წულუკიანი კახიძეს: საკუთარი თანამებრძოლის დასაცავად, ამის დათვლა მაინც არ დაგეზარა, ბიჭო?


პოლიტიკა

წულუკიანი კახიძეს: საკუთარი თანამებრძოლის დასაცავად, ამის დათვლა მაინც არ დაგეზარა, ბიჭო?

8 ოქტ. 2019, 14:36:59

"შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემს წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები. იმას მაინც ვერ იძახი, გაიყვანეს და ცემესო, ანდა გაიყვანეს და აწამესო, ან კიდევ გაიყვანეს და ცოცხით შეურაცხყვესო, და ეს გწყინს, მაგრამ ვერ იტყვი და რას იზამ", _ ასე მიმართავს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ევროპული საქართველოს" დეპუტატას ოთარ კახიძეს.

წულუკიანმა კახიძეს პოსტი მას შემდეგ მიუძღვნა, რაც დეპუტატმა  ალვა თადუმაძეზე საუბრისას აღნიშნა, რომ "წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია, ახლა მეორე სერიაა":

"შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემს წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები. იმას მაინც ვერ იძახი, გაიყვანეს და ცემესო, ანდა გაიყვანეს და აწამესო, ან კიდევ გაიყვანეს და ცოცხით შეურაცხყვესო, და ეს გწყინს, მაგრამ ვერ იტყვი და რას იზამ.

ვანო პოლიტიკური პატიმარი არ არისო, მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანის მიზანი საერთოდ არ ჰქონია ხელისუფლებასო, დაკავებაც კანონიერი იყო და პატიმრობაცო, ეს თქვა სტრასბურგმა იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი დიპლომი გედო ჯიბეში და არაკომპეტენტურად ცდილობდი სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.

ბევრი ფულიც მიიღე ჰონორარად „საწყალი“ პატიმრისგან და სტრასბურგის სასამართლოს თხოვდი ამინაზღაურეთ ეს თანხაო: 202 საათი ვიმუშავე ამ საქმეზე, რაც ჯამში 39 390 აშშ დოლარი დამიჯდაო (საკუთარი თანამებრძოლის დასაცავად, ამის დათვლა მაინც არ დაგეზარა, ბიჭო?)

სასამართლომ სრულად უარყო ეს შენი მოთხოვნა, ბევრ სხვასთან ერთად.

ახლა, რაღა დაგრჩა აბა. თებერვალში დაუსრულდება მისჯილი სასჯელი მერაბიშვილს და რომ გამოვა, მერე მაინც გასცემ ალბათ პასუხს მას იმის შესახებ, თუ რას ატყუებდი, რაში ვერ და არ დაიცავი და რატომ.

ჰოდა მოემზადე, ლუზერო! " _ წერს წულუკიანი.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება18 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, 1 თებერვლამდე გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში სწავლა. ამ ეტაპზე უცნობია 1 თებერვლის შემდეგ მოხდება თუ არა სწავლის გაგრძელება საკლასო ... ...
  • ლანჩხუთში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდებაგანათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციურად სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ირკვევა, რომ 18 იანვარს სასწავლო პროცესი ლანჩხუთშიც ონლაინ განახლდება. ამის შესახებ განმარტებები მერის მოადგილის ეკა გუჯაბიძისგან მივიღეთ. მისი თქმით, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციურ რეჟიმში განახლდება. „18 იანვარს მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდება. ამ ეტაპისთვის გათვლილი გვაქვს, რომ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე პირველ თებერვლამდე ვიქნებით, თუმცა ყველაფერი ეპიდ ვიტარებაზეა დამოკიდებული“, _ გვითხრა ეკა ... ...
  • ფირუზ წულუკიძე: "საჯაროდ მოვრიგდით და ღმერთს მადლობა ამისთვის“ბუკნარში, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ფირუზ წულუკიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. "მიზანი მიღწეულია და იმედია უკეთესად გაგრძელდება აქ თანაცხოვრება. საჯაროდ მოვრიგდით და ღმერთს მადლობა ამისთვის", _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ... ...
  • ირაკლი კუჭავა: "ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება მშვიდობიანად“ბუკნარში, ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის შეხვედრა შერიგებით დამთავრდა. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. "ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება მშვიდობიანად. ყველა ილოცებს თავის აღმსარებლობის მიხედვით და ეს არ იქნება გაღიზიანების საბაბი. არც აქამდე ყოფილა და ვინც პროვოცირებას ეცდება, ის გამოაშკარავდება", _ განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • “ბესო ქათამაძე არის პოლიციის შენობაში და მიმდინარეობს მისი დაკითხვა“ - დავით მჟავანაძე“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძის თქმით, ბესო ქათამაძე ამ წუთებში არის ოზურგეთის პოლიციის შენობაში და მიმდინარეობს მისი დაკითხვა. “ტელევიზიით გავიგე, რაც მოხდა სოფელ ბუკნარში. როდესაც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ ხელით შეეხო ბესოს, დაკავებით კი ბესო დააკავეს. შემიძლია გითხრა, რომ ის არის პოლიციის შენობაში. მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება _ მისი ტელეფონი გამორთულია", _ გვითხრა დავით მჟავანაძემ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, სოფელ ბუკნარში, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო და ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ, არავინ დაუკავებიათ. როგორც კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, ბესო ქათამაძე სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და ვითარებას განარიდეს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ახლა პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....