წულუკიანი: მერაბიშვილით დაიწყებენ პინგ-პონგის თამაშს

პოლიტიკა

წულუკიანი: მერაბიშვილით დაიწყებენ პინგ-პონგის თამაშს

2020 თებ 20 12:37:11

იუსტიციის მინისტრი, თეა წულიკიანი ვანო მერაბიშვილის მიერ  ციხიდან გამოსვლის დროს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, რა თქმა უნდა, მას აქვს დეფორმირებული განცდა რეალობის. ამიტომ, არ მგონია რომ ამ განცხადებაზე რამე სერიოზული კომენტარი ჩემგან საჭიროა, თუმცა ვიტყვი ერთს, რომ ბატონ ვანო მერაბიშვილს რა თქმა უნდა, მოუწევს დროსთან ერთად იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა.

მაგალითად, ნახავს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სულაც აღარ არის ერთიანი, ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების საკითხის შეფასება მოუწევს,“_ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილს მოუწევს გაიაზროს, რომ ის რეალურად ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარ ცხელ კარტოფილად, რომელიც ალბათ არავის არ უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს.

„ის რეალურად არის პრობლემა იმიტომ, რომ როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენა ერთ-ერთ ვიდეოში, არის „მეტრუპე“.

შესაბამისად არ შეიძლება რომ „მეტრუპე“ვინმეს უნდოდეს თავისთან. თუმცა მოჩვენებითად ალბათ ეტყვიან, რომ გვიხარია შენი ჩვენთან ყოფნა, ამიტომ მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ვაცალოთ ეს სამუშაო, ჩაატაროს, შეაფასოს, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მის პოლიტიკურ ძალას და შემდეგ ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.   




 ახალი ამბები
  • ბიზნესმენმა "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდს" ავტომობილი გადასცაზუგდიდში, ბიზნესმენმა გიგი გეგეჭკორმა "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდს" ავტომობილი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში აღნიშნული ფონდის ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ავრცელებს. „არც კი ვიცი ასეთ დროს რა უნდა დავწერო.... გეგი შენ ხარ სიკეთე ბიჭი, შენ ხარ გული, რომელიც მუდამ სხვაზე ფიქრობს,სხვის ბედნიერებაზე, სიხარულზე და სიყვარულზე ეს თითოეული თქვენთაგანის მანქანაა მეგობრებო, რომელიც გეგიმ შემოსწირა წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდს იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმეები. ნებისმიერ დროს გვერდში მიგულეთ. გეგი, ღმერთმა მოგცეს ძალა სიკეთის კეთებისა“,_ წერს ... ...
  • სეირნობისას ნაპოვნი კოლხური ოქროს საყურე ჟურნალისტი და გიდი ზურა ბაუჟაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მიერ ნაპოვნი კოლხური ოქროს საყურე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს გადასცა. “სეირნობის დროს ვიპოვე ერთ ადგილას. მზეზე მიწიდან ამოშვერილი ნაწილი ელვარებდა და იმით. გაოცდებით და რვა თვის შემდეგ ისევ იმ ადგილას მოვხვდი და ამისი მეორე ცალი ვიპოვე. არქეოლოგებმა ჩვენს წელთააღრიცხვამდე მეხუთე საუკუნით დაათარიღეს. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს გადავეცი. ნივთი ჯერჯერობით გამოფენილი, არ არის, რადგან შესწავლა-კონსერვაცია მიმდინარეობს. ძალიან დიდია და ეფექტური. საოცარად დახვეწილი ნახელავია. სანამ მუზეუმს გადავცემდი, სახლში ეს ფოტო გადავუღე.“- წერს ფეისბუქში ზურაბ ბაუჟაძე.  ... ...
  • როგორ ჩატარდა წირვა ჩოხატაურში _ დღეს მართლმადიდებლური სამყარო ხარებას აღნიშნავსდღეს მართლმადიდებელი ეკლესია საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს _ ხარებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულება.  სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. გუშინ, ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. "დარჩით სახლში და ილოცეთ სახლიდან. დავიცვათ ჩვენი ეკლესია", _ მოუწოდა იმნაძემ მორწმუნეებს, რომალთა დიდი ნაწილი საღვთო ლიტურღიას, მართლაც არ ესწრებოდა. ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში შეკრებილი მრევლი ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებებს ითვალისწინებდა და მორწმუნეები ტაძრის ეზოში სოციალური დისტანციის დაცვით იდგნენ. ტაძარში სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები და რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა 1 აპრილს მრევლს მიმართა. ილია მეორის მიმართვაში წერია, რომ რომ მორწმუნეთა იმ ნაწილს, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე მათ, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, შეუძლიათ სახლში დარჩნენ. პატრიარქი ასევე ურჩევს მრევლს, შეასრულონ მითითებები და ტაძარებსა და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცვან დისტანცია, საღმრთო ლიტურგიის შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ მხოლოდ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც. "გურია ნიუსი" გილოცავთ დღესასწაულს და ჯანმრთელობას ... ...
  • კალაძე: ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი შეჩერდებათბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი დროებით შეჩერდება, მათ შორის, გადაიდება მიკროავტობუსების შესყიდვის პროცესი. „რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მოგვიწევს. სამწუხაროდ, მოგვიწევს ბევრ პროექტზე ვთქვათ უარი, იმ გარემოებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში ხდება. არაერთი მნიშნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო დაანონსებული, დროებით  შეჩერდება, რადგან პრიორიტეტები დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეცვლილია. შესაბამისად, მიკროავტობუსების ტენდერი, რომელიც 13 მარტს გამოცხადდა, შეჩერებული იქნება“, - განაცხადა კახა ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევა - კახეთში გოგოს ხელის თხოვნა 27 000 ლარი დაჯდაცოტა ხნის წინ,  კომენდანტის  საათის დარღვევისთვის, 9 პირი 3 000-3 000 ლარით დააჯარიმეს თელავში, სოფელ ყარაჯალაში. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთი დაჯარიმებულის ახლობელმა განუცხადა, თანასოფლელი ბიჭი  მის მეგობრებთან ერთად, გოგოს ხელის სათხოვნელად მიდიოდა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას "გურია ნიუსი" მერის წარმომადგენელთან, შალვა ახმედოვთან შეეცადა, თუმცა, მან ეს ფაქტი არ დაადასტურა. "არ ვიცი,ინფორმაციას არ ვფლობ",_ ამბობს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...