შედეგების შეჯამება და პარტიის სამომავლო გეგმები „ევროპულ საქართველოში“

პოლიტიკა

შედეგების შეჯამება და პარტიის სამომავლო გეგმები „ევროპულ საქართველოში“

2017 ოქტ 31 11:43:45

პარტია ,,ევროპული საქართველოს” ლანჩხუთის ადგილობრივ ორგანიზაციაში ბრიფინგი გამართეს, სადაც 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მიერ მიღებული შედეგი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი მარშანიშვილის შეფასებით,  რიგ სოფლებში „ევროპულ საქართველოს“ ძლიერი  მაჟორიტარობის კანდიდატები ჰყავდა, თუმცა, თვლის, რომ  მათი დამარცხება მმართველმა გუნდმა ძლიერი რესურსის გამოყენებით შეძლო.

„ის შედეგი, რაც არჩევნებზე ვაჩვენეთ, ჩვენთვის საკმარისი არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარტია ახალშექმნილია. რამდენიმე სოფელში საკმაოდ ძლიერი კანდიდატები გვყავდა და მოგების რეალური შანსებიც გვქონდა, თუმცა,  „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა საკუთარი მიზნის მისაღწევად.  

თუნდაც, ჩოჩხათის მაგალითი ავიღოთ, სადაც  ჩვენი კანდიდატი, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნება ლევან ტიკარაძე იყო. „ოცნებამ“ დიდი რესურსის გამოყენებით, შეძლო აქ გამარჯვების მიღწევა. მათ ერთ სოფელში, დაახლოებით, 40 კოორდინატორი დაამატეს. რეალურად კი ეს იყო კოორდინატორის სტატუსს ამოფარებული მოსყიდული ხალხი.  ასე მოხდა ნინოშვილში, სუფსაში, აკეთში“, _ აღნიშნა მარშანიშვილმა.

ლანჩხუთის მერობის კანდიდატმა, ამირან  გიგინეიშვილმა ბრიფინგზე „დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, ნონა მურვანიძის მიერ გამოთქმული ეჭვის, რომ მისთვის გასაკვირია ახლადშექმნილი პარტიის შედეგი ხელისუფლების პოლიტიკური ნების გარეშე,  საპასუხოდაც გააკეთა განცხადება.

„ამ მცირე პერიოდის მანძილზე ჩვენ  ძალიან მაგარი გუნდის შექმნა შევძელით. ამის თქმის საბაბს მაძლევს ის შედეგი, რაც მივიღეთ არჩევნებზე. მართალია,  ზოგ პოლიტიკურ ორგანიზაციას გაუკვირდა და საკუთარი ვარაუდებიც გამოთქვა ამასთან დაკავშირებით, თუმცა, მე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვიჭირა მხარი.

როცა აყენებ კანდიდატურას ჯურუყვეთის თემში და არ მართავ მოსახლეობასთან შეხვედრებს, არ გყავს მხარდამჭერები და დამოუკიდებელ კანდიდატს, დათო დობორჯგინიძეს, რომელიც „ოცნებამ“  თავის დროზე გაწირა,  ართმევ 27 ხმას და ეს ადამიანი აგებს 10 ხმით არჩევნებს,  აქ ორი ვარიანტია _ ან არ იცი პოლიტიკა და თვლი, რომ მიიღებ ხმებს ისე, რომ მოსახლეობაში არ ივლი, რასაც გამოვრიცხავ, ან იცი რასაც აკეთებ, რაც  ნიშნავს იმას, რომ  ერთი ჯიბიდან მანდატს იღებ და აძლევ მეორეს. ამის შემდეგ კი იმაზე საუბარი, მითუმეტეს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რომ ჩვენ შეკრულები ვართ ,,ქართულ ოცნებასთან” უხერხულია“, _ აღნიშნა გიგინეიშვილმა.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ „ევროპული საქართველო“  სამომავლოდ ლანჩხუთში პარტიის გაძლიერებასა და მუშაობის აქტიურ რეჟიმში გაგრძელებას გეგმავს.

„ბევრმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი და ჩვენს ფუნქციად რჩება ხალხის ხმის მიტანა ადგილობრივ ხელისუფლებამდე. აქედან გამომდინარე, პარტიის ოფისი აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ნებისმიერ დროს შეეძლებათ მოქალაქეებს  მოვიდნენ ჩვენთან.  ჩვენ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება ლობიზმისა და ადვოკატირების მიმართულებით. ზუსტად ამ პროცესის განხორციელებას ვაპირებთ საკრებულოშიც. ვაპირებთ, ასევე, ნებისმიერი სახის ელექტრონული წერილი მივიღოთ ადგილობრივი მოსახლეობისაგან, სოციალური ქსელით იქნება თუ სხვა მიმართულებით.

