"წულუკიანი “ოცნების“ ფასადს ამახინჯებს, მისი მოშორება პარტიისთვის სასურველი უნდა იყოს"

პოლიტიკა

"წულუკიანი “ოცნების“ ფასადს ამახინჯებს, მისი მოშორება პარტიისთვის სასურველი უნდა იყოს"

2019 მარ 12 15:40:42

 „ქართული ოცნება“ ძალიან ცდილობს საკუთარი ფასადის გალამაზებას, რომელსაც თეა წულუკიანი ძალიან ამახინჯებს, ამიტომ იუსტიციის მინისტრის მოშორება, რეიტინგის გაუმჯობესების მხრივ, მმართველი პარტიისთვის სასურველი უნდა იყოს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ იურისტმა ლია მუხაშავრიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და თეა წულუკიანს შორის უთანხმოების მიზეზი, შესაძლოა, რამდენიმე საკითხს უკავშირდებოდეს.

_ ქალბატონო ლია, „ქართული ოცნების“ ყველაზე სტაჟიანმა მინისტრმა თეა წულუკიანმა მმართველ პარტიას ულტიმატმი წაუყენა და თანამდებობიდან წასვლა დაანონსა. ციტირება: „თანამდებობიდან არ გადავმდგარვარ, მაგრამ თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელ თემას ეხება,  გვერდზე გავიწევი“, _ აღნიშნა მინისტრმა. სანამ გაირკვეოდა, რომ ის თანამდებობაზე რჩება, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, წულუკიანის ულტიმატუმი იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდებაო. როგორ ფიქრობთ, აღნიშნული შეიძლებოდა ყოფილიყო წულუკიანის წყრომის რელური მიზეზი?

_ შესაძლოა, თეა წულუკიანსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის უთანხმოების მიზეზი რამდენიმე საკითხი იყოს, მათ შორის, სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება. ყოველთვის, როცა ჩვენ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს ვაპროტესტებთ, წულუკიანი ჩუმად არის, არადა სასამართლოში სამართლიანობის აღდგენა და ეფექტური რეფორმების განხორციელება იუსტიციის მინისტრის პრეროგატივაა. „ქართული ოცნება“ ძალიან ცდილობს საკუთარი ფასადის გალამაზებას, რომელსაც თეა წულუკიანი ძალიან ამახინჯებს, ამიტომ იუსტიციის მინისტრის მოშორება რეიტინგის გაუმჯობესების მხრივ მმართველი პარტიისთვის სასურველი უნდა იყოს.

_მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე თეა წულუკიანსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის პოზიციები შეჯერდა, როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტია უახლოს მომავალში მას თანამდებობიდან გაუშვებს?

_აღნიშნულზე დანამდვილებით საუბარი რთულია, თუმცა ფაქტია, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულმა საკითხმა „ქართული ოცნება“ შუაზე გახლიჩა, რასაც საზოგადოება და სავარაუდოდ, „ოცნების“ ლიდერი პირდაპირ იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობას უკავშირებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იუსტიციის მინისტრი „ქართულ ოცნებას“ ამახინჯებს. იმ დროს, როცა სასამართლოში საქმეები უკუღმა მიდის, ის სავარძელს ინარჩუნებს. მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები წულუკიანისგან მოდიოდა და ბუნებრივია, სისტემაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი იუსტიციის მინისტრია.

_სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ლეგიტიმურად პასუხისმგებელი, ბუნებრივია, თეა წულუკიანია, მაგრამ იმ ფონზე, როცა „ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოდიოზური მოსამართლეები წინა რეჟიმის მსხვერპლებად გამოაცხადა და პარლმენტის თავომარე ირაკლი კობახი მართლმსაჯულებასთან დაკავირებით ბიძინა ივანშვილის პოზიციებს ახმოვანებს, ჯოხს ერთ პიროვნებზე რატომ გადატეხენ?

_თეა წულუკიანი ყოველთვის დუმილის უფლებით სარგებლობდა, არ აქტიურობდა, რამაც შეაძლებინა თავი აქამდე მოეტანა. ვიღაცას ხომ უნდა დაბრალდეს, რატომ წავიდა მართლმსაჯულებაში ცუდად საქმე?! თეა წულუკიანმა ხელი შეუწყო იმას, რომ  ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის თვალში კარგად წარმოჩენილიყო, რაზეც, შესაძლოა, პასუხი სამომავლოდ მოეთხოვოს.  

_“ქართულმა ოცნებამ“ გუნდის განახლების პროცესი დაიწყო. როგორც ცნობილია, პარტია ახალ კადრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. როგორ ფიქრობთ, მმართველ პარტიას ახალი სახეები 2020  წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოუტანენ?

_ „ქართულმა ოცნებამ“, რაც უნდა ობიექტური განახლება განახორციელოს, მისი საქმიანობა წარმატებული მაინც ვერ იქნება. მმართველ პარტიას საზოგადოების თვალში ცუდი იმიჯი აქვს,  ამიტომ განახლება ვერ უშველის. დამისახელეთ სფერო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებით განახორციელა, რომელმაც შედეგი გამოიღო და ადამიანის ყოფაზე დადებითად აისახა. საქართველოში ადამიანებს დემოკრატიული ცხოვრების გამოცდილება აქვთ და არჩევნებში უკეთეს არჩევანს გააკეთებენ.

