„შარაშენიძე ნაციონალური პროდუქტია და სამსახურიდან „ოცნების“ მხარდაჭერისთვის გამათავისუფლა“

gurianews.com

პოლიტიკა

„შარაშენიძე ნაციონალური პროდუქტია და სამსახურიდან „ოცნების“ მხარდაჭერისთვის გამათავისუფლა“

2018 თებ 21 17:59:19

დღეს, ოზურგეთში, დემოკრატიული  ჩართულობის ცენტრში, ბრიფინგი გამართა ეკა ნინიძემ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ ახლახან სამსახურიდან გაათავისუფლა.

ბრიფინგს ჟურნალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

_ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ გამათავისუფლეს სამსახურიდან. ორი მუნიციპალიტეტის შერწყმა საინტერესო პროცესია და როგორც შრომის კოდექსი ითვალისწინებს, შერწყმის პროცესში მოხდა სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებაც. ამიტომ ორი თანამდებობის პირიდან ერთ-ერთი მაინც უნდა დანიშნულიყო. ასევე, უნდა მომხდარიყო შეთავაზება, თუმცა, არცერთი ეს არ მომხდარა და მერმა, ერთი ხელის მოსმით, ცრუ საფუძველზე გამათავისუფლა.  კოტე შარაშენიძის სლოგანი _ „მეგობარი მერი“, ასე „მეგობრულად“ გამოიხატა ჩემ მიმართ. მე მარტო არ ვარ, ჩემ გვერდითაა მოქალაქეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, დიდი გუნდი, რომელთაც ადარდებთ ოზურგეთის ყოფა. სამართლებრივი გზით გავაგრძელებ ბრძოლას, _  თქვა ნინიძემ.

მან, ასევე, დეტალურად ისაუბრა   გათავისუფლების მოტივის სრულ სიცრუეზე. კერძოდ, ის ფაქტი, რომ 12 თებერვალს დაწერეს ნინიძის გათავისუფლების ბრძანება, თითქოსდა, რეორგანიზაციის საფუძველზე,  მტკნარი სიცრუეა.  საერთოდ არ არის დასრულებული ეს რეორგანიზაცია. პარალიზებულია მთელი სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიცაა ბავშვები.

_რა რეორგანიზაციის დასრულებაზე საუბრობს მერი? კოტე შარაშენიძემ  ერთადერთი ქმედება, რაც წარმატებით განახორციელა მოსვლის დღიდან, ეს არის საკუთარი სიძისთვის 30 ათასი ლარის გადარიცხვა,  ეს კი მოახერხა, _ აღნიშნა ნინიძემ.

ეკა ნინიძემ გაიხსენა 9 თებერვალი, როცა ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სამსახურში გავიდა და  შარაშენიძემ იმ დღესვე აუდიტის  სამსახურის უფროსი და იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი გაუგზავნა.

_ ეს პირები, ძალიანაც რომ სდომებოდათ,  უკან ხელცარიელი  ვერ დაბრუნდებოდნენ.  ამიტომ მიზეზად წამომიყენეს ასეთი რამ, 11 დეკემბერს რატომ არ გვაცნობე, თუ 12-ში საავადმყოფოში წვებოდიო. თუმცა ასეთ არასერიოზულ კითხვაზე უნდა ვუპასუხო, რომ  განგებასთან არ მაქვს ხელშეკრულება დადებული და არ ვიცოდი, ასე მძიმედ თუ გავხდებოდი ავად. ყველამ იცით, რომ ერთი კვირის განმავლობაში სასუნთქ აპარატზე ვიყავი შეერთებული.  ჩემთვის პირველი არ არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. 2012 წელს გამათავისუფლეს იმის გამო, „ოცნების“ მიტინგზე რატომ იყავიო. ახლა „ოცნება“ ოცნებისთვის მათავისუფლებს. რევოლუცია არ მომხდარა, რომ 2017 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, ამიტომ მიკვირს და ვერ გავიგე ეს განტოლება. ხელისუფლებაში  „ნაციონალური“  ძალა მოვიდა, ასე გამოდის, _ დაასრულა ნინიძემ.

ბრიფინგზე არაერთი კითხვა დაისვა. მათ შორის, ვის და რას გულისხმობს ეკა  ნინიძე „ნაციონალების“ მოსვლაში.