ჩვენ ვაპირებთ, რომ გუნდი გავაძლიეროთ, ისე, რომ სუსტი წერტილები არ გვქონდეს. სტრუქტურა გავმართოთ არა მარტო ლანჩხუთში, არამედ სოფლებშიც. გვინდა მაქსიმალურად მეტი ადამიანი ჩავრთოთ იმაში, რომ ერთად მივიტანოთ ხელისუფლებამდე ის პრობლემები, რაც მუნიციპალიტეტში არსებობს“, _ აღნიშნეს „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის მესვეურებმა.




 ახალი ამბები
  • “მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ პატარა იოსებს სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება. იოსებს აქვს ჰიდროცეფალია გაკეთებეული აქვს თავზე ოპერაცია. იგი  დღენაკლული დაიბადა, 6 თვის არ იყო. როგორც კი 2 კილო გახდა, გაუკეთეს თავზე შუტირება,მას შემდეგ ჩვეულებრივად ვითარდებოდა. “6 თვის ასაკამდე დახოხავდა, ჯდებოდა 6 თვის შემდეგ დაეწყო დაჭიმულობა და ყველაფერი გავყიდეთ, რაც გაგვაჩნდა, რომ საფრანგეთში წაგვეყვანა, სადაც მას უტარდებოდა რეაბილიტაცია, მასაჟები და ვარჯიშები, თუმცა, ბავშვის მდგომარება გაუარესდა. 8-თვიანი მკურნალობის შემდეგ საფრანგეთში დარჩენის უფლება არ მოგვცეს და უკან საქართველოში გამოგვიშვეს. იოსებს, თურქი ექიმების რეკომენედაციით, სასაწრაფოდ სჭირდება ორივე მენჯ-ბარძაყის ოპერაცია, რადგან პირველი ხარისხის ამოვარდნილობა და მყესების დაჭიმულობა აქვს. როგორც გვაიმედებენ, თუ ოპერაციას გავუკეთებთ, სიარულს შეძლებს, _ გვითხრა იოსების დედამ, ინგა სარიშვილმა. თუმცა, ეს ბავშვის ერთადერთი პრობლემა არაა _  პატარას ხერხემლზე ძვლების არასწორი შეზრდა აქვს მენჯის ძვლოვან ნაწილებთან, რაზეც სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვეღარ გაივლის. „ოპერაციისთვის 10 ათასი დოლარია საჭირო, რომ სამუდამოდ არ მეჯაჭვოს საწოლს. მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“, _ გვითხრა ბავშვის დედამ, თუმცა ოჯახს იოსების სამკურნალოდ ყველა რესურსი ამოწურული აქვს. პატარა იოსები საზოგადოების, კეთილი ადამიანების დახმარების იმედით ელოდება ტოლებთან სირბილს. იოსების დასახმარებლად გახსნილია ანგარიში. 09 01 200 128 საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ იოსებ თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი _ 61004014867 დაბადების თარიღი  _ 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარატები იურიდული პირი ან კომპანის ანგარიში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი: 445473014საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი: 599 33 01 ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. მას შემდეგ რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე გამოიფინება ... ...
  • პოლიციამ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, გ.ჩ. მუხიანში მდებარე “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. “სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში - ცეცხლის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთოსაგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საყავრესთან, ტყის ხანძარის ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიუტრად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. მათივე ცნობით, გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ აღინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების ... ...
  • გვარამიამ თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური შეტევა დაიწყო _ ხალვაში რ2-ში განვითარებულ მოვლენებზე"რუსთავი2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.  "საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია რუსთავი 2-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენები, კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდისა, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევდნენ კომპანიას. ფაქტია, ტელევიზიის ფინანასური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო. საზოგადოებამ იცის, რომ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რუსთავი 2-ში მუშაობდნენ, ჩვენ შევათვაზეთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტით მუშაობა, რაც ნიშნავს კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას. მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლება მოხდა, ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან ეს აღმული იქნა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად, თუმცა ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათ საქმიანობაში ჩემი მხრიდან რაიმე ჩარევა მოხდა. ცხადია, რომ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა, თავიდანვე ცხადი იყო და მხოლოდ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული, რაც აშკარად გამოჩნდა კიდევაც. ჩემთვის ნათელია, რომ ნიკა გვარამია მის პატრონთან,სააკაშვილთან ერთად ცდილობდა, რუსთავი 2-სათვის დაეკარგა ტელევიზიის სახე და აგრესიული პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია. წლების განმავლობაში ამ პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტები - სიცრუე და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა იყო. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ტელევიზიის სანდოობას პირველი კრიტიკული დარტყმა მიაყენა. ასევე უმძიმესი დარტყმა იყო ის ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც ტელეკომპანია ამ ვითარებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპოზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. გვარამიას, ანაჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ, ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, თუმცა, აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ რუსთავი2-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხმები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომელბისაგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად. ყველაფრის მიუხედავად, მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ რუსთავი2-ის გადასარჩენად და იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ კურიერის დაბრუნება ეთერში, რომელიც უამრავ მაყურებელს მიიზიდავს. სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ რუსთავი2 არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგაყობინებთ!" _ ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...