_“თიბისის“ დატოვების შემდეგ, მამუკა ხაზარაძე შს მინისტრს დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიასგან  შანტაჟის შემცველი წერილი მიიღ. წერილის ავთენტურობას, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა და მმართველმა გუნდმა მას არაფრის მთქმელი ფარატინა ფურცელი უწოდა, ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზა დაადგენს. მანამდე კი წერილის სანდოობასთან დაკავშირებით, როგორია თქვენი პოზიცია?

_ სიმართლე მამუკა ხაზარაძის მხარეს არის. კარგად ჩანს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ძალიან შეაწუხეს და გაამწარეს, სხვა შემთხვევაში ხმას არ ამოიღებდა. საბანკო და საფინანსო სფეროს სკანდალები ძალიან დიდ დარტყმას აყენებს და ვიცი, რომ თუ ძალიან არ გაუჭირდათ ბანკირები არ აყვირდებიან.




 ახალი ამბები
  • ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავესთავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს.  დაკავებულს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.  პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.  „ეს დაჭერები, ეს პოლიტიკური რეპრესიები, აი, ეს ძველი ნაცადი მეთოდები, რომლებსაც ახლა კარნახობენ მას მოსკოვიდან, არ გიშველით. ვერ გარეცხავს იმ სისხლს, იმ თქვენს უკვე დალაქავებულ ისტორიას, თუ დროზე არ გაუშვებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ანტისაოკუპაციო მიტინგებში მონაწილეობდნენ, კობა კოშაძეს, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა, ეს დააჩქარებს თქვენს პოლიტიკურ დასასრულს და თქვენც სამართლებრივად აგებთ ყველა ამ მოქმედებაზე ძალიან მკაცრად პასუხს საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა კოტე ... ...
  • მერიაში რეორგანიზაციის საკითხი, ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ განსახილველად კვლავ გადადოდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ეროდი გორდელაძის წინადადებით, გახანგრძლივებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხი, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. _ კომისიაზე კიდევ განვიხილოთ ეს საკითხი და შემდეგ პროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადავუგზავნოთ მთავრობის სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტს,  _ თქვა გორდელაძემ. თუ რატომ გზავნიან ექსპერტიზის დეპარტამენტში პროექტს, ამაზე კომისიის წევრმა დეპუტატებმა ლავრენტი ბიგვავამ, ლევან მგელაძემ, შოთა გოგიბერიძემ და  და სხვებმა იმსჯელეს. _სინამდვილეში არ  უნდა გაიგზავნოს, რადგან არსებული კანონმდებლობით , მერიას არავის თანხმობა არ სჭირდება სამსახურების რეორგანიზაციისთვის და დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მერიას პირველ რიგში უნდა წარმოედგინა თავის დებულებაში ცვლილების შეტანის პროექტი და შემდეგ უნდა ჩაეტარებინა რეორგანიზაცია, _ თქვეს მათ. _ესარ არის ის საკითხი, რომელზეც არ გვემსჯელოს. სამჯერ გვქონდა მიწერილი, წარმოედგინათ  მე-40 მუხლში ცვლილების შესახებ, - თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მერიის დებულებაში, მე-40 მუხლში წერია, რომ მერია საკრებულოსთან ერთად ატარებს რეორგანიზაციას. ეს მისივე  ინიციატივით იყო შესული. როცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომ მერს თავად აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს  რეორგანიზაცია, საკრებულოსგან სამგზის მიმართვის მიუხედავად, შეესწორებინამე-40 მუხლი, მერმა ეს არ გააკეთა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ  სიტყვა ითხოვა და  ისაუბრა კარიერებთან დაკავშირებით, სადაც დიდია მოსახლეობის  ვნებათაღელვა. _ მთელი კვირაა, დავა და ჩხუბია. თუ რაღაცნაირად არ ჩავერთეთ ამ პროცესში, შესაძლოა სისხლი დაიღვაროს. იმ კარიერების წარმომადგენლები ჩვენ გვადანაშაულებენ, ძალიან ბევრი ლაფსუსია კანონმდებლობაში, _ თქვა მან. დეპუტატმა გოჩა კილაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიები სწორად არის გაცემული, მოპოვება ხდება კანონდარღვევით. _ პირველი, ვინც ხმა ამოიღო ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე  ჩვენი საკრებულო იყო. ჩემი აზრი ასეთია, მერიამ აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს,  კონკრეტულ პირზე. კანონმდებლობა კარგად არის გაწერილი,  აღსრულება არის ნული. მერიამ მიმართოს სასამართლოს ლიცენზიანტის მიერ დარღვევების თაობაზე, მინიმუმ, ჯარიმა კი არა, დაიჭირონ იქნებ, ვინმე. მე კი არ მინდა ეს, მაგრამ არ მგონია ,სასამართლოს გარეშე ეს მოგვარდეს, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ... ...
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...