შეკვეთილი კანონი _ ,,გასაგებად უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი არის ივანიშვილის იდეა“

პოლიტიკა

შეკვეთილი კანონი _ ,,გასაგებად უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი არის ივანიშვილის იდეა“

2018 სექ 21 16:10:05

11 სექტემბერს ცნობილი გახდა მთავრობის იმ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანის წარმოებას ითვალისწინებს.

კანონპროექტმა, რომელიც საზოგადოებისგან მალულად შემუშავდა და რომლის წარმდგენი პარლამენტში  შს სამინისტროა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

საპატრიარქოს მხრიდან წამოსულმა დიდმა საპროტესტო ტალღამ კი კანონპროექტის იმპლემენტაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და პარლამენტი მარიხუანის წარმოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დააფიქრა.

პარლამენტიდან აღნიშნული კანონპროექტის შესაძლო გაწვევაზე ირაკლი კობახიძე საუბრობს.

,,მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც კობახიძის განცხადებიდან ხდება ცნობილი, ხელისუფლება მოსალოდნელ საფრთხეებს ამჟამად ვერ აცნობიერებს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კანონპროექტისგან მომდინარე  რისკებს გააანალიზებს.

საკითხზე პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საუბრობს:

_ ბატონო ვაჟა, მმართველი პარტია საერო და სასულიერო პირების მხრიდან წამოსული პროტესტის შემდეგ აცხადბს, რომ მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან იმ შემთხვევაში გაიწვევს, თუ საზოგადოებას საფრთხეს შეუქნის.  პარლამენტში კანონპროექტი შეიტანეს და შემდეგ საუბრობენ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რამდენად კანონზომიერია ,,ქართული ოცნების“ ქმედება?

_ ახალბდა პოიტიკოსს, გამოუცდელ პარლამენტის თავმჯომარეს, ირაკლი კობახიძეს  რაღაც არებითად ნამდვილად ეშლება. საზოგადოებასთან ასეთი ურთიერთობა პარლამენტის თავმჯომრეს არ გამოადგება. 

კონკრეტული კანონპროექტის შეტანა პარლამენტში იყო გაუაზრებელი და მოუმზადებელი აქტივობა მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან. გასაგებად უნდა ითქვას, რომ მთლიანად ეს კანონპრექტი და მარიხუანის კულტივირება არის ბიძინა ივანიშვილის იდეა.

ფაქტობრივად, ის მართავს ქვეყანას და მისი ნების გარეშე ქვეყანაში არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილბის მიღება არ ხდება.

შეიძლება, ეს კანონი აღარც გამოჩნდეს პარლამენტში, რადგან ივანიშვილი საოცრად პრაგმატული კაცია და ხვდება, რომ საზოგადოება კანონპროექტის მიღებას წინ აღუდგება.

ის ბუნდოვანება, რაც ამ კანონპროექტის გაწვევას ახლავს თან, ნიშნავს, რომ მმართველ ძალასა და ივანიშვილს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, ცალსახად ეშინი  პოზიიის დაფიქსირება.  თუ დაინახეს, რომ ეს წინააღმეგობა შესუსტდა, მაშინ კანონპროექტს დატოებენ  და გაიტანენ.

_ გარდა ბიძინა ივანიშვილისა, როგორ ფიქრობთ, სხვა პიროვნების ინტერესი არ იკვეთება?

_ ეს შეიძლება ბევრი ადამიანის ინტერსი იყოს, მაგრამ სადღეისოდ მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა უნდა, თუ ბიძნამ არ დართო ნება, არც ერთი დიდი საქმე და პროექტი არ განხორციელდება“, _ გვითხრა ბერიძემ.

საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტზე მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოში მარიხუანის წარმოება ლეგალური გახდება.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...