"სითი პარკი" კახა კალაძეს პასუხობს_ "სტატისტიკა მას არასწორად მიაწოდეს"

პოლიტიკა

"სითი პარკი" კახა კალაძეს პასუხობს_ "სტატისტიკა მას არასწორად მიაწოდეს"

10 ნოე. 2017, 12:44:57

კომპანია C.T. პარკი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ახლადარჩეულ მერს გამოწერილი ჯარიმების გამამართლებელ განაჩენებზე არასწორი ინფორმაცია აქვს. ისინი ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ კალაძეს შეხვდნენ და ყველა საკითხზე კონსულტაცია გაიარონ.

"კომპანია "სითი პარკი" მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და ასევე იმ კონტრაქტით, რომელიც გაფორმებულია კომპანიასა და თბილისის მერიას შორის. მერის მიერ გაცხადებული ციფრები 99% არ შეესაბამება რეალურ სტატისტიკას და ვფიქრობთ, რომ ეს სტატისტიკა მას არასწორად მიაწოდეს. რეალურად, გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0,2 % ხდება სადავო და ეს დავაც სრულდება უმეტესად "სითი პარკის" გამარჯვებით. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში ქალაქ თბილისის მერი შეხვდება კომპანიის წარმომადგენლებს და კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ამომწურავი და ზუსტი სურათი მიაწოდონ თბილისის მერს. კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით",- განაცხადა "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ.

მანამდე  კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა "სითი პარკის" წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს. 

მისივე თქმით, ის მერიაში აუდიტის სამსახურის მიწვევას გეგმავს. ამ ნაბიჯს იმით ხსნის, რომ ის ძალიან მნიშვნელოვან უწყებას იბარებს და წინასწარ უნდა იცოდეს, რა ვითარება ხვდება მერიაში,- ამის შესახებ მან “ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.

21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო.

imedinews.ge




 ახალი ამბები
  • კახა კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 29 მაისიდან თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა მგზავრობის დროს სავალდებულო იქნება პირბადეების გამოყენება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, მთელი რიგი სერვისები შეიზღუდა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. „ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მიერ გადაიდგა, იყო ძალიან  მნიშვნელოვანი ამ რთულ ვითარებაში. შედეგიც სახეზეა, ყველანი კარგად ვხედავთ რა მდგომარეობა იყო ბევრ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში და როგორ გაუმკლავდა ამ პანდემიას საქართველოს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ბრძოლა ბოლომდე არ მიგვიყვანია, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად დაიწყო მთელი რიგი მიმართულებების გახსნა, მაქსიმალურად ყურადღება უნდა შევინარჩუნოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც საჭიროა. დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო მსჯელობა და გადაწყდა, რომ 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები, მუშაობას დაიწყებს“, _ აღნიშნა თბილისის მერმა.  მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება და ამის კონტროლს დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.  „მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ იყო დაწესებული ეს შეზღუდვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანი, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. როგორც მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად შეუძლებელია და მოსახლეობამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ამას ზედამხედველობას გავუწევთ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლდეს. დღესვე შეხვდით ხელმძღვანელობას, რომ მოხდეს კონტროლი და ტრანსპორტში მგზავრი პირბადის გარეშე არ ავიდეს. ასევე, ავტობუსებში არ უნდა ჩაირთოს კონდიციონერი, ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში და მაქსიმალურად განიავდეს. მეტროს ამის აუცილებლობა არ აქვს. იქ ჰაერი ისედაც ნიავდება“, _  განაცხადა კახა კალაძემ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა, რომლის საუძველზეც, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება აკრძალული ... ...
  • თბილისის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, მუნიციპალური სერვისების მუშაობის შეფერხების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება იყო. „ერთადერთი რაც მუშაობდა, ეს იყო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებები. პირველი ივნისიდან ყველა მიმართულებით, სადაც დროებითი შეფერხება გვქონდა და მუშაობა შეჩერებული იყო, სერვისების მიწოდება განახლდება. ათივე გამგეობაში ყველა სერვისცენტრი დაიწყებს მუშაობას და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პირველი ივნისიდან ასევე, აღდგება თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ყოფნის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები. „აქაც აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ყველა რეკომენდაცია. ჩვენი თანამშრომლების აღჭურვა - პირბადეებით, ხელთათმანებით, სადეზინფექციო ხსნარებით. ყველა ეს მიმართულება უნდა მოწესრიგდეს, რომ  მოქალაქეთა მხრიდან კითხვის ნიშანები არ გაჩნდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. აღსანიშნავია, რომ 29 მაისიდან დედაქალაქში ასევე, მუშაობას იწყებს საზოგადოებრივი ... ...
  • რაზე მოიხსნება შეზღუდვები 8 ივნისიდან„8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება გაიხსნება. 8 ივნისიდან გაიხსნება ასევე სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ სპეციალური ნებართვა“,_ განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ. პრემიერის განცხადებითვე, 8 ივნისიდან ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. როგორც მან აღნიშნა, აუციელებელი პირობა ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას პირბადის ... ...
  • რა დაწესებულებები ამუშავდება 1 ივნისიდან „1 ივნისიდან მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც, ღია და დახურული ბაზრობები. ასევე 1 ივნისიდან ამუშავდება ღია სივრცის მქონე რესტორნები“,_ ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ... ...
  • როდიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაპრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპოტის მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგება. როგორც გახარიამ აღნიშნა, აუცილებელი იქნება მგზავრობისას პირბადის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?