_ მე ვიყავი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხარდამჭერი. ხელისუფლებაში „ნაციონალების“ მოსვლაში ვგულისხმობ იმას, რომ კოტე შარაშენიძე არის „ნაციონალური“ პროდუქტი.  მან სული მიყიდა „ნაციონალებს“.   წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ გაიმარჯვებდა. გადახედეთ მის საარჩევნო შტაბს, ვინ იყვნენ იქ? თავართქილაძე, ბოლქვაძე, მამეიშვილი _ „ნაციონალების“ მთელი გუნდი.  ამიტომ ვამბობ, რომ სამსახურიდან  „ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისთვის გამიშვეს, ამიტომ მდევნიან, თუმცა, ვიმეორებ, ვაგრძელებ ბრძოლას სამართლებრივი გზით, _ უპასუხა მან  ჟურნალისტებს.

ბრიფინგზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა   დამფუძნებელმა ოზურგეთში ნუგზარ გიორგაძემ.  მან მადლობა გადაუხადა ეკა ნინიძეს აქტიურობისთვის. ამასთანავე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას  მისამართით კრიტიკა არ დაიშურა:

_ აქამდე უნდა გაეკეთებინა განცხადება საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოეთქვა მხარდაჭერა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს გვერდით იდგნენ არჩევნებზე, მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“ და დღეს ამის გამო,  შარაშენიძე სამსახურიდან ათავისუფლებს. თქვენ, ვისაც უსამართლოდ მოგექცნენ, აუცილებლად უნდა შეადგინოთ პეტიცია ხელისუფლების მისამართით. საკრებულოში ხომ დღეს თქვენ მიერ მიცემული ნდობის მანდატით  სხედან? _ მიმართა მან ნინიძეს.

თავის მხრივ, ეკა ნინიძემ განმარტა,  რომ მისი კომპეტენცია არ არის არჩევნების შედეგების შეჯამება.

_ ვიცი ესეც, რომ საკრებულოში სხედან ჩვენგან მიცემული ნდობის მანდატებით. თუმცა, ოზურგეთს დღეს აქვს თავისი კონსტიტუცია, რომელსაც ჰქვია „კოტეს კონსტიტუცია“. ამიტომ მე ვიბრძოლებ სამართლებრივი გზით. ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, _ ასე დაემშვიდობა ბრიფინგის მონაწილეებს ეკა ნინიძე.

„გურია ნიუსი“ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას დაუკავშირდა და კითხვით მიმართა:

_ ბატონო დავით, ეკა ნინიძის ბრიფინგზე გამოითქვა მოსაზრება, რომ თქვენ არ გააკეთეთ მხარდამჭერი განცხადება იმ ადამიანების დასაცავად, ვისაც სამსახურიდან ათავისუფლებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ  დაკავებული ხართ  მხოლოდ პირადი კეთილდღეობით...

_ რა გითხრათ?! ვერაფერს გიპასუხებთ. რა არ გავაკეთე? მე ყველაფერი გავაკეთე.  ახლა  რა გიპასუხო, ვერ გიპასუხებ,  არ ვესწრებოდი.   ახლა შეჯიბრს ვესწრები, _ გვითხრა დარჩიამ.

ეკა ნინიძის განცხადებას, მისი სამსახურიდან  პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, ოზურგეთის მუნციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე ასე ეხმაურება:

_ მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, მუნიციპალიტეტის მერიაში თითქმის ყველა თანამშრომელმა შეინარჩუნა პოზიცია. რაც შეეხება ა(ა)იპ-იებს, მოხდა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ასეთი ორგანიზაციების გაერთიანება, შეიქმნა ახალი, რომლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი სენსიტიურია და ეხება ბავშვებს, სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის შერჩევა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა.

კოტე შარაშენიძე ასევე ამბობს, რომ ეკა ნინიძეს შესთავაზა სამსახური, თუმცა, მან უარი განაცხადა.


