბრწყინვალე ადვოკატი იყო. არაერთი გახმაურებული საქმე მიჰყავდა, მათ შორის, გირგვლიანის საქმე. ჩვენს კანდიდატს გამარჯვების ყველანაირი შანსი აქვს, მითუმეტეს, შუალედურ არჩევნებში პროდასავლური პარტიები  მხარს გვიჭერენ.

_ „თავისუფალ დემოკრატებს“ იმ პარტიასთან გაერთიანება, რომელსაც სანდრო გირგვიანისა და სხვა გახმაურებული საქმეების გამო თქვენივე პარტია აკრიტიკებდა და მწვავედ უპირსპირდებოდა, უხერხულობას არ უქმნის?

_ ჩვენ პოლიტიკური ძალების მიმართ ასეთი გამარტივებული და პრიმიტიული შეხედულება  არ გაქვს. „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსულია. აღნიშნული პარტია არის და ყოველთვის იყო მკვეთრად პროდასავლური მიმართულების. გარდა ამისა, „ევროპულ საქართველოსა“ და ჩვენ გვაქვს ერთნაირი შეხედულება იმის თაობაზე, რომ  საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი უნდა დასრულდეს.  ქვეყანას კანონები და სამართალი უნდა მართავდეს და არა,  ერთი ადამიანი ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფი. რაც შეეხება კონკრეტულად გირგვლიანის საქმეს, შალვა შავგულიძე გირგვლიანის ადვოკატი იყო, რომელიც წარვადგინეთ მთაწმინდის ოლქში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ ლობირებს იმ მოსამართლეებს, რომელებმაც გახმაურებულ საქმეებში, მათ შორის, გირგვლიანის საქმეზე ძალიან ნეგატიურად გამოიჩინეს თავი.

_ რით ხსნით „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ოდიოზური მოსამართლეების  ლობირების პროცესს?

_ „ქართული ოცნების“ ელიტამ და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ძალიან კომფორტულია, მსახურებაში გყავდეს ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც მორჩილების მიმართ არავითარი პრობლემა არ აქვთ. ჩანს, რომ მმართველ პარტიას ურჩევნია ყოველგვარ რეფორმას მორგებული მორჩილი მოსამართლეების გადმობარება, ვიდრე მათი სისტემისგან გაწმენდა. „ქართულ ოცნებას“ აღნიშნული იმიტომ სურს, რომ ოდიოზურმა მოსამართლეებმა ყველაზე გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დავალებები შეასრულონ.

_ როგორც ცნობილია, „თავისუფალი დემოკრატები“ შუალედურ ჩევნებთან დაკავშრებით მოლაპარაკებებს გაერთინებულ ოპოზიციასთანაც აწარმოებს. შეგიძლიათ, გვითხრათ, გაერთიანებული ოპოზიცია რა სახის გადაწვეტილებაზე შეჯერდა?

_პროდასავლურ ძალებთან კონსულტაციების პერიოდში მიღწეული იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არ დავაყენებთ ალტერნატიულ კანდიდატს სხვა პროდასავლური ძალების მიერ წამოყენებული კანდიდატების საპირისპიროდ. დიალოგი გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გაერთიანებულ ოპოზიციასთანაც. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთ ბლოკში მოღვაწეობას, „ევროპული საქართველოს“ გარდა, აღნიშნულს სხვა პარტიასთან არ განვიხილავთ.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...