შუალედური არჩევნების მოლოდინი ოზურგეთში _ ასახელებს თუ არა გუბერნატორი კანდიდატებს

პოლიტიკა

შუალედური არჩევნების მოლოდინი ოზურგეთში _ ასახელებს თუ არა გუბერნატორი კანდიდატებს

2019 თებ 13 12:22:41

 მაისში, ქალაქ ოზურგეთის 60/01/03  ადგილობრივი მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს.  პარტია „ქართული ოცნებიდან“, საკრებულოს გამოკლებული (გარდაცვლილი) წევრის, ლევან თოიძის ნაცვლად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი წევრი შეემატება.

ქალაქის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში, სადაც შედის ხუთი უბანი:  60/3 _  რაიცენტრალური,  60/08 _ სერის უბანი, 60/10 _ ექადია, 60/55 _ ცენტრი 3  და 60/57 _ ანასეული _ გაზაფხულზე შუალედური არჩევნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეთა მრავალი კანდიდატი სახელდება.

ბუნებრივია, დიდია საზოგადოების ინტერესი იმ მხრივ, თუ როგორ წარიმართება პროცესები, იქნება თუ არა ეს არჩევნები ცოტათი მაინც  უკეთესი დემოკრატიულობის ხარისხით, ვიდრე ყველა წინა არჩევნები, მით უფრო, როცა ოზურგეთს მწვავე დაპირისპირება ახსოვს უახლოეს წარსულში.  მოქალაქეებს აინტერესებს, ვინ არიან საკრებულო წევრობის კანდიდატები, ვინ ვის ლობირებს და შესთავაზებენ თუ არა  საზოგადოებას რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს, თუ მხოლოდ ერთ კანდიდატზე გაკეთდება აქცენტი?!

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 9 თებერვალს, ოზურგეთში საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ _ პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე. შეხვედრას დაესწრო,  ასევე, მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია.

 როგორც ჩვენი წყარო ამბობს, საუბარი, ძირითადად, საკრებულოს წევრობის კანდიდატთა დასახელებას შეეხებოდა მომავალ შუალედურ არჩევნებში.  სახელმწიფო რწმუნებულმა  გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაიამ  შეკრებილებს ოზურგეთელი  კოტე სარიშვილის კანდიდატურა შესთავაზა. სარიშვილი ორი  წლის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში მუშაობდა, სადაც  გახმაურებული კონფლიქტის გამო, სამსახურის დატოვება  მოუხდა და ახლა წარმატებულ სამეურნეო საქმიანობას ეწევა.    ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ ნასარაიამ ისე დაასახელა სარიშვილის კანდიდატურა, რომ მას არც კი იცნობს. წყაროსავე თქმით, სარიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კოტე შარაშენიძის ფავორიტია და გუბერნატორის მეშვეობით სცადა მისი კანდიდატურის გახმოვანება. 

„გურია ნიუსის“ კითხვაზე, სცადა თუ არა კოტე შარაშენიძის ფავორიტის კანდიდატურის გახმოვანება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან, ზურაბ ნასარაია უარყოფს.  

_ ჩემი თანდასწრებით ამ თემის განხილვა არ მომხდარა, მასში მონაწილეობა არ მიმიღია, _ აცხადებს ის „გურია ნიუსთან“.

თავის მხრივ, კოტე სარიშვილი ამბობს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს და ასეთი არაფერი მომხდარა:

_ თქვენ რაკი მეუბნებით, შესაძლოა, ეს მართალი იყოს, თუმცა, მე პირველად მესმის, რომ ჩემი კანდიდატურა ვინმემ დაასახელა. ამის შესახებ მე საუბარი არც შარაშენიძესთან მქონია და არც სხვასთან. ისე, სადღაც-სადღაც მეგობრები კი მეკითხებიან, რას ვფიქრობ, რას ვაპირებ,  მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას... მოკლედ, ოფიციალურად ამის შესახებ, მე საუბარი არსად მქონია და მეტს ვერც ვერაფერს გეტყვით, _ გვითხრა სარიშვილმა.

კოტე შარაშენიძე „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ სარიშვილს არაფერი სჭირს საიმისო, რომ მუნიციპალიტეტის მერის ფავორიტი იყოს და არც არავისთვის უთქვამს ამის შესახებ.

_ გამოვრიცხავ კოტე სარიშვილის ლობირებას შუალედურ არჩევნებში და არც გუბერნატორთან მისაუბრია ამის შესახებ. მას არ სჭირდება ჩემი ლობირება, _ აცხადებს ჩვენთან შარაშენიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია  „გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციულ საკითხებზე.

_ მინდა გითხრათ, რომ იქ რომელიმე კანდიდატის განხილვა არ ყოფილა, _ ამბობს დავით დარჩია.