ნახვა: 1444


 ახალი ამბები
  • არასამთავრობო ორგანიზაციები ბესო ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წევრები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესს და გამოვხატავთ  შეშფოთებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტის გამო, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეულ პირებს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრიათ, ისინი თავიანთი მოქმედებებით უნდა იყვნენ სამაგალითო და მისაბაძი საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვის. „ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს ბრალი აქვს წაყენებული ცემის ან სხვაგვარი ძალადობის გამო. ეს ფაქტი არამხოლოდ ცალკეულ დეპუტატს ან დეპუტატებს უტეხს სახელს, არამედ ზიანს აყენებს მთლიანად საკრებულოს რეპუტაციას. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია, იქნება ეფექტიანი და მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიიღოს ქმედითი ზომები მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის, რათა საკრებულოს წევრები, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, დროსა და ენერგიას ხარჯავდნენ არა პირად ანგარიშსწორებებში, არამედ მოსახლეობის პრობლემების მოგვარეობაში“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს  აწერენ: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისი; ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი“ (ყოფილი ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი); მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი MSDC; საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო; ფენიქსი 2009; ქალები რეგიონის განვითარებისთვის.  ... ...
  • პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა გამოუცხადასაქართველოს პარლამენტმა გარდამავალ მთავრობას მხარი დაუჭირა. 99 მომხრე და 6 წინააღმდეგი, დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა. მამაუკა ბახტაძის მთავრობას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას:პრემიერმინისტრი - მამუკა ბახტაძეეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი ფინანსთა მინისტრი - ნიკოლოზ გაგუა საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილითავდაცვის მინისტრი - ლევან იზორიაშინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანისასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძეოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილიშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - დავით სერგეენკოსახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი. კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადებებს კომიტეტების, ფრაქციების, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლები აკეთებდნენ. რიგგარეშე სესია დღეს მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო, რის შემდეგაც პროცესი კითხვა- პასუხის რეჟიმში ... ...
  • მოშიმშილე "ნაციონალებს" ვიდეოკამერები დაუმონტაჟესოზურგეთის საკრებულოს მისაღებში ვიდეოკამარები ცოტა ხნის წინ დაამონტაჟეს. როგორც გვითხრეს, ამის მიზეზი მოშიმშილე დეპუტატები არიან: _ გვითხრეს, რომ კამერები ჩვენივე უსაფრთხოებისთვის დააყენეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით მჟვანაძემ. შეგახსენებთ, რომ დეპუტატები ბესო ქათამაძის ცემაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობენ. დღეს მათ ფოთელი კოლეგა დარეჯან ცხვიტარიაც ... ...
  • ოზურგეთელ მოშიმშილე "ნაციონალებს" ფოთელი კოლეგა შეუერთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოშიმშილე დეპუტატებს დავით მჟავანაძეს და ბესო ქათამაძეს ფოთელი კოლეგა დარეჯან ცხვიტარია შეურთდა. ცხვიტარია იზიარებს მჟავანაძის და ქათამაძის მოთხოვნას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, რომლებმაც ბესო ქათამაძის ცემაში მიიღეს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ მჟავანაძე და ქათამაძე მეასამე დღეა შიმშილობენ. მათთან ერთად საკრებულოს წევრი თორნიკე გოგუაძეც შიმშილობდა, თუმცა, ის შეუძლოდ გახდა და როგორც მჟავანაძემ გვითხრა, მოგვიანებით ... ...
  • გაიმართება თუ არა რიგგარეშე სხდომა 21 ივნისს ჯერჯერობით, უცნობია გაიმართება თუ არა 21 ივნისს რიგგარეშე სხდომა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში _ ამის შესახებ კომენტარი “გურია ნიუსთან“ საკრებულოს თამჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გააკეთა. “18 ივნისს შემოვიდა წერილი საკრებულოში. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვამზადებთ პასუხს და  კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით ეცნობება ფრაქცია “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს“, _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე ამბობს, საკრებულო გუბერნიასთან გადის კონსულტაციებს, თუ რა პასუხი უნდა გაგვცეს საკრებულომ ჩატარდება თუ არა ხვალ რიგგარეშე სხდომა. “ეს ინფორმაცია არ შეესაბამება  სიმართლეს“, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს საკრებულოს თავმჯდომარის ... ...

არქივი

ზაფრანი

ლურჯი ადამიანი

კალიფორნიელი პოლ კარასონი გალურჯდა მას...

დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო

ამერიკელი  მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

„თამამი და ჭირვეული“ ზოდიაქოს ნიშნები

არსებობობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ...

ფეხით სიარული ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა ჰაილენდსის უნივერსიტეტიდან...

რომელია თქვენი ფერი ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი ზოდიაქოს ამ ნიშანს შეესაბამება...

რა მუსიკას უსმენენ ნიჭიერი ბავშვები

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა,...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...