„სი...ი“, „არაკაცი“ და პარლამენტის თავმჯდომარის ბიუროსთან "მელიასავით მიპარული “ ნაციონალების ლიდერი“

პოლიტიკა

„სი...ი“, „არაკაცი“ და პარლამენტის თავმჯდომარის ბიუროსთან "მელიასავით მიპარული “ ნაციონალების ლიდერი“

4 ივლ. 2019, 19:20:21

“ეს დამფრთხალი სირი ოზურგეთის სამარცხვინო დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელია. მისთვის პრობლემა ის არის,  თალაკვაძის გამოსახულებიანი პლაკატი მისთვის შეუთანხმებლად რომ გავაკარით. თორე ახალგაზრდებს რომ თვალები დათხარეს და გავრილოვს საშუალება მისცეს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში სხდომა რუსულ ენაზე წაეყვანა მისთვის ეს არაფერია,” _ ეს პოსტი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით მჟავანაძემ გამოაქვეყნა.

მან, პოსტს  ადრესატის _ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს ხელმძღვანელის ლაშა ჭელიძის ფოტოც დაურთო.

როგორც მჟავანაძე „გურია ნიუსთან“ ამბობს, ეს  შეურაცხმყოფელი გზავნილი ჭელიძემ დაიმსახურა:

_ როგორც იცით დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს კარებზე პლაკატები გავაკარით, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ასახავს. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ ადამიანები სახელები, ვინც გავრილოვის პირველივე მოთხოვნაზე მელიას დასჯას მოაწერეს ხელი.

აქ, კონკრეტულად, მარტო მელიაზე არ არის საუბარი  _ ადამიანები დასაჯეს იმის გამო, რომ ანტირუსული აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებამ მასში მონაწილეობისთვის საკუთარ ხალხზე შური იძია. ეს გააკეთეს მაშინვე, როგორც კი გავრილოვმა ოფიციალურად, მედიასაშუალებით მოითხოვა აქციის მონაწილეების დასჯა.

თალაკვაძეც ჩვეულებრივი მონაა, რომელიც მზადაა ნებისმიერი დავალება შეუსრულოს კრემლის წარმომადგენელს. სწორედ ეს გავაპროტესტეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ოზურგეთშიც და ამის გამო, თალაკვაძის ბიუროს უფროსმა გადაწყვიტა პიროვნული შეურაცხყოფა მოეყენებინა და არაკაცი მიწოდა. შესაბამისად, მიიღო ჩემგან პასუხი, რადგან კაცი რომ ბიურის ხელმძღვანელობს და პიროვნულ შეურაცხყოფას პოლიტიკური განცხადებისგან ვერ ანსხვავებს და ამ ფორმით ცდილობს პატრონს კუდი უქიცონოს, ზუსტად ისაა, რაც დავწერე, _ გვითხრა მჟავანაძემ.

ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს არაკაცი უწოდა, არ უარყოფს ლაშა ჭელიძე:

 _ მე ვთქვით, რომ არაკაცი დავითი რამდენი ქვას ისვრის, მის საქციელებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ და  შემიძლია კომენტარი გავაკეთო მხოლოდ კაცის საქციელზე. სულ ეგ იყო, _ აღნიშნა ჭელიძემ.

მისივე თქმით, მჟავანაძის მხრიდან პროვოკაციის მოწყობის მცდელობას ჰქონდა ადგილი:

 _ ბიუროს ოთახში ვმუშაობდით, როცა მერიის თანამშრომელი ხათუნა სურგულაძე შემოვიდა, რომელსაც ხელში ჩამოხეული პლაკატები ეჭირა და გვითხრა, რომ კარებთან პლაკატებს გვიკრავდნენ. გავედით და ვნახეთ, ჩართული კამერა და დავით მჟავანაძე, რომელსაც ვუთხარი, რომ ეს მისი სირცხვილი იყო, რომ დიდი არაკაცი იყო. თვალებიც ვერ გამისწორა ისე მითხრა, რომ მონები ვიყავით და გახარია უნდა გადამდგარიყო.

საუბარში ჩემი თანამშრომელი, გია ჯიჯიეშვილიც ჩაერთო, რომელმაც მჟავანაძეს 26 მაისი და 7 ნოემბერი შეახსენა და ისიც უთხრა, რომ მათ მორალური უფლება არ ჰქონდათ ასეთი საუბრის.

იქვე, მჟავანაძესთან ერთად, პატარა ბიჭი იყო, რომელსაც ვუთხარი, რომ ისეთ არაკაცთან, როგორიც მჟავანაძეა საქმე არ დაეჭირა, რადგან მისგან კაცობას და ადამიანობას ნამდვილად ვერ ისწავლის. ამით დასრულდა ე.წ. აქცია, რომელიც ერთმა კაცმა ჩაატარა, _ გვითხრა ჭელიძემ.

ჭელიძის მსგავსად, თალაკვაძის ბიუროს და ოზურგეთის მერიის თანამშრომლები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ეს დადგმული პროვოკაცია იყო:

_ სასაცილოა, როცა  აქციას უწოდებენ ერთი კაცის მიერ დადგმულ სპექტაკლს, რომელიც იმდენად უსახური და საცოდავი იყო, რომ თანაგუნდელიც კი არ მოჰყვა პლაკატის გასაკრავად. დეპუტატის ბიუროს კართან,  მელიასავით უჩუმრად რომ მიიპარება „ნაციონალების“ ლიდერი რაზე უნდა ვისაუბროთ ამის შემდეგ.

მათ კარგად იციან, რომ ხალხი მათ გვერდით არ დგება და ამიტომაც იყო დღეს ერთი კაცის ჩუმი აქცია, რომელიც იმდენად შეურაცხმყოფელი დარჩა ჩემთვის, შემთხვევით გამვლელისთვის, რომ დანახვისთანავე ჩამოვხსენი პლაკატი, რაც ჩემთან არც კი გაუპროტესტებიათ, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ხათუნა სურგულაძემ.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...