კითხვაზე _ კანდიდატურა არ განხილულა, რადგან გუბერნატორმა თავიდანვე უარყოფითი პასუხი მიიღო? _ საკრებულოს თავმჯდომარე გვპასუხობს, რომ ვერ გვეტყვის, ვინ ვისი კანდიდატურა დაასახელა.

_ თქვენგან უფრო მეტი მესმის, ვიდრე მე იქ მოვისმინე. ბევრ კანდიდატურას მისახელებთ და ყველა ღირსეულია. კარგია, რომ ასეთი არჩევანია და არა ერთის და ორის. მე ვერ გეტყვით, ვინ ვისი კანდიდატურა დაასახელა, არ ვიცი. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, _ გვითხრა მან.

 ოზურგეთის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე ამბობს, რომ პარტია უახლოეს დროში დაასახელებს ღირსეულ კანდიდატურას და წარუდგენს საზოგადოებას.

_ შეხვედრაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან, რომელსაც გუბერნატორიც ესწრებოდა, განხილული იყო საორგანიზაციო, ინფრასტრუქტურული და მიმდინარე საკითხები, არსებული პრობლემები. კონკრეტიკაში ვერ შევალ. ზოგადად იყო საუბარი მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზეც. უფრო დაწვრილებით ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. პარტია დაასახელებს კანდიდატებს ძალიან მალე და წარუდგენს საზოგადოებას. გეტყვით ერთს, რომ პარტია ღირსეულ კანდიდატზე შეჩერდება.

 აღნიშნულ   საარჩევნო ოლქში მოაზრებულ საკრებულოს წევრობის კანდიდატთაგან ერთ-ერთი, საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ლევან თოიძის შვილი სოფიო თოიძეა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიაში, ინფრასტრუქტურის სამსახურში, უმცროს სპეციალისტად მუშაობს. 

 „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მას განსაკუთრებით მხარს არა „ქართული ოცნება“, არამედ  საკრებულოს ერთ-ერთი  წევრი ლავრენტი ბიგვავა უჭერს. ჩვენთან   საუბრისას სოფიო თოიძემ დაადასტურა, რომ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას:

_ ჯერჯერობით, თავს  შევიკავებ დაკონკრეტებული პასუხისგან. ისე კი, ვეცდები, საუკეთესოებს შორის საუკეთესო ვიქნე. რაც შეეხება ლავრენტი ბიგვავას მხარდაჭერას, ის მამაჩემის მეგობარია,  ჩემი ოჯახის წევრია და გასაკვირი არაა, მხარს მიჭერდეს. ისე, კი, უმჯობესი იქნება, თავად ბატონ ლავრენტის ჰკითხოთ, მიჭერს თუ არა მხარს, _გვითხრა ქალბატონმა სოფიომ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ლავრენტი ბიგვავამ „გურია ნიუსთან“ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს სოფიო თოიძეს:

_ მე მას დავუჭირე მხარი.  კარგი ახალგაზრდაა, ქალბატონია და  სასურველია, მომავალ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს. კარგ ოჯახშია აღზრდილი, თავადაც აქვს მზაობა, რომ ჩადგეს ხალხის სამსახურში. რა თქმა უნდა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იქნება.  თუ პარტია სხვა არჩევანს გააკეთებს, რა თქმა უნდა, მე პარტიას დავუჭერ მხარს, _ გვითხრა ლავრენტი ბიგვავამ.

საკრებულოს წევრობის  კანდიდატად დასახელებულმა,  ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულ და სანდოდ მიჩნეულმა, პარტიის ოზურგეთის ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ ის პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ამიტომ განაცხადა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე:

_მთავარი მოტივი ჩემგან უარის თქმისა იყო ის გარემოება, რომ მაისში პიკზეა დრო იმ საქმეში, რაშიც მე ვმოღვაწეობ. ამიტომ ვამჯობინე არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა. რაც შეეხება საკრებულოს უმრავლესობასთან შეხვედრას, მე არ ვესწრებოდი და არც ინფორმაციას ვფლობ, ვინ ვისი კანდიდატურა დაასახელა, _ გვითხრა გია ხაჭაპურიძემ.

საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელებული 27 წლის  ბექა ფუტკარაია, რომელიც 2012-2014 წლებში იყო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი,  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში  მუშაობს და საუკეთესო ახალგაზრდად ახასიათებენ. ფუტკარაიამ  „გურია ნიუსთან“ განაცხადა, რომ პირველად არ ესმის ამის შესახებ, თუმცა, ოფიციალურად  ჯერ ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს.  

ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერის ყოფილი მოადგილე ალეკო ბურჭულაძე, როგორც ერთ-ერთი კანდიდატი, ყველაზე კატგორიულია და ამბობს, რომ არანაირი პრეტენზია ამ თემასთან დაკავშირებით, არასდროს გამოუთქვამს. კითხვაზე _ პირველად ჟურნალისტისგან გაიგო თუ ამის შესახებ, ამბობს, რომ

_ შევჯერდეთ ასე. ამ თემაზე საუბარი არავისთან მქონია. არც სურვილი გამომითქვამს. თუ აწი შემომთავაზებენ, ეს უკვე სამომავლო თემაა და  მომავალში ვისაუბროთ, _ გვითხრა მან.

ოზურგეთში ცნობილი ბავშვთა ექიმი, დავით მდინარაძე, რომელიც ერთხელ უკვე იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამჯერად იმ ოთხეულშია, ვისაც „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტად ენდობა მუნიციპალიტეტში. მდინარაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას მდინარაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ოფიციალურად არაფერი იცის.

_ ოფიციალურად არაფერი   ვიცი. თქვენგან გავიგე. ისე ქუჩაში და მეგობრებში მესმის, მეკითხებიან. ქალაქზე ზრუნვა კი მიყვარს. მიყვარს ჩემი ოზურგეთი და ოზურგეთელები. როდის არის არჩევნები? მაისში? მაისამდე დრო ყოფილა და მაისში ვისაუბროთ, _ გვითხრა მდინარაძემ.

კიდევ უფრო მოკლე და ზოგადი პასუხი გაგვცა, ასევე, ავტორიტეტულ კანდიდატად მოაზრებულმა და დასახელებულმა, ნუგზარ ურუშაძემ. ის  ერთხელ უკვე იყო ოზურგეთის საკრებულოს წევრი. ახლა პარტიის რაიონულ ორგანიზაციაშია და როგორც  თავად ამბობს, უხმაუროდ ემსახურება თავის საქმეს.

_ მე ვიცი ის, რომ პარტია  საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე წარადგენს კანდიდატებს. მეტს ვერაფერს გეტყვით, _ გვითხრა მან.

„გურია ნიუსი“ „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს მერაბ ჭანუყვაძეს ესაუბრა. ჭანუყვაძის თქმით,  ვინმეს მიერ დასახელებულ კანდიდატზე ინფორმაციას არ ფლობს.

_ ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები  გუნდის შიგნით  შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით.  ძალიან მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება,  თუ ვის დააყენებს „ქართული ოცნება“ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოლქში კანდიდატად. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბევრ ღირსეულ და გამორჩეულ კანდიდატთან, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.

„გურია ნიუსის“ წყაროს მტკიცებით, ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“  ოთხი კანდიდატი ეყოლება: ნუგზარ ურუშაძე, ალეკო ბურჭულაძე, დავით მდინარაძე და ბექა ფუტკარაია. სავარაუდოდ, საბოლოო არჩევანი ბურჭულაძესა და ურუშაძეს შორის გაკეთდება და იმ შემთხვევაში, თუ ბურჭულაძე უარს არ იტყვის, შესაძლოა, საბოლოოდ არჩევანი მასზე შეჩერდეს. ამასთანავე, ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ კანდიდატების საზოგადოებისთვის შეთავაზებაზეც საუბრობენ და ვინც მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, მის კანდიდატურაზე  შეჩერდებიან.




 ახალი ამბები
  • "დააბი პრეზიდენტი" _ აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი „დააბი პრეზიდენტი“ გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის კარზე სიმბოლურად ბოქლომი დაამაგრეს და სტიკერები მიაკრეს #შეცვალე. მათი თქმით, პრეზიდენტი „დასაბმელია“, ამასთან, აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იღებს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. ... ...
  • ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ დიდთოვლობის გამო დამსვენებლები ბარში ჩამოსვლას ვერ ახერხებენამ წუთებში, ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ წუხელ მოსული თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღემატება, რის გამოც, დამსვენებლები ბარში წამოსვლას ვერ ახერხებენ. _ დაახლოებით 35 ოჯახი ისვენებს კურორტზე. გამოსვლას ვერ ახერხებენ ის ადამიანები, რომლებიც კურორტზე დაბალი გამავლობის მანქანებით არიან ამოსულები. უკვე დაწყებულია გზების გაწმენდა და მალე, ყველა ადამიანი სამშვიდობოს იქნება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ, რომელიც შესაბამის სამსახურებთან ერთად ბახმაროში იმყოფება. მისივე თქმით, სპეცტექნიკით დღესვე გაიწმინდება ცენტრალური გზა იმისთვის, რომ ბახმაროში გადაადგილება ყველასთვის შესაძლებელი ... ...
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკურნალო სასმელი

უამრავი ადამიანი სვამს ყოველდღიურად ყავას,...

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...