„შევადგინოთ პოლიტზონდერ სპორტსმენთა შავი სია“_ნათელაშვილი

პოლიტიკა

„შევადგინოთ პოლიტზონდერ სპორტსმენთა შავი სია“_ნათელაშვილი

2019 თებ 4 14:01:46

ოპოზიცური პარტია „ლეიბორისტების“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ (გეგა) გეგეშიძესა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოში სპორტის ოლიგარქიზაცია მიმდინარეობს, რის გამოც  ფედერაციებს საბიუჯეტო დაფინანსება უნდა შეუწყდეს და ოპოზიციურ პარტიებს პოლიტ ზონდერ სპორტსმენთა შავი სიის შედგენისკენ მოუწოდებს.

„მიმდინარეობს სპორტის ოლიგარქიზაცია. ბიუჯეტებით მილიონობით ლარით დაფინანსებული 63 ფედერაცია გადაიქცა მოძალადე პოლიტზონდერებად, არჩევნების გამყალბებლებად, რომლებიც წილების გადანაწილებისას საკუთარ თანაგუნდელებსაც არ ინდობენ და უსწორდებიან.

მოვითხოვ სასწრაფოდ შეუწყდეს დაფინანსება ფედერაციას საბიუჯეტო დაფინანსება და ეს მილიონები წარიმართოს მასობრივი სპორტის განვითარებისთვის, უფასო სპორტული სექციებისსათვის  ყველა სოფელსა და ყველა ქალაქში.

მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას შევადგინოთ პოლიტზონდერ სპორტსმენთა შავი სია  და ვაცნობოთ საერთაშორისო ფედერაციებს, რომ მათი დუხი არ იყოს საერთაშორისო შეჯიბრებებში.

მათი ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ ივანიშვილის რეჟიმთან ერთად უნდა დასრულდეს.

ხალხი შიმშილით გვეხოცება, მშობლებს ბავშვები უფულობის გამო სპორტულ სექციებზე ვერ მიუყვანიათ, წარმოუდგენელ თანხებს სთხოვენ და ამ დროს ეს გასიებული მოძალადეები ჩვენ ფულს ვერ იყოფენ და ერთმანეთს ხოცავენ.

ის, რაც ჩაიდინა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მსოფლიო სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა. მოჭიდავე პირდაპირ პრესის და უცხოელი სტუმრების თვალწინ გალახა და ამ დროს 5 000 ლარი გადაახდევინეს და  გამოუშვეს, დატოვეს თანამდებობაზე, როცა ოჯახურ კონფლიქტზე იჭერენ, აპატიმრებენ და უმკაცრესი სანქციებია“,_განაცხადა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, სპორტის სასახლეში  ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს შორის დაპირისპირება 11 იანვარს მოხდა.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...